
ვინც გიყვარს იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო (შტრიხები ”ოსტატი და მარგარიტა“-დან)
იერუშალაიმს იეშუა მოევლინა და არ დაიჯერეს..მოსკოვას სატანა ესტუმრა და ვერც ეგ დაინახეს უბრალო მოკვდავებმა. ადამინებმა ყველაფერს ჩვენ განვაგებთო, არ არსებობს ღმერთი და ეშმაკიო. . . ათეიზმი სუფევდა ბულგაკოვისეულ ქალაქში და ალბათ ამ ნაწარმოებით სურდა მწერალს დაემტკიცებინა,რომ მოკვდავთა ბედი მათზე არ არის დამოკიდებული და იგი ზეცაში წყდება… ჩემის აზრით „ოსტატი და მარგარიტა“ ყველაზე ფსიქოლოგიურ – მორალურ – მისტიკური ნაწარმოებია,რაც კი ოდესმე წამიკითხავს ( და ალბათ მსგავსს ვეღარაფერს აღმოვაჩენ ). ბულგაკოვმა დამაბნია, იეშუამ ჩამაფიქრა, ვოლანდი მაინტრიგებს და აღმაფრთოვანებს, ოსტატი გაურკვეველ – უცნაურ ემოციებს იწვევს, მარგარიტა მაოცებს, პილატე კი. . . . . . . . . პილატემ გული ჩამწყვიტა. . . ბევრი დეტალი და სიუჟეტი ჩამრჩა გონებაში რისგანაც ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდი. მთელი სიუჟეტი ფილმის კადრებივით ვნახე რამაც დამაბნია და ისეთი გრძნობა გამიჩინა თითქოს ეს ყველაფერი ჩემს გარშემო ხდებოდა. ყველა პერსონაჟს თვალდახუჭული ვხედავ და ბულგაკოვისეული „შფოთვა“ თითქოს თან მომყვება. რომანში რამდენიმე სიუჟეტია, რომელიც თავიდან თითქოსდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვითარდება – ამბავი პირველი მოსკოვში გამოჩენილ ვოლანდისა და ბერლიოზის თავისკვეთის შესახებ გვიამობობს. მეორე, იეშუას ჯვარცმას და პილატეს სინანულზე, მესამე ოსტატისა და მარგარიტას სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. . . ბოლოს კი სადაც სამივე ამბავი ერთ სიუჟეტად იკვრება ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და არეული ფანტასმაგორია და ბუფონადა კიდევ უფრო მაბნევს, კითხის ტემპს მინელებს და აღქმისათვის ჩეულებრივზე მეტ დროს მართმევს. მოქმედება მუდმივად მსვლელობაშია და ამიტომაც ავტორი აღწირილობებსა და სხვა დეტალებზე ყურადღებას არ გვაფანტვინებს.
იეშუაც ბულგაკოვისელია – 27 წლისა და ერთი მოწაფე ჰყავს, ავტორი თითქოს მიჰყვება სახარებისეულ ჯვარცმას და მერე ხვდები რომ მნიშვნელობა არ აქვს იეშუა 27 წლისაა თუ 33 – ის, რადგან იგი შენშია ისეთი, როგორიც შენ გსურს, ვოლანდის მსგავსად. . . შენი ქცევებიც მათ შორის მერყეობს. ამიტომ ადამიანს ზოგჯერ ისეთ ბოროტების ჩადენა ძალუძს თავადაც უკვირს, ისევე როგორც მოულოდნელად გამოვლენილი ალტუიზმი…
“ყველაფერი როგორ უნდა განაგოს ადამიანმა როცა მან ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის?“
ეუბნება ვოლანდი ბეზდომნის და ალბათ დამეთანხმებით, რომ სულაც არ არის ტიპიური სატანა, იეშუასთანაც სხვანაირი ურთიერთობა აქვს და იმაზეც მიანიშნებს რომ მოკვდავთა ბედს ის, ზემოთ სხვა განაგებს. . . . ეს კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე მწერალთათვის გამოსაფხიზლებელ შეძახილს ჰგავდა,განსაკუთრებით მათთვის ვისაც არ ეწერინებოდა და პოეტ – მწერლობას იბრალებდა და იქვე – ”ჰა ნოცრი”.
“ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც შეაბა.”!
პილატე ინანიებს. . . .აქ ეს პირდაპირ არის ნაჩვენები. მესია იქ იყო, არ დაიჯერეს და მაინც ელოდნენ.პილატე პონტოელი ბოლოს ძალიან შემებრალა და ცხადად დავინახე რა არის დედამიწაზე მოვლენილი ჯოჯოხეთი ადამიანისთვის. . . . თუმცა,უნდა ვაღიარო, ვერაფრით მივხვდი რატომ დასაჯა პილატემ იეშუა სიკვდილით. . . მაინც გაუგებარ სიტუაციაში დამტოვა . . .
“უნდა პატიმარ ჰა ნოცრის ელაპარაკოს, ამტკიცებს, თითქოს რაღაც ბოლომდე ვერ უთხრა მაშინ, დიდი ხნის წინათ, გაზაფხულის თვის ნისანის თოთხმეტს.”
ყველაფერი სწორედ ნისანის თოთხმეტს დაიწყო, მაშინ იყო პილატეც რომ დარწმუნდა, წინ სულ სხვა კაცი ედგა და ვერ უთხრა, რომ აღიარა მისი უპირატესობა. შემდეგ – ვინც გიყვარს იმის ხვედრიც უნდა გაიზიაროო. . . მარგარიტაც მიჰყვება ოსტატს და სულაც არ ადარდებს სად. . . ლევი მათე იეშუას თანაზიარი ხდება, ვოლანდსაც ჰყავს თანამოაზრეები, (განსაკუთრებით კატაზე გავგიჟდი = ]] ) . მანამდე ჩრდილზე ცხოვრებაში არ მიფიქრია. ის კი ვიცოდი, რომ მწუხარების მერე სიხარული უფრო ძლიერია და უარყოფითი დადებითს უკეთესად წარმოაჩენს.
“იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო. ანდა, რას დაემგვანება ქვეყანა, მიწის პირიდან ჩრდილები რომ გაქრეს? ჩრდილს ხომ ადამიანი და საგანი ჰფენს”,
– ეს ვოლანდია, სატანის არსებობასაც თავისი მიზანი გააჩნია, რომ გამოგვაფხიზლოს და ბევრი რამის გარჩევაში დაგვეხმაროს . . . მნიშვნელოვანი ეპიზოდია ვოლანდის მიერ გაჩენილი ფული და ტანსაცმელი, რომელიც მალევე ქრება,ადამიანებიც ხომ სასწაულს მხოლოდ მატერიალური სარგებლისთვის ვიჯერერბთ ხშირად და მერე ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნევთ ამ სასწაულებს (ყოფიერებაშიც განა ზუსტად ასე არ არის?!).
p.s.მიმაჩნია, რომ „ოსტატი და მარგარიტა“ თვალების ფართოდ გახელის მოწოდებაა… სიკეთე შეამჩნიო, დაინახო და დააფასო… ყველაფერი საკუთარ შესაძლებლობებს არ მიაწეროს. ყალბი ნამდვილისგან გაარჩიო და ბოროტის არსებობა მხოლოდ სიკეთის ძიებისათვის,ცივისგან თბილის არჩევისათვის და შავიდან თეთრის დანახვისათვის დაუშვა. . . ჩემო ძვირფასებო,ამ ნაწარმოებზე ჩემი შთაბეჭდილებები იმედია ნაწილობრივ მაინც გაგიზიარეთ და თავს,რომ არ შეგაწყენოთ გთავაზობთ წიგნიდან – „ოსტატი და მარგარიტა“ ციტატებს
•*´¯`⊰✿
„-უბედურება ისაა, – განაგრძო ნებაზე მიშვებულმა ტყვემ, – რომ გულჩათხრობილი ხარ და უკვე აღარც ადამიანების გჯერა. დამეთანხმები, ხომ შეუძლებელია მთელი სიყვარული ძაღლს შეალიო, სულით გაღარიბდი, იგემონო, – კვლავ კეთილად გაუღიმა პატიმარმა“
•*´¯`⊰✿
„შურს ვინ აღუვლენს ხოტბას? ამაზე საშინელი ხომ არაფერია ამქვეყნად. . . “
•*´¯`⊰✿
„ბევრი რამ შეიძლება მოგიყვნენ, მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა დაიჯეროთ?“
•*´¯`⊰✿
„თუმცა კატამ საათია ნომერზე უკეთესი რამ ჩაიდინა: მოულოდნელად სავარძლიდან წამოდგა, უკანა თათებზე ატოტებული მიუახლოვდა სარკიან მაგიდას, წინა თათებით გრაფინს სახურავი მოხადა, წყალი დაისხა, დალია, სახურავი ისევ დაახურა და საგრიმიორო ნაჭერზე ტუჩები შეიწმინდა.
– აი, კლასი!
ზარი მესამედ, განგაშიანად აჟღრიალდა და საინტერესო ნომერის მოლოდინში აღგზნებული მსახიობები საპირფარეშოდან კულისებისკენ გაცვივდნენ.“
•*´¯`⊰✿
„-რას იზამ, – უპასუხა დაფიქრებულმა ვოლანდმა, – ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უყვართ ფული, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე იყო. . . კაცობრიობას უყვარს ფული, რისგანაც არ უნდა იყოს გაკეთებული, ტყავისგან, ქაღალდისგა, ბრინჯისა თუ ოქროსგან. კიდევ თავქარიანებიც არიან. . . მერე რა მოხდა? მოწყალებაც ხანდახან გაუფაჩუნდებათ ხოლმე გულში. . . ჩვეულებრივი ხალხია. . . არსებითად იმ ძველებს მაგონებენ. . . ოღონდ ცოტათი საბინაო საკითხვა გააფუჭა. . . – და ხმამაღლა დასძინა, – თავი მოარგეთ! “
•*´¯`⊰✿
„საოცრად დამშვენებული ქალი სარკესთან შედგა, გაშიშვლებული მხრები შეატოკა, კეფაზე თმა შეისწორა და უკან გადაიხარა – ზურგის დასანახად“
•*´¯`⊰✿
„-რა გვარი ბრძანდებით?
-უსახლკარო.
-ეჰ, ეჰ. . . – შუბლი შეიკრა სტუმარმა.
-თქვენ რა, ჩემი ლექსები არ მოგწონთ? ჰკითხა ივანმა.
-ძალიან არ მომწონს.
-რომელი წაგიკითხავთ?
-საერთოდ არ წამიკითხავს ! – უთხრა სტუმარმა და განერვიულდა.“
•*´¯`⊰✿
„ბოლოს და ბოლოს ასეთი ვინ არის? – მუშტები აიქნია გაბრაზებულმა ივანმა.
სტუმარმა ივანს შეხედა და კითხვითვე უპასუხა:
-არ განერვიულდებით? აქ ცოტა საშიში ხალხი ვართ. . . ექიმის გამოძახება, ნემსები და ათასი სისულელე არ დაგჭირდებათ?
-არა, არა! – იყვირა ივანმა, – მითხარით, ვინ არის?
-კეთილი, – უპასუხა სტუმარმა და დამაჯერებლად, დამარცვლით უთხრა, – გუშინ, პატრიარქთა ტბორებზე, თქვენ სატანას შეხვდით.“
•*´¯`⊰✿
„მე კი უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ვიგრძენი, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ ეს ქალი მიყვარდა!“
•*´¯`⊰✿
„-საერთოდ არ გიყვარვართ ყვავილები?
მომეჩვენა, რომ მტრულად მკითხა. მე გვერდით მივყვებოდი, ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი და ჩემდა გასაოცრად, სრულიად არ ვგრძნობდი უხერხულობას.
-არა, ყვავილები მიყვარს, მაგრამ არა ასეთი, – ვუთხარი.
-აბა, როგორი?
-ვარდები მიყვარს.“
•*´¯`⊰✿
„ის მხოლოდ ერთხელ შემოდიოდა ჭიშკარში, მანამდე კი ათჯერ მაინც ამიფართხალდებოდა გული. . .“
•*´¯`⊰✿
„ასეთი თვალები არ ცრუობენ. მე ხომ რამდენჯერმე აგიხსენით თქვენი შეცდომა, თქვენ ღირსეულად არ აფასებთ ადამიანის თვალებს. დამერწმუნეთ, ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი -არასოდეს!“
•*´¯`⊰✿
„-კაცს ძველი ცოდვა არ უნდა გაუხსენო. . . “
•*´¯`⊰✿
„ბოძებთან მისულმა, კოჭებადე წყალში მდგარმა, ტანიდან დამძიმებული, წყლით გაჟივებული ტალიფი შემოიგლიჯა და პერანგის ამარამ იეშუას ფეხები გულში ჩაიხუტა.“
•*´¯`⊰✿
„-მაგრამ მე მინც მგონია, რაღაც უსიამოვნო იმალება იმ კაცებში, ვინც ღვინოს, ქაღალდს და მომხიბლავ ქალებს, ან მაგიდასთან საუბარს ერიდებიან. ასეთი ადამიანები ან მძიმედ არიან ავად, ან ირგვლივმყოფთ ვერ იტანენ და ამის დაფარვას ცდილობენ. თუმცა გამონაკლისიც შესაძლებლია. იმ ხალხთა შორის, ვინც ჩემთან ერთად შემოსხდომია საქეიფო სუფრას, ხანდახან ენით აუწერელი გაიძვერებიც შემხედრია!„
•*´¯`⊰✿
„ვინ მოგატყუათ, თითქოს ამქვეყნად ჭეშმარიტი, ერთგული და მარადიული სიყვარული არ არსებობდეს? ენა უნდა ამოაძრო ასეთ ფლიდს!“
•*´¯`⊰✿
„ესოდეს არაფირს შეგეშინდეთ. შიში უაზრობაა. “
•*´¯`⊰✿
„არასოდეს არაფერი არ ითხოვოთ! არაფერი! მით უმეტეს იმათგან, ვინც თქვენზე ძლიერია. თვითონ შემოგთავაზებენ და თვითონ მოგცემენ ყველაფერს!“
•*´¯`⊰✿
„ -მომწყდი თავიდან! – უბრძანა ვოლანდმა.
-ჯერ რომ ყავა არ დამილევია, – წამოიკნავლა კატამ, – ასე წასვლა როგორ შეიძლება? ნუთუ, მესირ, საზეიმო სუფრასთან სტუმრებს ორ ხარისხად ყოფენ? ერთნი – პირველი, მეორე კი, როგორც ის ქვაწვია მებუფეტე ბრძანებდა – მეორე ხარისხის არიან?“
•*´¯`⊰✿
„ასე, აივნიდან ფეხმოუცვლელად შეხვდა დღესასწაულის ღამეს ერთურთის მოყვარული ორი არსება – ძაღლი და ადამიანი“
•*´¯`⊰✿
„-დაჯექი, – მიიწვია პილატემ და სავარძელზე მიუთითა.
ლევიმ ურწმუნოდ გახედა პროკურატორს, სავარძლისკენ წდაიძრა, დამფრთხალი დააკვირდა ოქროს სახელურებს და შიგ კი არა, სავარძლის გვერდით, იატაკზე დაჯდა.
-ამიხსენი, რატომ არ ჩაჯექი სავარძელში? – ჰკითხა პილატემ.
-ჭუჭყიანი ვარ და დავსვრი, – თქვა მიწას ჩაჩერებულმა ლევიმ.
-ახლავე საჭმელს მოგიტანენ.
-ჭამა არ მინდა, -უპასუხა ლევიმ.
-რატომ ტყუი? ხმადაბლა ჰკითხა პილატემ, – შენ ხომ მთელი დღეა არაფერი გიჭამია ან იქნებ, მეტიც. კარგი, ნუ შეჭამ. მე მხოლოდ იმისთვის გიხმე, რომ დანა მაჩვენო, რომელიც თან გქონდა.
-აქ შემოსვლადე ჯარისკაცება ჩამომართვეს, – უპასუხა ლევი მათემ და პირქუშად უთხრა, – თუ შეიძლება, დამიბრუნეთ პატრონს უნდა მივუტანო, ეგ დანა მოპარული მაქვს.
-რატომ მოიპარე?
-თოკები რომ გადამეჭრა, – უპასუხა ლევი მათემ.“
•*´¯`⊰✿
„-იცოდე იგემონ, რომ იერუშალაიმში ერთ კაცს სიცოცხლეს გამოვასალმებ. ეს მინდა გითხრა, რადგან უნდა იცოდე, რომ სისხლი კვლავ დაიღვრება.
-მეც ვიცი, რომ დაიღვრება, – უპასუხაპილატემ, – მაგ სიტყვებით ვერ გამაოცებ. შენ, ცხადია, ჩემს მოკვლას აპირებ?
-შენს მოკვლას ვერ მოვახერხებ, – გაკრეჭილი ღიმილით უთხრა ლევიმ, – მე არც ისეთი სულელი ვარ, ამის იმედი მქონდეს მაგრამ იუდა კირიათელს კი გამოვასალმებ სიცოცხლეს. ამისთვის თავს არ დავზოგავ.
უცებ თვალები ღიმილით აევსო პროკურატორს, მან თითით იხმო ლევი და წასჩურჩულა:
-ტყუილად გაირჯები, ამას ვეღარ მოახერხებ. ამაღამ უკვე მოკლეს იუდა.
ლევი უკან გახტა, ველურად დააცეცა თვალები და ამოიხავლა:
-ვინ მოკლა?
-ნუ ხარ ეჭვიანი, ნეტარი ღიმილით უპასუხა პილატემ და ხელები მოიფშვნიტა, – მგონი, შენ გარდა სხვებსაც უყვარდათ იეშუა.
-მითხარი, ვინ მოკლა? – ჩურჩულით ჩაეძია ლევი.
პილატემ უპასუხა:
-მე.
ლევიმ პირი დააღო, შეშლილივით მიაჩერდა პროკურატორს, მან კი განაგრძო:
-ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. მაგრამ ეს მაინც, მე გავაკეთე. . .“
•*´¯`⊰✿
„პროტესტს ვაცხადებ, – წამოიძახა ბეჰემოთმა, – დოსტოევსკი უკდავია!“
•*´¯`⊰✿
„ვოლანდმა თქვა:
-რა საინტერესო ქალაქია, არა?
აზაზელო შეირხა და თავაზიანად უპასუხა:
-მესირ, მე რომი უფრო მომწონს!
-ჰო, გემოვნების საქმეა! – უთხრა ვოლანდმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გაისმა ხმა:
-იქ, ხეივანში რატომ დგას ბოლო?
-გრიბოედოვი იწვის, – უპასუხა აზაზელომ.
-უნდა ვიულისხმოთ, რომ ის განუყრელი წყვილი, კაროვიევი და ბეჰემოთი ეწვეოდნენ იქაურობას?
-ამაში დაეჭვებაც არ შეიძლება, მესირ.“
•*´¯`⊰✿
„შეურაცხყოფა ხომ მარადიული ჯილდოა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. . . “
/მიხაილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“/
•*´¯`⊰✿
„მე თქვენ შუბლზე გაკოცებთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. . . “
•*´¯`⊰✿
„მან, ვისაც უყვარს, იმისი ხვედრი უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს“.
•*´¯`⊰✿
„რატომ უნდა სდიოთ კვალში იმას, რაც უკვე გასრულდა.“