• Photographer Kato
  • კატოს ნაქარგები
  • ჩანახატები
  • ჩემი საფიქრეთი
  • ჩემი საყვარელი სიმღერები
  • ჩემს შესახებ

კატოს ნაკვალევი

~ კეთილი იყოს შენი მოსვლა კატოს სამყაროში.

კატოს ნაკვალევი

Category Archives: გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ გარსია მარკესი

მარიონეტი

31 შაბათი მაისი 2014

Posted by katosnakvalevi in გაბრიელ გარსია მარკესი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

გაბრიელ გარსია მარკესი - მარიონეტი

860694_421685514587669_1718850004_o (1)

მარიონეტი

იმისათვის  რომ ვიცხოვროთ უფრო დადებითი, კრეატიული და მუდამ ჩვენს პრინციპებთან შესაბამისი ცხოვრებით.
ყოველთვის, როცა ვიღაცა კვდება, რაღაც ქრება. ყოველთვის, როცა ვიღაცას იმედი უჩნდება, ხელახლა იბადება. მაგრამ დაბადება არა მხოლოდ ამქვეყნად მოვლინებაა, არამედ ესაა მოქმედებათა ცვლა უბედურების წინაშე, ახლებური ხედვა ყოველივე კარგისა თუ ცუდისა და ამიტომაც:

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ქვეყანაზე!!!

მარიონეტი

ერთი წამით უფალს რომ დავიწყებოდა, რომ ჩვრის მარიონეტი ვარ და ჩემთვის სიცოცხლის ერთი ნაგლეჯი ებოძებინა, ალბათ, არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ, მაგრამ აუცილებლად ვიფიქრებდი ყველაფერზე, რასაც ვამბობ.
საგნებს შევაფასებდი არა იმის მიხედვით, თუ რად ღირან, არამედ თუ რას ნიშნავენ.
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. ვხვდები, რომ ყოველ წუთას, როცა თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ მზის სამოც წამს.

ვივლიდი მაშინ, როცა სხვები ყოვნდებიან, გავიღვიძებდი მაშინ, როცა სხვებს სძინავთ. მოვუსმენდი სხვების საუბარს და როგორ ჩავიტკბარუნებდი პირს შოკოლადის კარგი ნაყინით!
ღმერთს რომ ჩემთვის ერთი ბეწო სიცოცხლე ეჩუქებინა, ჩავიცვამდი უბრალოდ, მზეს გადავუშლიდი არამარტო სხეულს, არამედ სულსაც.
ღმერთო ჩემო, მე რომ გული მქონოდა, ჩემს სიძულვილს ყინულზე წავაწერდი და მზის ამოსვლას დაველოდებოდი. ვარსკვლავებზე ვან გოგის სიზმრებით მოვხატავდი ბენედეტის პოემებს და სერატის სიმღერებს შევთავაზებდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო ტკივილი, გამოწვეული ეკლებისაგან და კოცნა ვარდის მეწამული ფურცლებისა.
ღმერთო ჩემო, მე რომ ერთი ბეწო სიცოცხლე მქონოდა, ყოველ ცისმარე დღეს ადამიანებს ვეტყოდი, რომ მიყვარს ისინი. დავარწმუნებდი თითოეულ ქალს თუ მამაკაცს, რომ ჩემი რჩეულები არიან და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.

ადამიანებს ვეტყოდი, თუ რაოდენ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სიყვარულის უნარს მაშინ კარგავენ, როდესაც ბერდებიან, არადა არც იციან, რომ მაშინ ბერდებიან, როდესაც აღარ უყვართ! ბავშვს ფრთებს ვაჩუქებდი, ოღონდ ნებას მივცემდი მარტოს ესწავლა ფრენა. ვისწავლე ის, რომ ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, ის კი არ იციან, რომ ნამდვილი ბედნიერება ციცაბო კლდეზე ასვლაშია. ვისწავლე, რომ როცა ახალშობილი პირველად მოუჭერს მამის ხელს თავისი პატარა მუშტს, სამარადისოდ იჭერს მას.
ვისწავლე, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება, ზემოდან უყუროს მეორე ადამიანს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება.
რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში მათი უმრავლესობა არაფერში გამომადგება, რადგანაც, როცა იმ ჩემოდანში შემინახავენ, საუბედუროდ, უკვე მომაკვდავი ვიქნები.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ მცოდნოდა, დღეს უკანასკნელად გხედავ, როგორ იძინებ, მაგრად მოგეხვეოდი და უფალს შევევედრებოდი, შენი სულის მფარველად ვექციე.

რომ მცოდნოდა, უკანასკნელად გხედავ, როგორ გადიხარ კარებში, ჩაგეხუტებოდი, გაკოცებდი და… ისევ მოგიხმობდი საკოცნელად.
რომ მცოდნოდა, უკანასკნელად ვისმენ შენს ხმას, ჩავიწერდი თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას, რათა მომესმინა ისევ და ისევ უსასრულობამდე. რომ მცოდნოდა, შენთან ყოფნის უკანასკნელ წუთებს ვითვლი, გეტყოდი `მიყვარხარ’’ და არ ჩავთვლიდი სულელურად, რომ შენ ეს უკვე იცი.
ყოველთვის არსებობს ხვალინდელი დღე და ცხოვრება გვაძლევს სხვადასხვა შესაძლებლობას კარგი საქმეების საკეთებლად, მაგრამ თუკი მე ვცდები და ხვალინდელი დღე ის ყველაფერია, რაც კი დაგვრჩენია, ვისურვებდი, მეთქვა შენთვის, თუ როგორ მიყვარხარ, რომ არასოდეს დაგივიწყებ შენ.
ხვალინდელი დღე შეიძლება ყველას არ გაუთენდეს, ახალგაზრდა იქნება ეს თუ მოხუცი. დღეს შეიძლება უკანასკნელად ხედავდე მათ, ვინც გიყვარს.

სწორედ ამიტომ, მეტს ნუღარ მოიცდი, იმოქმედე დღეს, რადგანაც თუკი ხვალინდელი დღე აღარასოდეს მოვა, ალბათ დაგენანება ის დღე, როდესაც არ გამოყავი დრო ღიმილის, ხვევნისა თუ კოცნისთვის და რომ დაკავებული იყავი ამ ყველაფრის უკანასკნელ სურვილად ქცევის პროცესით.
ახლოს იყოლიე ყველა, ვინც გიყვარს. უთხარი მათ ხმამაღლა, რომ ძალიან გჭირდება ისინი. მოექეცი მათ კარგად. გამონახე დრო ისეთი სიტყვების სათქმელად, როგორებიცაა: `მაპატიე’’, `ვწუხვარ’’, `თუ შეიძლება’’, `მადლობა’’ და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც კი იცი.
შენი ფარული ფიქრებით არავინ გაგიხსენებს. უფალს სთხოვე ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. დაუმტკიცე შენს მეგობრებს, რაოდენ მნიშვნელოვანნი არიან შენთვის.

თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებ დღეს, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი და თუ არასოდეს გააკეთებ ამ ყველაფერს, არც ამას აქვს მნიშვნელობა. აიხდინე შენი ოცნებები, რადგანაც ახლა სწორედ ამის დროა.. 

გაბრიელ გარსია მარკესის 10 ციტატა

31 შაბათი მაისი 2014

Posted by katosnakvalevi in გაბრიელ გარსია მარკესი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

გაბრიელ გარსია მარკესი

4-J4Oxz_NRk

 გაბრიელ გარსია  მარკესის 10 ციტატა

 1. თუ გიყვარს – გაუშვი. თუ ის შენია დაბრუნდება.

 2. მთელი სამყაროსთვის შენ შეიძლება იყო მხოლოდ ადამიანი, ხოლო ერთი ადამიანისთვის შეიძლება იყო მთელი სამყარო!

 3. არასოდეს შეწყვიტო ღიმილი, მაშინაც კი, როცა მოწყენილი ხარ: ვინმეს შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.

 4. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ის, ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს.

 5. ნუ დახარჯავ დროს ისეთ ადამიანზე, რომელიც არ ცდილობს დროის შენთან გატარებას.

 6. შესაძლოა ღმერთს სურს ცხოვრებაში შევხვდეთ სხვანაირ ადამიანებს მანამ, სანამ იმ ერთადერთს შევხვდებით, იმისათვის რომ შემდეგ მადლიერი ვიყოთ.

 7. არ იტირო, რადგან ეს დასრულდა. გაიღიმე, რადგან ეს იყო.

 8. მარტო იმიტომ, რომ ვიღაცას ისე არ უყვარხარ, როგორც ეს შენ გინდა, არ ნიშნავს, რომ მას მთელი გულით არ უყვარხარ.

 9. ნამდვილი მეგობარი – ეს არის ის, ვინც ხელს ჩაგკიდებს და შენი გულისცემას შეიგრძნობს.

 10. ადამიანები, არასწორად ფიქრობენ, რომ სიბერეში აღარ უყვართ: პირიქით, ისინი ბერდებიან იმიტომ, რომ აღარ უყვართ.

კატეგორიები

  • გაბრიელ გარსია მარკესი (2)
  • გალაკტიონ ტაბიძე (1)
  • გამონათქვამები (3)
  • გოდერძი ჩოხელი (5)
  • დათო ტურაშვილი (1)
  • ერიხ მარია რემარკი (2)
  • მამა პეტრე (1)
  • მირზა გელოვანი (2)
  • ოთარ ჭილაძე (3)
  • ოტია იოსელიანი (3)
  • სელებრითების გამონათქვამები (10)
  • სიბრძნის სიმფონია (1)
  • სხვადასხვა (2)
  • ტერენტი გრანელი (3)
  • უილიამ შექსპირი (2)
  • ქართველი მსახიობები (5)
  • ჩარლი ჩაპლინი (5)
  • ჩემი საყვარელი წიგნები (1)
  • ცნობილი ადამიანების ციტატები, გამონათქვამები (2)
  • Uncategorized (2)

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა სიახლეების მისაღებად

Join 284,399 other subscribers

Archives

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ კ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« მარ    

სტატისტიკა

  • 142,595 hits
TOP.GE

საკონტაქტო ინფორმაცია

Sat:5pm - 1am

Create a free website or blog at WordPress.com.

Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
  • გამოწერა Following
    • კატოს ნაკვალევი
    • Already have a WordPress.com account? Log in now.
    • კატოს ნაკვალევი
    • მორგება
    • გამოწერა Following
    • რეგისტრაცია
    • შესვლა
    • Report this content
    • View site in Reader
    • Manage subscriptions
    • Collapse this bar
 

Loading Comments...