ტეგები

triumfaluri tagi.jpg Photographer Kato

ჩემი თვალით დანახული „ტრიუმფალური თაღი“

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის … ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს: – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში, რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს.ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა.ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ”ტრიუმფალური თაღის”დასასრულს ომი მხოლოდ იწყება. სწორედ ასეთი შესავალი ჰქონდა წიგნს (სერიიდან “50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”) რომლის კითხვასაც რამდენიმე დღის წინ მოვრჩი. ადრეც მქონდა დაწყებული წიგნი მაგრამ უცებ გადავწყვიტე, რომ ყველა საინტერესო ციტატა მომენიშნა და შემდეგ თქვენთვის გამეზიარებინა ამიტომ წიგნის კითხვა თავიდან დავიწყე და საინტერესო ციტატები სულ სათითაოდ ამოვწერე. . . კითხვისას ყოველთვის გვერდით მედგა ერთი ფინჯანი ლიმონიანი ჩაი დღიური და ფანქარი რაც უფრო მეტს ვკითხულბდი ვხვდებოდი, რომ არ მინდოდა წიგნის კითხვა დამესრულებინა სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, განვიცდიდი საყვარელი გმირების ტკივილს მიხაროდა მათი სიხარული და ვწუხდი მათი შეცდომების გამო რავიკზე შეყვარებული ვარ. . . ჟოანი მისი შეცდომების გამო ძალიან მაღიზიანებდა, პროფესორ დიურანს მისი საქციელის გამო ვერ ვიტან, მზად ვარ დავაწიწკნო საძაგელი წვერი მოროზოვით აღტაცებული ვარ, კარგი იქნებოდა ყველა ჩვენგანს ყავდეს მოროზოვინსაირი ერთგული ჭკვიანი და გამოცდილი მეგობარი კეტი, უსაზღვროდ შემებრალა და თითქოს გულში რაღაც ჩამწყვიტა წიგნი დავასრულე და რა დამრჩა?… ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება, რავიკის და ჟოანის გამოცდილება პირველ რიგში კი ის აზრი, რომ სიყვარული ყველაზე მთავარია ამ ქვეყნად და რომ ვერანაირი მატერიალური ღირებულებები ვერ შეცვლის საყვარელ ადამიანს და მასთან ერთად, განცდილ ბედნიერ წუთებს ჩემო ძვირფასებო მოდი მე თავს არ შეგაწყენთ, ბევრი საუბრით უბრალოდ გირჩევთ ყველამ წაიკითხეთ ეს გენიალური წიგნი, აქვე კი დაგიტოვებთ იმ ფრაზებს რომლებმაც სულში შეაგწიეს და იქ დარჩნენ…

იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა. “

“რა სწრაფად იყინები როცა მარტო რჩები! მაშინაც კი როცა სიცხეებია, ორი ერთად კი – არასოდეს.”

„მე ბედნიერი ვარ და მინდა შენც ბედნიერი იყო. შენ ხარ ჩემი ფიქრი, როცა ვიღვიძებ და როცა ვიძინებ. სხვა არაფერი ვიცი. ვფიქრობ შენზე და თავში თითქოს ვერცხლის ზარები წკრიალებენ. . . ზოგჯერ კიდევ – თითქოს ვიოლინო უკრავს. . .ქუჩებს ვავსებთ, თითქოს მუსიკა ვიყოთ. . . ზოგჯერ ამ მუსიკაში ადამიანთა ხმები შემოიჭრებიან, კინოკადრივით ჩაიქროლებს სურათი. . . მაგრამ მუსიკა ჟღერს. . . ჟღერს განუწყვეტლივ. . .“

„-ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გიყვარდა? -დიახ, – ქალმა შეხედა. – ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს.“

„-აი, რას გეტყვი, რავიკ, ვიყოთ კეთილნი, თუკი შეგვიძლია და ვიდრე შეგვიძლია. ვინ იცის, ცხოვრებაში რამდენი, ეგრეთ წოდებული, დანაშაულის ჩადენა მოგვიხდება, ყოველ შემთხვევაში, მე მაინც. თუმცა, მგონი შენს.“ “თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ..”

. . .ისევ ახედა განათებულ ფანჯარას. იქ იყო ადამიანი, ვისთვისა ის მნიშვნელოვანია, ადამიანი, ვისაც იგი ძვირად უღირს, ადამიანი, რომელსაც სახე უნათდება მის დანახვაზე. . .

„. . . რავიკი შეკრთა. გულიო, გაიფიქრა. გული! გამზადებულია, რომ ყველაფერს გამოეხმაუროს. რა გახშირებით ცემს! . .“

„. . .როცა შენ იღვიძებ, გარეთ გაზაფხულია, როცა იძინებ – შემოდგომა, მათ შორის კი გაიკიაფებს ხოლმე ზამთარი და ზაფხული და, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკდავნი ვართ, როგორც გულისცემა, ან წვიმა, ან ქარი, – და ეს ძალიან ბევრია. . .“

„-საერთოდ, სულერთია, სად იცხოვრებს ადამიანი, კეტ. მთავარი ის კი არ არის, უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად. მთავარია ის, რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას. . .“

”რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.”

”შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასახარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი , ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!”

”–რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ. –ხოლო ყველაფერი რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე. –როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს? –სწორედ იმიტომ რომ ის წარსულია.”

” ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.”

” წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.”

” ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.”

”–ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს. –არა, როცა აღარ უყვარს.”

„სწორედ ეს არის ცხოვრების მთელი საშინელება, რომ ვერ ვგრძნობთ ჩვენი საქციელის შედეგებს.“

„სიყვარულმა არ იცის არც ზომა, არც ფასი. “

„სათქმელს რომ ბოლომდე იტყვის, ადამიანი მშვიდდება და წინდახედული ხდება.“

„გაუმარჯოს ჩაურევლობის საუკუნეს! ადამიანების გაქვავებულ სულთა საუკუნეს!“

„მეგობრობედა დარჩენა? ჩამქრალ გრძნობათა გაცივებულ ლავაზე პატარა ბოსტნის გაშენება? არა, ეს ჩემი და შენი საქმე არ არის. ასე ხდება მხოლოდ პატარა ინტრიგების შემდეგ და მაშინაც საკმაოდ ყალბი გამოდის. სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასარული არის დასასრული.“

„ქალმა ცრემლები შეიწმინდა. -დიდი ხანია, აღარ მომისმენია ასეთი სიტყვები. -მაშასადამე, გარშემო გეხვეოდნენ არა ადამიანები, არამედ ქვის კერპები. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.“

„რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“

“ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო ძლიერ შეგირყევსს სულს, ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი.”

‘ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.”

”რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.”

”მე ხომ ათეისტი არა ვარ. მე უბრალოდ, არ მწამს ღმერთი.”

”ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.”

”ცხოვრება არასოდეს სრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.”

”–განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის კაშკაშა შუქია საჭირო.”

”განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?”

” ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.”

” გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?”

”თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.”

” სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.”

”თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.”

”მუდამ მართალია ის, ვინც პირველი დაარტყამს!”

”ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.”

ადამიანი უფრო უჯერებს იმას, ვისაც არ იცნობს.”

”გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს მხოლოდ ”მანამდე” და ”შემდეგ.”

”ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.”

”გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან. ”

„ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.“