ცოტა რამ ჩემს შესახებ…
ადმინი:- #კატო
სახელი და გვარი (სურვილისამებრ):- კატო პოეზიელი : )))))
დაბადების თარიღი: – 26 დეკემბერი
ზოდიაქო:- თხის რქა ( ძალიან მომწონს ჩემი ზოდიაქო, თვისებებით და ისტორიულად.)
საცხოვრებელი ადგილი:- ქ. ქუთაისი . . .
“პოეზიის 5 წუთი “:- ეს გვერდი ჩემი სულის ნაწილია, ჩემი გრძნობების და შინაგანი სამყაროს ანარეკლი. ლიტერატურა ბავშვობიდან მიყვარს, ძალიან ბევრს ვკითხულობ. . . როდესაც კითხვას ვამთავრებ სულ მინდა რომ ჩემი ემოცია, აზრი და ის რაც წიგნიდან დამრჩა ადამიანებს გავუზიარო. ერთ-ერთი ასეთი სურვილის დროს 2012 წლის 14 თებერვალს ( კარგად მახსოვს იმ ღამით მარკესის წიგნი დავასრულე) შეიქმნა ეს გვერდი, დიდხანს ვფიქრობდი გვერდისთვის რა დამერქმია და ბოლოს გალას სიყვარულმა სძლია ყველაფერს ამიტომ დავარქვი გვერდს „პოეზიის 5 წუთი“ . მოხდა ისე რომ დროის უქონლობის გამო გვერდი დააახლოებით ხუთი თვე უყურადღებოთ იყო ერთ დღესაც შევიხედე და რას ვხედავ გვერდი რომელიც ხუთი თვე უყურადღებოთ იყო უკვე 800 ზე მეტი მკითხველი ჰყავდა და იმ დღეს გავაცნობიერე რომ ადამიანებს სიამოვნებას სიხარულს და სულიერ საზრდოს ვჩუქნი, ბუნებრივია იმ დღის მერე ძალიან გავაქტიურდი : ))) არასოდეს მქონია ამბიცია ვიყო ყველაზე გემოვნებიანი, ყველაზე განათლებული და ინტელექტუალი, ვერც იმას წარმოვიდგენდი ვერასოდეს რომ გვერდს რომელიც ასე უამბიციოდ და ყოველგვარი დახმარების გარეშე შევქმენი ამდენი კარგი , გულიანი და მოსიყვარულე მკითხველი ეყოლებოდა. P.S დიდი მადლობა ჩემო პოეზიელებო ყოველი თბილი სიტყვისთვის, გამხნევებისთვის და იმ სითბოსთვის რასაც ყოველდღე ვგრძნობთ თქვენგან. . .ასევე მადლობა ჩემს ადმინებს რომლებიც სულ, სულ, სულ ერთ მუშტად არიან შეკრულნი და გვერდზე სასიამოვნო, თბილ სიტუაციას ქმნიან. ძალიან მიყვარხართ!
საყვარელი პოეტი:- გალა. . . ეს კაცი ეპოქაა!
საყვარელი ფრაზა ცნობილი ადამიანის გამონათქვამებიდან:- ნუ შეგაშინებთ ადამიანთა ცოდვები, გიყვარდეთ ადამიანი თავისი ცოდვებით, რამეთუ ასეთი ღვთიური სიყვარულის მსგავსი სიყვარული არის ყველაზე დიდი სიყვარული ამქვეყნად.
/ფიოდორ დოსტოევსკი – “ძმები კარამაზოვები“/ საერთოდ ძალიან მიყვარს დოსტოევსკი, ვთვლი რომ ეს ადამიანი იყო გენიოსი მისი არსებობით, მისი შემოქმედებით. . . ხშირად მიფიქრია და მინატრია, იმ ეპოქაში დავბადებულიყავი როცა ის მოღვაწეობდა ჯანდაბაც თუნდაც რუსეთში . . . ამასაც ავიტანდი ოღონდ პიროვნულად მენახა. . .
სიყვარული:- სიყვარული არის მარადიული მონატრება, როცა მის გვერდით ხარ და მაინც გენატრება, როდესაც საყვარელი ადამიანით ხარ სავსე და მის ბედნიერებაში ხედავ საკუთარ ბედნიერებას, როდესაც გრძნობ რომ მის გარეშე არსებობა არ შეგიძლია, როდესაც მისი ამოსუნთქვაა შენი ჟანგაბადი და მისი ერთი ღიმილისთვის ყველაფერზე წახვალ :))) სიყვარული თავად ღმერთია და ამ ღმერთს უნდა გავუფრთხილდეთ რომ ზურგი არ გვაქციოს.
მიყვარს: – ყველა ის თვისება,რაც ადამიანს ადამიანად აქცევს..
ვოცნებობ – მთაში მქონდეს პატარა სახლი, სადაც იქნება ბუხარი და ბევრი წიგნი. ასევე მინდა მყავდეს შვილი, ბიჭი : ))))
მძულს: – ფსევდომორალისტები, რომლებიც სხვების დასანახად „ცხოვრობენ“
ვნანობ: – აღარაფერს. . . : ))
მაღიზიანებს: – ადამიანები რომლებიც ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ ( ანუ არ შემდგარი, ცანცარა და არამდგრადი პიროვნებები)
ვგრძნობ: – რაც უფრო მეტს ვფიქრობ და ვაზროვნებ ვიცვლები : )
მეშინია: – საყვარელი ადამიანების ცუდად ყოფნის ( არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ამის მიზეზი) პანიკურად მეშინია. . .
ვიცი: – “მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის”. (სოკრატე)
შემიძლია: – ჩემი ოცნება მიზნად დავისახო და ავისრულო… ჩემთვის შეუძლებელი არაფერი ყოფილა და არც იქნება : )))
არ შემიძლია: – ადამიანებთან რაღაც სარგებლის გამო ურთიერთობა.
ვმეგობრობ: – შეგნებულ, კეთილ, გულღია და ჩემზე ასაკით უფროს ადამიანებთან. შემიძლია მთელი დღე ვუსმინო მათ და თავი კომფორტულად ვიგრძნო მათ საზოგადოებაში. . . სამწუხაროდ დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანური ურთიერთობები ყველაზე დიდი ფუფუნებაა. . . მადლობა ყველა ჩემს მეგობარს იმისათვის რომ არსებობთ
ვაპატიებ: – ყველაფერს, აბსოლიტურად ყველაფერს, მაგრამ ძველებური ურთიერთობა არ შემიძლია პატიების შემდეგ. . .
ვიცინი: – სულ სანგვინიკურად, მაშინაც როცა ცუდად ვარ…!
ვეძებ: – ჩემს გზას, ჩემს მისიას დედამიწაზე….
ღირსი ვარ: – სიყვარულის..
მშურს: – არავისი, არ ვიცი ეს რა გრძნობაა და ძალიან მაინტერესებს =]
ვკარგავ: – მოთმინებას ( ძალიან ფიცხი ვარ და ვცდილობ ამ უარყოფით თვისებას მოვერიო)
მაინტერესებს: – ყველაფერი რაც ამ სამყაროში ხდება…
არ მაინტერესებს: – რას ლაპარაკობენ ჩემზე…
მახსოვს: – ყველაფერი. . . : )
მრცხვენია: – თითქმის არაფრის…
ვუარყოფ: – მატერიალიზმს <— მარაზმია…!
ვმალავ: – ამას დამალვაც არ ქვია, არის რაღაც რაზეც ვცდილობ არ ვილაპარაკო მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ჩემს ნაცვლად აკეთებენ დიდი მადლობა ამისთვის…!
ვინახავ: – ჩემი ბავშვობისდროინდელ ბლოკნოტს, რომელშიც ჩემი საყვარელი ადამიანების სურვილებია. ჩემდამი ჩაწერილი თუ გაინტერესებთ სიამოვნებით განახებთ : )))))
მწამს: – ღმერთის, საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს. . . : )))))))
მიხარია: – როცა ადამიანებს ბედნიერებას ვანიჭებ და მათ თვალებში
სიხარული სხივს ვხედავ ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობია …
ვჭორაობ: – არასდროსთქო ვერ ვიტყვი თუმცა ძალიან იშვიათად….
ვდარდობ: – ადამიანებზე რომლებიც მძიმედ არიან ავად, სულიერად მანგრევს ჩემი უსუსურობა და სურვილი მათი გადარჩენის… ასევე ძალიან მადარდებს მიუსაფარი და მშიერი ბავშვები სულს მიკლავს…
ვამაყობ: – გ.. ., გ… . , ნ.. . , თ.. . . თქვენ ხართ ჩემი საამაყო და ყველაზე საყვარელი ადამიანები, თქვენნაირები დედამიწაზე იშვიათია, თქვენ ხართ სიკეთის, ბედნიერების, ინტელექტუალობის და სილამაზის სიმბოლოები. . . თქვენ ხართ ადამიანურობის ნათელი მაგალითი : )))
ვაკეთებ: – სიკეთეს რადგან ზუსტად ვიცი უფალი ამას ხედავს…
ვეფერები: – ყველას ვინც იმსახურებს
მსიამოვნებს: – ჩემს გარშემო ბევრი მომღიმარი სახის ყურება და
საყვარელი ადამიანების გაბედნიერება
მესიზმრება: – ძირითადად წინასწარმეტყველური სიზმრები…
ვეხმარები: – ყველას, ვისაც დახმარება სჭირდება, შეუფასებელია ის
განცდა როცა ადამიანის ეხმარები და ხედავ როგორ უციმციმებს თვალები
ბედნიერებისგან (ასეთი ქცევით ადამიანი საკუთარ თავს ეხმარება) . . .
მწყინს: – უსამართლობა და უყურადღებობა
ვხარჯავ: – ფულს
ვკამათობ: – ჩემთვის მნიშვნელოვან და ძვირფას ადამიანებთან სხვისი აზრი ნაკლებად მაინტერესებს
ვუხეშობ: – როცა მეუხეშებიან
ვუსმენ: – ყველაფერს გემოვნებიანს და სასიამოვნოს, (რეპის გარდა)
ვყოყმანობ: – არასოდეს, ან კი ან არა!
ვუყურებ: – ღრუბლებს და ვცდილობ რამეს მივასმგავსო…
ვმღერი: – ხშირად : )))
ვაფუჭებ: – კომპიუტერს
ვცხოვრობ: – საკუთარი ბედნიერებით და არა სხვის დასანახად : )))
ვცემ: – ბევრია საცემი მაგრამ უკვე დიდი გოგო ვარ და არ შეიძლება
ვთამაშობ: – საუკეთესოდ ნარდს, საშუალოდ ჭადრაკს და ჯოკერი საერთოდ დამავიწყდა : D : D : D
ვიტყუები: – როცა გარემოება მაიძულებს (ძალიანაც არ მინდა მაგრამ. . . ) : )
ვგიჟდები: – პატარა ბავშვის სუნზე და სიცილზე : ))) და ფოტოების გადაღებაზე.
ვაგროვებ – ტკბილ მოგონებებს და მინიატურულ ფეხსაცმელებს (ბრელოკებს)
გისურვებთ:- ყველას, ვინც ახლა ამას კითხულობს, იყოთ ძალიან ბედნიერები სიხარულით და სიყვარულით გაგეტარებინოთ ეს ცხოვრება. იხარეთ, იდღეგრძელეთ და არასოდეს მოაკლოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ყურადღება და სითბო. გახსოვდეთ რომ უნიკალურები და საუკეთესოები ხართ, გახსოვდეთ რომ დედამიწაზე სიყვარულისთვის მოვედით. . . მიყვარხართ!