ტეგები

siyvaruli tu shecvli samyaros galaa Photographer Kato

{ფრაზები ჩემი უსაყვარლესი წიგნიდან}

1. სანამ ბავშვები იტანჯებიან, სამყაროში ჭეშმარიტი სიყვარული ვერ იარსებებს…
/აისედორა დუნკანი 1878-1927 “მოგონებები”/

2. თუკი რამ მესმის ამქვეყნად, მხოლოდ იმიტომ რომ მიყვარს.
/ ლევ ტოლსტოი ( 1828-1910 ), რომანიდან “ომი და მშვიდობა”/

3. ბოლოს და ბოლოს, როდის მიხვდებით, რომ ყველანი ერთურთზე ვართ გადაჯაჭვულნი?…ვიდრე მოყვასისადმი სიყვარულით არ განვიმსჭვალებით მისი რასის, ფერისა თუ წარმოშობის მიუხედავად, ვიდრე ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა პასუხისმგებლობას არ იგრძნობს საერთო კეთილდღეობაზე, ვერც სოციალურ სამართლიანობას მივაღწევთ ოდესმე….
/ჰელენ კელერი (1880-1968) /

4. ვცდილობთ, არაფერი დავაკლოთ შვილებს-არადა, მათ მხოლოდ სიყვარული და საყრდენი სჭირდებათ…
/პემ ბრაუნი/

5. არც კი გაიფიქრო, ცხოვრება ფუჭად გამივლიაო: კაცმა არ იცის, ვისთვის რა იყავ, რომელი კარები გაგიღია, ვისთვის რა შვება მიგიცია, რა უნებლიე სიკეთე დაგითესავს… ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა ხომ ერთ სიტყვასა თუ ღიმილსაც კი შეუძლია: სიკეთე უკვალოდ არ იკარგება.
/შარლოტ გრეი/

6.რატომღაც ბევრს ჰგონია, თითქოსდა წარმატება საბანკო ანგარიშით ან მანქანის გაბარიტებით იზომება, და არა კაცობრიობისადმი ჩვენი მსახურებისა თუ გაღებული წვლილის მიხედვით.
/მარტინ ლუთერ კინგი, უმცროსი/

7.შიმშილით სასოწარკვეთილთა სატკივარს ვიღაც “ექსპერტი“ ვერაფერს უშველის საქმეს მხოლოდ მაშინ მოევლება, როცა შენნაირები და ჩემნაირები დაიკაპიწებენ მკლავებს…
/ფრანსის მურ ლაპე/

8.ვიცი ცხოვრების გზას მხოლოდ ერთხელ გავივლი, და თუ რამ სიკეთის ქმნა შემიძლია ან მოყვასისთვის ხელის გაწვდენა, ახლა მაცალოს განგებამ და ძალაც მომცეს, ამ ქვეყნად მეტი ვეღარ მოვალ…
/უილიამ პენი ( 1644-1718 ) /

9.სიყვარული გახუნებულსაც აფერადებს.
/პერსი ბიში შელი/

10. სიყვარული ერთადერთი ძალაა, მტერს მოყვარედ რომ გადააქცევს.
/მარტინ ლუთერ კინგი, უმცროსი (1929 – 1968)/

11.უცებ დავმშვიდდი: მივხვდი, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა – ყველას ვუყვარდი თუ არა. მთავარი ის იყო, მე რომ მიყვარდა ყველა ეს გრძნობა ცხოვრებას მთლიანად ცვლის და შენც ბოლომდე სიხარულით იხარჯები…
/ბევერლი სილზი/

12.მეგობრობა ამ მტრულ სამყაროში გაძლების ერთადერთი სასოებაა: ის გვეხმარება, თავი პიროვნებებად აღვიქვათ – იმად, რანიც ვართ.
/რაბი ჰაროლდ ს. კუშნერი/

13.რამდენი იჩემებს, მთელ სამყაროს შევცვლიო – იქნებ ჯერ საკუთარი უბნიდან დაეწყოთ?
/ღირსი მამა სესილ უილიამსი/

14.ადამიანის სიცოცხლე მანამ ფასობს, სანამ სხვის სიცოცხლეს აფასებს – სიყვარულის, მეგობრობის, პატივისცემის და თანაგრძნობის გამოვლინებით.
/სიმონ დე ბოვუარი ( 1909 – 1986) /

15. სამყარო უსაზღვროა, ნებისმიერი ჩვენგანი კი ჯუჯაა მასთან შედარებით; არადა, მეგობრობით ძალმოცემულნი გოლიათებს ვემსგავსებით.
/პემ ბრაუნი (დაიბ. 1928)/

16.ადრეც მითქვამს – მეგობრობა ამქვეყნად უმტკიცესი დუღაბია-მეთქი და ახლაც იმავვეზე ვდგავარ: სამყაროს მხოლოდ ეგ ამთლიანებს.
/ჯერემი ტეილორი (1613 – 1667)/

17. მეგობრისთვის იმაზე მეტს რას გავაკეთებ, უბრალოდ მეგობრობა თუ გავუწიე.
/ჰენრი დეივიდ თორო (1817 – 1862)/

18. ჭეშმარიტი მეგობრობის ერთ-ერთი უმშვენიერესი გამოვლინება ურთიერთგაგებაა.
/სენეკა ( დაახლ. ძვ. წ. 55 – ახ. წ. 40)/

19. სიყვარული ისაა, რაც ჩვენს ერთ ციდა პლანეტას მილიონ სხვა სამყაროში გამოარჩევს, სიკეთისა და სითბოს გაცემის ნიჭს გვჩუქნის…
/პემ ბრაუნი/

20. მტერს პატიება უნდა დაანახო, მეგობარს-გული, შვილს-კარგი მაგალითი, მამას-პატივისცემა, დედას-შენი საამაყო ქცევა, საკუთარ თავს-შენივე ღირსება, ყველა სხვას გულმოწყალება…
/არტურ ჯეიმს ბალფური/