• Photographer Kato
  • კატოს ნაქარგები
  • ჩანახატები
  • ჩემი საფიქრეთი
  • ჩემი საყვარელი სიმღერები
  • ჩემს შესახებ

კატოს ნაკვალევი

~ კეთილი იყოს შენი მოსვლა კატოს სამყაროში.

კატოს ნაკვალევი

Monthly Archives: ოქტომბერი 2014

კახი კავსაძის გმირობა 1989 წლის 9 აპრილს…

31 პარასკევი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in ქართველი მსახიობები

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

კახი კავსაძის გმირობა 1989 წლის 9 აპრილს...

kaxiiiiiiiiiiii

კახი კავსაძის გმირობა 1989 წლის 9 აპრილს…

1989 წლის 9აპრილის მოვლენების დროს, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო ბულგარეთში. მე იმ სპექტაკლში არ ვმონაწილეობდი და ამიტომ თბილისში დავრჩი. იმ დროს თეატრის პარტკომი გახლდით და ამიტომ ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული პოსტი მე მეკავა. დაიწყო და აგორდა მიტინგების ტალღა, მთელი დღე ქუჩაში ვდგევარ ,თვალყურს ვადევნებ მოვლენების განვითარებას და ძალიან ვღელავ.როდესაც სიტუაცია ღამით ძალიან დაიძაბა, დაიწყო დარბევა.ვხედავ,ხალხი მორბის თეატრისკენ, მაშინვე ჭიშკარი გავაღებინე და ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა თეატრში შემოვუშვი .ზოგს თავი ქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი ,მაგრამ საინტერესო ის არის ,რომ უმრავლესობა უფეხსაცმლოდ მორბოდა, ტანსაცმელ შემოხეული; შემდეგ ავიყვანე მცირე დარბაზში და ვუთხარი, რომ არავინ ქვემოთ აღარ ჩასულიყო, ყველანი ზემოთ ყოფილიყვნენ .წამოვიდა ჯარი ერთ კედლად ჩაფხუტებით და ფარებით, სახე არ ჩანს ,მე ვდგევარ ქუჩაში და ვუყურებ -მოდიან .მოვიდნენ ჭიშკართან, გაჩერდნენ და დავინახე პატარა, რუსი ბიჭები შეშინებული თვალებით, ა ,ესე შეშინებული თვალებით იყურებოდნენ და ამ დროს გაიცა ბრძანება -“ზაკრიც ვაროტა“ ,ჩვენც დავკეტეთ ჭიშკარი და მსახიობები აი აქ ,თეატრის ეზოში შევიკუჭეთ. შემდეგ გვესროლეს ცრემლსადენი ყუმბარა ერთი, რომ დავშლილიყავით, შემდეგ მეორე გვესროლეს. ცოტახანში მოვიდნენ რუსი კაგებეშნიკები და გვითხრეს, რომ თქვენ აქ ხალხს მალავთო, ჩვენ ვაჩვენეთ დიდი სცენა,- კი ბატონო მობრძანდით, ნახეთ… არა და ხალხი ჩვენ ზემოთ მცირე სცენაზე გვყავდა დამალული. როდესაც გათენდა, გავაღეთ გარდირობი, დავურიგეთ ხალხს ტანსაცმელი ,ფეხსაცმელი და გავუშვით სახლებში. მე ვფიქრობ ,რომ ეს დღე იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ის დიდი “მახინა”, ის უზარმაზარი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა -დაიმსხვრა… იწყება რაღაც ახალი, არ ვიცი როგორი, მაგრამ ახალი. 
ყოველთვის რთული და მტკივნეულია ეს ახალიც, იქნება ისეთი ,როგორებიც ჩვენა ვართ.

იხსენებს მსახიობი კახი კავსაძე ( ნეტავ იქ თეატრი არის?) 

რა დაუბარა იპოლიტე ხვიჩიამ შთამომავლობას?

31 პარასკევი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in ქართველი მსახიობები

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

რა დაუბარა იპოლიტე ხვიჩიამ შთამომავლობას?

558759_611088728980679_1454311136_n

რა დაუბარა იპოლიტე ხვიჩიამ შთამომავლობას?

“იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია… სიყვარულიც არის და სიყვარულიც – ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის… ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო, შვილო…”,

სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, ეს სიტყვები უთხრა დიდმა ქართველმა კომიკოსმა, იპოლიტე ხვიჩიამ შვილიშვილს, მანანა ხვიჩიას.

თვითონ მსახიობმა მართლაც ისე გალია თავისი სიცოცხლე, რომ მუდამ სიყვარულით ცხოვრობდა. გარშემომყოფებს, ახლობლებს, ნათესავებს და ზოგადად ხალხს იპოლიტე თბილი, მოსიყვარულე და ხალისიანი დაამახსოვრდა. მას ყველა უყვარდა.

მზეო თიბათვისა

31 პარასკევი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in გალაკტიონ ტაბიძე

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

მზეო თიბათვისა - გალაკტიონ ტაბიძე

884_583496181732485_568401425_n

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა – განსაცდელში თვალნი მიურიდნე.
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხაანმა უნდობარმა , გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

გალაკტიონ ტაბიძე

გარეთ ისევ წვიმს . . .

30 ხუთშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in ოთარ ჭილაძე

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

გარეთ ისევ წვიმს - ოთარ ჭილაძე

1463250_673457442684497_1730431796_n (1)
გარეთ ისევ წვიმს…

გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა.
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს.
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.

გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს.
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.

გათავდა! აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე …… სულში.

ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც , წვეთიც….
შენ ხარ- აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

ოთარ ჭილაძე

ალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი

30 ხუთშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in ჩარლი ჩაპლინი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ალბერტ აინშტაინი და ჩარლი ჩაპლინი

charli da alberti

აინშტაინს ძალიან უყვარდა ჩარლი ჩაპლინის ფილმები. განსაკუთრებით მოსწონდა ფილმი “ოქროს ციებ-ცხელება“, რომლის ნახვის შემდეგ ჩაპლინს დეპეშა გაუგზავნა:  „თქვენი ფილმი მსოფლიოსათვის გასაგებია, დარწმუნებული ვარ,  რომ დიდი  ადამიანი გამოხვალთ“ პასუხად აინშტაინმა ასეთი შინაარსის დეპეშა მიიღო:  „მე თქვენით უფრო აღფრთოვანებული ვარ. თქვენი თეორია აბსოლიტურად არ მესმის, ვერც მსოფლიო იგებს, მაგრამ თქვენ მაინც გახდით დიდი ადამიანი“.

მერილ სტრიპი – „ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე“

27 ორშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in სელებრითების გამონათქვამები

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

მერილ სტრიპი - „ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე“

5ee0a923e97cამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე  ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს. ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება.  წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები.  ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას; ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც არსებობს პოლარული საწყისები  სიკეთე და ბოროტება და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს. მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასდროს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს და არც მათთან შემიძლია ურთიერთობა, ვისაც ცხოველები არ უყვარს.  მოკლედ, არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს.

მერილ სტრიპი

ჩარლი ჩაპლინი – ციტატები

23 ხუთშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in ჩარლი ჩაპლინი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ჩარლი ჩაპლინი - ციტატები

ყველაზე ლამაზი თვალები იმას აქვს,რომელიც სიყვარულით გიყურებს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა,ყავისფერია,ცისფერი თუ მწვანე…

10155837_728465320576352_22501790485196033_n

მამაკაცის ნამდვილი ხასიათი გამოიხატება სწორედ მაშინ, როდესაც ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

10686969_728461227243428_318932046811036969_n

შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.

charlie-chaplin_00331998

ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.

charly2

ცოდნამ ჩვენ ცინიკოსებად გვაქცია, ჭკუამ-გულქვა და ბოროტ არსებებად. ვფიქრობთ ზედმეტად ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება. საჭიროა ვიყოთ კეთილები და მიმტევებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოზე ძალადობა გაბატონდება და ყველანი დავიღუპებით.

'America, I am coming to conquer you' … Charlie Chaplin in The Gold Rush (1925).

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ სულ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი,ეცადე შენც…!

charlie-chaplin-cigarette

პორტრეტები რომლებმაც ადამიანების ბედი შეცვალეს

22 ოთხშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in სხვადასხვა

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

პორტრეტები რომლებმაც ადამიანების ბედი შეცვალეს

773759_398028400286714_1947926370_oალფრედ ჰიგინსი 47 წლის იყო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების რიცხვში შედიოდა; ჰყავდა ლამაზი ცოლი, ტყუპი, არაჩვეულებრივი გოგონები და ძალიან ბედნიერიც იყო, ვიდრე ერთ ავბედით ზაფხულს მხატვარს პორტრეტი არ შეუკვეთა.ის და მისი ცოლი საკუთარ იახტის გემბანზე იდგნენ და სიცოცხლე უხაროდათ.მაგრამ მხატვარმა ძლივს მოასწრო ნახატის დამთავრება,რომ ჰიგინს ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა.მისი ცოლი კი მწვავე ფსიქოზის დიაგნოზით ფსიქიატრიულში მოათავსეს,სადაც აღესრულა კიდეც.ჰიგინსების წყვილი იმიტომ გარდაიცვალა,რომ ისინი მარკ კვინმა დახატა.ამბობდნენ,ამ მხატვარმა სული ეშმაკს მიჰყიდაო.ყველა ის ადამიანი,რომელიც მარკმა დახატა, პოზირებიდან ძალიან მალე დაიღუპა.ჰიგინსები ამ საბედისწერო სიის თავში აღმოჩნდნენ. მხატვარი დღემდე არ იძლევა არანაირ ინტერვიუს და არ საუბრობს თავისი მოდელების ტრაგიკულ აღსასრულზე. სამაგიეროდ,პერიოდულად ურეკავს მდიდარ,ცნობილ ადამიანებს და ეუბნება; “იცით მე თქვენი პორტრეტის დახატვა მაქვს გადაწყვეტილი” შეშინებული მილიონრები კი სასწრაფოდ უხდიან სოლიდურ თანხას, ოღონდაც ეს არ გააკეთოს.პორტრეტს შეუძლია ადამიანის ბედი შეცვალოს. იმოქმედოს მასზე როგორც უარყოფითად,ასევე დადებითად.თუმცა ისტორიკოსები უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა პორტრეტებზე გამოსახული ადამიანები ადრეულ ასაკში,თანაც,ტრაგიკულად იღუპებოდნენ.

ლეონარდო და ვინჩი დათანხმდა ერთი ფლორენციელი მოქალაქისთვის,ფრანჩესკო დელ ჯოკონდასთვის,მისი ცოლის, მონა ლიზას პორტრეტი დაეხატა, რომელიც მაშინ 24 წლის იყო და,თანაც, უსაშველოდ ლამაზი.ლეონარდო პორტრეტზე 4 წელს მუშაობდა,მაგრამ ვერ დაასრულა,რადგან მონა ლიზა თვალსა და ხელს შუა მიილია, ბოლოს გარდაიცვალა კიდეც.უდიდესი მხატვრის,რემბრანტის მეუღლე სასკია, რომელიც ხშირად პოზირებდა ქმარს,30 წლისა გარდაიცვალა. ასევე დაემართათ შვილებსაც,რომლებიც მამამ დახატა:3 ჩვილობაში მოკვდა,მეოთხე-27 წლის.
პირველი ცოლის ბედი გაიზიარა მეორემაც. ჰენდრიკს სტოფელდსი რემბრანტმა ორჯერ დახატა. ამის შემდეგ ქალს დიდხანს არ უცოცხლია.
ხუთი წლის ლიზი კისელიოვამ მუხლი გაიტეხა.ექიმებმა ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.ძვალი შეხორცდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მუხლში სიმსივნე გაჩნდა.ამას გარდა ,ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვებზეც აღმოჩნდა, მეტასტაზები ყოველდღიურად იზრდებოდა. მშობლები ბედს შეურიგდნენ და ნაცნობ მხატვარს შვილის პორტრეტის დახატვა სთხოვეს. მანაც ბავშვი ზუსტად ისეთი დახატა,როგორც ავადმყოფობამდე იყო-ოქროსფერი,ხვეული თმა,ლურჯი თვალებითა და ვარდისფერი ლოყებით. პორტრეტი საოცარი გამოვიდა,თითქოს ცოცხალი.ერთი თვის შემდეგ გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ: ფილტვშიც და მუხლშიც სიმსივნე უკვალოდ გაქრა.მშობლები დარწმუნებული იყვნენ,რომ სასწაული სწორედ პორტრეტმა მოახდინა.
რუბენსის ხორცსავსე მადონების მოდელები ყოველთვის მისი ცოლი, ლამაზმანი ელენე ფოურმენტი იყო.რუბენსი შეუსვენებლად ხატავდა ცოლის პორტრეტს სხვადასხვა ღვთაების სახით და ქალიც სულ ლამაზდებოდა და ლამაზდებოდა; უამრავი ჯამრთელი ბავშვი გააჩინა და ქმარზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა.
ფსიქოლოგები თვლიან,რომ,რაც უფრო ნიჭიერია მხატვარი,მით უფრო მეტი შანსი აქვს,ნახატში თავვისი სულის დიდი ნაწილი ჩადოს და, ბუნებრივია,ენერგიაც ავსებს,რომელიც ზოგჯერ ნეგატიური და უარყოფითია,ზოგჯერ კი-დადებითი. ზოგიერთი მხატვარი სწორედ ნატურიდან იღებს სასიცოცხლო და შემოქმედებით ენერგიას.ზოგი კი, პირიქით იქეთ გაიღებს.ასეთი იყო, მაგალითად,რუბენსი,რომლის გვერდით ყველა ქალი იფურჩქნებოდა.რემბრანტი კი ვამპირივით სწოვდა მენატურეს სასიცოცხლო ძალებს,ამიტომაც იღუპებოდნენ მისი მოდელები და ოჯახის წევრები. იგივე სჭირდა პიკასოსაც.თუმცა,ამგვარი ვამპირიზმის მექანიზმი დღემდე ამოუხსნელი ფენომენია.” საბედისწერო სურათების”საიდუმლოს ამოხსნა უამრავმა მეცნიერმა სცადა.მსოფლიოს უდიდეს სამხატვრო გალერეებში დააყენეს სპეციალური ხელსაწყოები,რომლებიც ზუსტად აღნუსხავდა დამთვალიერებლის თვალების მოძრაობასა და დროს,რომელსაც იგი სურათის წინ ატარებდა.ზოგიერთი სურათიდან მართლაც იღვრებოდა წარმოუდგენლად დიდი ენერგია.თერმოგრაფიის საშუალებით მოახერხეს,დაედგინათ შემოქმედებით ექსტაზში მყოფი მხატვრის ტვინის მოქმედება,რომელიც ამ დროს რადიკალურად იცვლებოდა.ელექრტოენცეფალოგრამაზე კი ტალღების შენელებული მონაცვლეობა აისახებოდა.სწორედ ასეთ მდგომარეობაში შეუძლია მხატვარს,შექმნას შედევრი.
დადგინდა ისიც,რომ,როცა მხატვრის ენერგია მატულობდა,მენატურის ტვინის ბიოპოტენციალი ორი-სამჯერ იკლებდა.ანუ მხატვარი იკვებებოდა მოდელის ენერგიით, რასაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ამ უკანასკნელის არსებობას.თუმცა პროფესინალი მოდელები,რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მხატვართან მუშაობენ,ახერხებენ გამოიმუშაონ გარკვეული იმუნიტეტი და არ შეუშვან მხატვრის სული საკუთარ ტვინში.ამით აიხსნება ის ფაქტი,რომ გენიოსების ძირითადი მსხვერპლნი მათი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ხვდებიან.
XX საუკუნის დასაწყისში 18 წლის ელენა დიაკოვა რუსეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა ჭლექისაგან ‘შეჭმული”ფილტვების სამკურნალოდ.მაგრამ ყველა ცნობილმა ექიმმა ერთხმად გადაწყვიტა,რომ ელენას შველა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.ამ დროს ელენამ დამწყები მხატვარი პოლ ელუარი გაიცნო.პოლი ხშირად ხატავდა გამხდარ და გაყვითლებულ გოგონას ბუნების ფონზე,ყვავილებით ხელში და მისი ავადმყოფობა ოდნავ ჩაცხრა.3 თვის შემდეგ ელენა სიურეალისტ მაქს ერნსტს დაუმეგობრდა.ერნსტიც ხშირად ხატავდა თავის საყვარელს და ქალი,რომელიც 6 თვეში უნდა მომკვდარიყო,თავს მშვენივრად გრძნობდა-ექიმები თვალებს ვერ უჯერებდნენ…40 წლის ასაკში ელენა ცოლად გაჰყვა სახელგანთქმულ სალვადორ დალის და იქცა გალად. დალი აღმერთებდა ცოლს ;ხატავდა მას თითქმის ყოველდღე ახალგაზრდას,ლამაზს,ყოველგვარი ნაოჭისა და ჭაღარის გარეშე.ელენა-გალა 88 წლისა გარდაიცვალა.მის ფილტვებში ჭლექის ნასახიც აღარ იყო.

ეჭვიანობა ვნებაზე – ტერენტი გრანელი

22 ოთხშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in ტერენტი გრანელი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ეჭვიანობა ვნებაზე - ტერენტი გრანელი

1618318_729809750441909_7942668032740650352_o

დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.
გაჩუქებ ქვეყნის მთა–ველებს, ბაღებს
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვის მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ… კარს შემოვაღებ,
არა აქვს აზრი ასაკს და წონას,
არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,
მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,
თითქოს მუმიად გადავიქეცი,
ამ პირამიდამ, კი დამიმონა.
ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე,
თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად
წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.
ორი ისარი მწვანე და მწვანე
გმობენ შენდობას სხივი აქვთ მწვავე.
რომანი წრეში, სახელად რომბი,
ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე,
შენ გადაიცმევ ალქაჯის ფორმას
მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენ თვალებს დავუწყებ შებმას,
მომნატრებია ხმაური სეტყვის
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამით მოვკვდები ახლა,
ღრუბლად მედება შეშლილი სახე
მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს,
ჩვენ გალეშილი მდედრი და მამრი
მივექანებით ვნებათა ძაბრში
ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,
ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში
პარასკევს ღამით აივსო მთვარე,
ვნებით ათლილი კბილებით ყელში,
სისხლის ალერსი საამოდ მწარე,
თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.

ალენ დელონის გამსოათხოვარი წერილი რომი შნაიდერს

21 სამშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in სელებრითების გამონათქვამები

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ალენ დელონის გამსოათხოვარი წერილი რომი შნაიდერს

526857_430904050332482_1873474426_n (1)

ალენ დელონის გამსოათხოვარი წერილი რომი შნაიდერს

ჟურნალი “Paris mateh “

1982წ.11 ივნისი

მშვიდობით,ჩემო თოჯინავ!

მე შენ მძინარეს გხედავ,მე შენთან ვარ,შენს სასიკვდილო სარეცელთან.შენ შავ-წითელი გრძელი ტუნიკა გაცვია ამოქარგული გრძელი ნაწილით.მგონი ყვავილებით ამოქალგული,მაგრამ მე მათ არ ვუყურებ…მე შენ გეუბნები adio! მშვიდობით…ეს ყველაზე ხანგრძლივი გამოთხოვებაა ამქვეყნად,ჩემო თოჯინა.

ჩემო თოჯინა,მე ყოველთვის ასე გეძახდი.ყვავილებს კი არა,მხოლოდ შენს სახეს დავცქერი და ვფიქრობ,რომ ძალიან ლამაზი ხარ…ალბათ არასდროს ყოფილხარ ასეთი ლამაზი,როგორიც ახლა.კიდევ იმაზე ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთ მშვიდსა და მხიარულს.ასე მგონია,ვიღაცის ნაზმა ხელებმა ყოველგვარი მღელვარება და შიში წაშალა შენი სახიდან…მე შენ მძინარეს გხედავ.მეუბნებიან,რომ აღარა ხარ.იქნებ შენს სიკვდილში მე მიმიძღვის ბრალი?ამ შეკითხვას მხოლოდ იმ არსების წინაშე უსვავენ საკუთარ თავს,ვინც უყვარდათ და ისევ უყვართ…თავდაპირველად ამ გრძნობის ტყვეობაში ექცევი,მერე ყველაფერი თავის ადგილზე დგება და აღიარებ,რომ ამ სიკვდილში დამნაშავე არა,მაგრამ პასუხისმგებელი კი ნამვილად ხარ.დიახ,პასუხს ვაგებ შენს სიკვდილზე.ჩემს გამო შეწყდა იმ ღამით შენი გულისცემა,ჩემს გამო,რადგან ამ 25წლის წინათ იმიტომ მიპოვეს,რომ შენი პარტნიორი ვყოფილიყავი :ქრისტინაში“.შენ ვენიდან უნდა ჩამოსულიყავი,მე კი პარიზის აეროპორტში გელოდი ყვავილებით ხელში,რომლებიც არც კი ვიცოდი როგორ უნდა დამეჭირა.პროდიუსერებმა გამაფრთხილეს,როგორც კი თვითმფრინავის ტრაპზე დაეშვება დაიქეცი და ყვავილები მიართვიო და მეც გონებაჩლუნგივით ვიდექი ყვავილებით ხელში,ფოტორეპორტიორების ალყაში მოქცეული და შენ გელოდი…თვითმფრინავიდან გამოხვედი,მე შენსკენ გამოვემართე.შენ დედას კითხე:“ვინ არის ეს ყმაწვილი?“,მან გიპასუხა:“ალენ დელონი უნდა იყოს,შენი პარტნიორი“.ამის მეტი არაფერი მომხდარა მაშინ,არც სიყვარულის ელდა დაგვცემია,არა…მერე ვენაში ჩამოვედი,სადაც ფილმის გადაღებას აპირებდნენ.ჩამოვედი და გაგიჟებით შემიყვარდი,შენც შეგიყვარდი…მერე ხშირად გვიკითხავს ერთმანეთისთვის,მე უფრო ადრე შემიყვარდი თუ შენ…ჩვენ დავითვლიდით 1,2,3 და ერთროულად ვპასუხობდით,არც მე და არც შენ,ორივეს!

ღმერთო ჩემო,როგორი ახალგაზრდები და ბედნიერები ვიყავით მაშინ…გადაღებები დამთავრდა.მე გითხარი,წამოდი ჩემთან საფრანგეთში და იქ ერთად ვიცხოვროთ.მაშინვე მიპასუხე“მე მინდა შენთან ერთად ცხოვრება საფრანგეთში“ გახსოვს?შენი ოჯახი,მშობლები აღშფოთდნენ.მთელი ავსტრია და გერმანია ბობოქრობდა.ისინი უზურპატორს,ბავშვების გამტაცებელს მიწოდებდნენ.მე ხომ მათ დედოფალი მოვტაცე…

ფრანგმა,ერთი სიტყვაც რომ არ ვიცოდი გერმანულად,მოგიტაცე შენ,თოჯინა,რომელმაც ასევე ერთი სიტყვაც არ იცოდი ფრანგულად.დასაწყისში უსიტყვოდ გვიყვარდა ერთმანეთი.შევყურებდით ერთმანეთს და ვიცინოდით.შენ ჩემი თოჯინა იყავი,მე კი პეპე მერქვა…რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ არაფერი გამეგებოდა გერმანულის,შენ კი ისე კარგად დაეუფლე ფრანგულს,რომ ერთად ვითამაშეთ ლუკინო ვისკონტის სპექტაკლში საფრანგეთის თეატრის სცენაზე.ვისკონტი ამბობდა,რომ ჩვენ ერთმანეთს ვგავდით,რომ ორივეს ერთნაირი v გვქონდა წარბებს შორის,ამიტომაც შიშსა და გაბრაზებას ერთნაირად გამოვხატავდით…ვისკონტი ამას რემბრანტის v უწოდებდა,რადგან,როგორც იგი ამობდა ამგვარი v მხატვრის ავტოპორტრეტებზე აშკარად იყო გამოსახული….

მე შენ მძინარეს გხედავ.რემბრანტის v სრულიად წაშლილა.ახლა აღარავის გეშინია,აღარავის ელი დაძაბული მოლოდიბით,აღარც ვინმე მოგდევს.ნადირობა დამთავრდა.ახლა შეგიძლია დაისვენო…

ისევ და ისევ გიყურებ,მე ხომ ზედმიწევნით კარგად გიცნობ.ვიცი ვინ ხარ,ვიცი რატომ მოკვდი,შენს ხასიათსაც კარგად ვიცნობ…იმათ,სხვებს კი ვპასუხობ რომის ხასიათი მხოლოდ მისი ხასიათი იყო,ეს არის და ეს,თავი დამანებეთ!….სულ ადვილი იყო შენი გულისტკენა.შენ ხომ ბავშვი იყავი,ნამდვილი ბავშვი,რომელიც სწრაფად,ძალიან სწრაფად გახდა ვარსკვლავი.აწორედ ამით შეიძლებოდა ერთი მხრივ შენი კაპრიზების,წინასწარ გაუთვალისწინებელი ქცევების ყოველთვის სამართლიანი,საიმედო,მაგრამ მაინც ბავშვური ხასიათის,ხოლო მეორე მხრივ შენი პროფესიული ავტორიტეტის ახსნა.შენ ის ბავშვი იყავი,რომელმაც არ იცოდა ვის ეთამაშებოდა,რას ეთამაშებოდა და რატომ ეთამაშებოდა.ამ წინააღმდეგობებში შენი დაფარული შიში და უბედურებაც მჟღავნდებოდა.მით უფრო,რომ რომი შნაიდერი იყავი,გაფურჩქნის ხანაში მყოფი მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი რომი შნაიდერი…

როგორ ავუხსნა მათ ვინ იყავი შენ და ვინ ვართ ჩვენ,მსახიობები…როგორ უნდა გააგებინო მათ,რომ ჩვენ ჩვენი თამაშით,ინტერპრეტაციებით,სხვად გარდასახვით ხშირად თვითონაც შეშლილებს ვემსგავსებით…როგორ ავუსხნა მათ, რა რიგ ძნელია სანახევროდ გავლილ გზაზე წონასწორობისა და ხასიათის სიმტკიცის შენარჩუნება.ოჰ,ეს წონასწორობა!როგორ უნდა მივაღწიოთ მას ჩვენ ჟუნგლიორებმა,კლოუნებმა,ტრაპეციაზე მომუშავე ცირკის მსახიობებმა,რომელთა დიდება პროჟექტორების შუქით არის გაცისკროვნებული..

შენ ამბობდი:“არვიცი როგორ მოვიქცე ცხოვრებაში,ფილმში კი ყოვლისშემძლე ვარ!“…არა სხვები ნამდვილად ვერ გაიგებენ იმას,რომ რაც უფრო მოუმზადებელი ხარ ცხოვრებისთვის,მით უფრო დიდი მსახიობი შეიძლება იყო….

ახლა,როცა შენ ისვენებ,მე კი შენს შორიახლოს ვტირი,მინდა ხმამაღლა ვიყვირო: არა,არა,ეს საშინელი პროფესია ქალისთვის არ არის მოგონილი,მე ეს ვიცი,რადგან კაცი ვარ,რადგან მე ის ვარ,ვინც შენ ძალიან კარგად გიცნობდა,შენი ყველაზე უკეთ ესმოდა,რადგან მეც მსახიობი ვარ.ჩვენ,ორივენი ერთ რასას ვეკუთვნოდით,ჩემო თოჯინა.იიმათ,სხვებს,არ ძალუძთ ჩვენი გაგება,მსახიობების.დიახ,ვერასოდეს გაიგებენ,რომ შენნაირი ქალი ამის გამო შეიძლებოდა მომკვდარიყო….

ამბობენ,.რომ შენ მითი იყავი.დიახ,ჭეშმარიტად ასეა,მაგრამ მითი ხომ მხოლოდ ფასადია,ანარეკლი,გარეგნული მხარე…საღამოობით მითიც შინ ბრუნდება.შინ ის კი მხოლოდ რომია.ქალი,ვისი ცხოვრებისაც არაფერი გაეგებათ,ვისაც ცუდად ექცევიან,ვისზეც გაზეთბი ცუდად წერენ,ვისაც გამუდმებით დევნიან და მარტოობაში მითი თანდათან შიშად იქცევა.რაც უფრო ღრმად იჭრება ეს გონებაში,მით უფრო ცდილობენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ეძიონ შვება.თანდათან ყველაფერი ეს ჩვეულებად იქცევა,მერე ცხოვრების წესად,ბოლოს კი გარდაუვალ აუცილებლობად ყალიბდება.შენ უკვე ვეღარ აღწევ თავს მის ტყვეობას და ერთ მშვენიერ დღეს განაწამები,გაცვეთილი გული ჩერდება,რადგან იგი დაიღალა და მეტი აღარ შეუძლია მუშაობა…მას ასე უმოწყალოდ ექცეოდნენ,ის კი გული იყო,ერთი პატარა ქალის გული,ვინც ამ ავბედით საღამოს ჭიქას უჯდა….

ამბობენ,რომ შენ იმ სასოწარკვეთილებას ემსხვერპლე,რაც დევიდის სიკვდილმა მოგიტანა.არა,ადამიანები ცდებიან.შენ ამას არ მოუკლიხარ…დევიდის სიკვდილმა მხოლოდ ბოლო მოგიღო….ლორანისთვის,შენი ცხოვრების ბოლო და საოცარი თანამგზავრისთვის გითქვამს,ასე მგონია გვირაბი დამთავრდა და გასასვლელს მივაღწიეო.ეს მართალია…შენ ცხორება გინდოდა,სიცოცხლე გიყვარდა.ისიც მართალია,რომ შაბათს გარიჟრაჟზე,შენი გვირაბის დასასრულიც გამოჩნდა.შენ ხომ ერთადერთმა იცოდი,რომ ეს ნამდვილი გვირაბის დასასრული იყო….

რა აბდაუბდად გწერ,უწესრიგოდ…ჩემო თოჯინა,შენ ასე აგრესიულსა და ტკივილით სავსეს.შენ არ გესმოდა და არ ეთანხმებოდი თამაშის იმ წესს,რომ შენი ცხოვრებაც იმ საზოგადოების კუთვნილება იყო,ვინც სხვებში გამოგარჩია და კუმირად გაქცია.შენ უარყოფდი ამ თამაშს და საერთოდ ყოველგვარ თამაშს,რაც ჩვენს პროფესიას მუდამ თან ახლავს.თავს იწამებდი,პირადი ცხოვრება ძალმომრეობის მსხვერპლად მიგაჩნდა..მუდამ იმ ნადირივით იყავი შემართული,რომელსაც მონადირეების მისდევენ…იცოდი,კარგად იცოდი,რომ რასაც ბედისწერა ერთი ხელით გაძლევდა,მეორეთი უკან გართმევდა…

5 წელზე მეტი ვიცხოვრეთ ერთად.მე შენთან ერთად,შენ ჩემთან ერთად.შემდეგ ცხოვრებამ,ჩვენმა ცხოვრებამ გაგვყარა,მაგრამ ხშირად ვურეკავდით ერთმანეთს.ბოლოს 1968წელს იყო ფილმი „აუზი“.კვლავ მოვძებნეთ ერთმანეთი,რომ ერთად გვემუშავა.გერმანიაში ჩამოგაკითხე გადაღებებზე წამოსაყვანად.იქ შენი ვაჟი,დევიდი გავიცანი….

სხვები იტყვიან,რა დიდებული მსახიობია,რა ტრაგიკოსი.მათ არ იციან,რომ თავად შენ ხარ ტრაგიკული ქალი,ვისაც ეს ცხოვრება ძალიან ძვირად უღირს…არ ესმით,რომ შენს ეკრანულ როლებში,შენი პირადი დრამებია ასახული…და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ,რომ თავად იწვი…დევიდის სიკვდილამდე არსებობდა პროფესია,რომელიც გაიძულებდა თავი მუდამ წყლის ზევით გჭეროდა.შემდეგ დევიდი წავიდა და უკვე პროფესიაც ვეღარ გშველოდა.მე არც შენი წასვლა გამკვირვებია.იცი,რამ გამაოცა?იმან,რომ თავი არ მოგიკლავს,რომ გული გაგისკდა…მე ვთქვი,რომ სწორედ ესაა გვირაბის დასარული…

მე შენ მძინარეს გხედავ.მე ისევ მარტო ვარ საკუთარ თავდათან…მე შენ მიყვარდი.შენ მე გიყვარდი.მე გაქციე შენ ფრანგ ქალად,ფრანგ კინოვარსკვლავად.დიახ,ეს ჩემი დამსახურებაა…და ეს ქვეყანაც,საფრანგეთი,რომელიც შენ ჩემს გამო შეიყვარე შენი სამშობლო გახდა…ვოლფმა გადაწყვიტა,მას ლორანმაც უთხრა რომ ეს შენი სურვილიც იყო,რომ აქ დარჩები და სამუდამო სასუფეველს საფრანგეთის მიწაში ჰპოვებ.ორიოდ დღეში შენი შვილი დევიდიც აქ იქნება,იმ პატარა სოფელში,სადაც სახლი შეიძინე.აქ აპირებდი ცხოვრებას ლორანთან და პატარა სარასთან ერთად.აქ დაიძინებ სამუდამოდ,საფრანგეთში…ჩვენთან ახლოს,ჩემთან ახლოს..

ჩემო თოჯინა,ისევ და ისევ გიყურებ…მინდა ჩემმა მზერამ გშთანთქოს…ისევ მინდა გაგიმეორო,რომ არასოდეს ყოფილხარ ასეთი ლამაზი და მშვიდი.მე შენთან ვარ…შენგან ცოტაოდენი გერმანულიც ვისწავლე,ახლა გეუბნები ich liebe dich . JE T’aime ჩემო თოჯინა.

ალენ დელონი

← Older posts

კატეგორიები

  • გაბრიელ გარსია მარკესი (2)
  • გალაკტიონ ტაბიძე (1)
  • გამონათქვამები (3)
  • გოდერძი ჩოხელი (5)
  • დათო ტურაშვილი (1)
  • ერიხ მარია რემარკი (2)
  • მამა პეტრე (1)
  • მირზა გელოვანი (2)
  • ოთარ ჭილაძე (3)
  • ოტია იოსელიანი (3)
  • სელებრითების გამონათქვამები (10)
  • სიბრძნის სიმფონია (1)
  • სხვადასხვა (2)
  • ტერენტი გრანელი (3)
  • უილიამ შექსპირი (2)
  • ქართველი მსახიობები (5)
  • ჩარლი ჩაპლინი (5)
  • ჩემი საყვარელი წიგნები (1)
  • ცნობილი ადამიანების ციტატები, გამონათქვამები (2)
  • Uncategorized (2)

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა სიახლეების მისაღებად

Join 284,398 other followers

Archives

ოქტომბერი 2014
ო ს ო ხ პ კ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივლ   ნოე »

სტატისტიკა

  • 118,850 hits
TOP.GE

საკონტაქტო ინფორმაცია

Sat:5pm - 1am

Create a free website or blog at WordPress.com.

გაუქმება

 
Loading Comments...
კომენტარი
    ×
    Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
    To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy