59 წლის მსახიობმა – ჯორჯ კლუნიმ დაადასტურა,
რომ 2013 წელს 14 უახლოეს მეგობარს, მადლიერების ნიშნად მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა.
ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.
ჯორჯის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა
რანდი გერბერმა მედიასთან პირველმა განაცხადა მეგობრის გულუხვი საჩუქრის შესახებ.
მისი თქმით, 2013 წელს, ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი მეგობრები ვახშამზე დაპატიჟა და თითოეული ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნებით დაასაჩუქრა.
ჯორჯის განცხადებით, იმ პერიოდში მას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილები და არც ოჯახის შექმნას აპირებდა.
35 წლის განმავლობაში, ეს ბიჭები სხვადასხვა გზით მეხმარებოდნენ. მე მეძინა მათ სავარძლებზე, როდესაც ღარიბი ვიყავი, მე მითხოვია მათთვის ფული, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ისინი წლების განმავლობაში გვერდით მედგნენ, როდესაც დახმარება მჭირდებოდა. ვიფიქრე, რომ მათ გარეშე მე ეს ყველაფერი არ მექნებოდა..