ტეგები

– ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში?
– ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს, მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი.

1902802_719685788120972_4582829623119411859_n

– როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
– რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა

10479656_10202313280052638_5484017314366205155_o

„ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი…“

10351250_296219520552296_8442495516212197968_n

 ,,ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი. “

1052140_476612805761606_1189061487_o

„ მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.“

856356_413727605383460_2051187072_o