ტეგები

903015_765979450098962_5684635097873356958_o (1)

“-შენ იცი..რომ მარად შენთან…

-ჰო,ჟოან..
-სხვა ყველაფერი იყო მხოლოდ..მოუსვენრობა..
-ჰო,ვიცი…
ერთხანს უსიტყვოდ იწვა.გაჭირვებით ითქვამდა სულს.
-საკვირველია,-თქვა ბოლოს წყნარად-საკვირველია,რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი…როდესაც უყვარს..
რავიკი დაჭრილისაკენ დაიხარა. სიბნელე. ქალის სახე,სხვა არაფერი.
-მე არ ვიყავი კარგი… შენთვის,-ჩურჩულით თქვა ქალმა.
-შენ იყავი ჩემი სიცოცხლე…
-მე არ შემიძლია… მე მინდა… ჩემი ხელები.. ვეღარასოდეს… ვერ მოგეხვევიან..
რავიკი ხედავდა,როგორ ცდილობდა დაჭრილი ხელების აწევას.
-შენ ჩემს ხელებში ხარ,-უთხრა ჟოანს-მე კი შენს ხელებში.
წამით ქალმა სუნთქვა შეწყვიტა. თვალებზე ბინდი გადაჰკროდა. გაახილა. გუგები საშინლად გაფართოებოდა. რავიკმა არ იცოდა, ხედავდა ქალი თუ არა.
-Ti amo,-უთხრა ქალმა იტალიურად.
თავისი ბავშვობის ენაზე ლაპარაკობდა. მეტისმეტად დაღლილი იყო სხვა რამისთვის. რავიკმა მისი უსიცოცხლო ხელები აიღო. სხეულში რაღაც ჩაუწყდა.
-შენ სიცოცხლე მომიტანე, ჟოან,- უთხრა და უძრავ თვალებში ჩახედა.- შენ სიცოცხლე დამიბრუნე.. მკვდარი ვიყავი, როგორც ქვა. შენ მოხვედი და ისევ გააცოცხლე..
-Mi amo?
ეს იყო კითხვა ბავშვისა, დასაძინებლად რომ მიჰყავთ.
-ჟოან,- უთხრა რავიკმა- საამისოდ სიტყვა სიყვარული არ გამოდგება. არ კმარა, იმის გამოსახატავად, რაც იყო. ეს მხოლოდ ერთი წვეთია მდინარისა, მხოლოდ ერთი ფოთოლია ხისა. ეს ბევრად უფრო დიდია..
-Sono stata… Aempre con te..
რავიკს ისევ ისე ეჭირა ქალის ხელები, რომლებიც მის შეხებას ვეღარ გრძნობდნენ.
-მარად ჩემთან იყავი,-თქვა და ვერც კი მიხვდა,რომ გერმანულად დაიწყო ლაპარაკი.- მარად ჩემთან იყავი, მიყვარდი, მძულდი თუ გულგრილი გეჩვენებოდი-ეს არაფერს ცვლიდა, მარად ჩემთან იყავი და მარად ჩემში…
ყოველთვის ნასესხებ ენაზე ლაპარაკობდნენ. ახლა კი, პირველად, თავისდა შეუმჩნევლად, თავ-თავიანთ ენაზე ამეტყველდნენ. თითქოს დაიშალა სიტყვის ბარიერი და ერთიმეორისა უკეთ ესმოდათ, ვიდრე ოდესმე.
-Baciami…
-რავიკმა ცხელიი, მშრალი ბაგეები დაუკოცნა.
-შენ მარად ჩემთან იყავი, ჟოან… მარად..
-Sono stata.. Perduta senza di te…
-მე კი უშენოდ დაღუპული კაცი ვიყავი. შენ იყავი ჩემი ცხოვრების ნათელი, სიტკბო და სიმწარე.. შენ დამიბრუნე ჩემი თავი, მაპოვნინე არა მარტო შენი, საკუთარი თავიც კი. შენ სიცოცხლე მომიტანე.”

Ti amo- მიყვარხარ
Mi ami?- გიყვარვარ?
Sono stata… Aempre con te..-მარად შენთან ვიყავი.
Baciami-მაკოცე.
Sono stata.. Perduta senza di te…-უშენოდ მე დავიღუპე.