• Photographer Kato
  • კატოს ნაქარგები
  • ჩანახატები
  • ჩემი საფიქრეთი
  • ჩემი საყვარელი სიმღერები
  • ჩემს შესახებ

კატოს ნაკვალევი

~ კეთილი იყოს შენი მოსვლა კატოს სამყაროში.

კატოს ნაკვალევი

Category Archives: ოტია იოსელიანი

ოტია იოსელიანი იხსენებს . . .

02 კვირა ნოე 2014

Posted by katosnakvalevi in ოტია იოსელიანი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ოტია იოსელიანი იხსენებს. . .

1499598_559859127436973_777186551_n

“თბილისში პირველად როცა ჩავედი და მოთხრობები ჩავიტანე, ტალახი მქონდა მუხლზე. ტალახს ახლაც არ ვიცილდებ, მიყვარს ქართული მიწა… სკოლაში სამიანებს მიწერდნენ, ობოლი ვიყავი და იმიტომ. თორემ ისიც არ მეკუთვნოდა. უმაღლესში არ მისწავლია. იქ ვინ შემიშვებდა? და ამ დროს მიმაქვს მოთხრობები. რაშია საქმე? წიგნი მე არ მქონდა წაკითხული.. პირველი წიგნი ჩემი დაწერილი წავიკითხე. იქამდე არ მქონდა. წაიკითხეს მოთხრობები და გაოგნდნენ.. აბა ეს ვინ დაწერა? მე დავწერე, არადა, არავითარი პირობა არ გამაჩნდა იმისი, რომ ეს დამეწერა. დაიბნენ. კი, ეს დასაბეჭდია, მაგრამ დაიცა… იქნებ რაღაცას ეშმაკობს? საიდანმე ხომ არ ქაჩავს? იქნებ ენები იცის და არ გვიმხელს? ჟურნალ “დილის” რედაქტორი ნონეშვილი იყო და მისი მოადგილე გახლდათ მაყვალა მრევლიშვილი. გამიშვეს მრევლიშვილთან. მაყვალა მეკითხება: “შვილო ოტია, შენ თუ ყურს არ უგდებ ამ ცხოვრების წარმავალობას, შენგან დიდი მწერალი დადგება” და მისახელებს რაღაც ფრანგულ ჟურნალს, ხომ არ მიგიღიაო? მაშინ კი არა, ახლაც არ ვიცი რა ჟურნალზე მეკითხებოდა… მოკლედ ვერაფერი გაარკვიეს. ჟურნალის ყველა ნომერს თვის ბოლოს კოლეგია არჩევდა. მეორე დღეს ეს კოლეგია იკრიბება. მათ შორის იყო აკაკი ბელიაშვილი და გამაგზავნეს მასთან. მივედი. ვინ ხარო? ესა და ესა თქო. რა გინდაო? რა ვიცი, თქვენთან გამომაგზავნეს თქო. ხომ არაფერს წერო? კი ბატონო, მე ვუთხარი. მომეციო.. წაიკითხა. კიდევ ხომ არ გაქვსო? კი ბატონო. ყველა ჯიბეში მქონდა. იკითხა, იკითხა და წადი ახლა შენ. მე მკითხონ იმათმაო. ბელიაშვილმა არ ვიცი რა უთხრა, მაგრამ დაიწყეს ბეჭდვა და რასაკვირველია, მერე ეჭვი აღარავის შეპარვია.”

ოტია იოსელიანი

ციტატა

ოტია იოსელიანი – ციტატები 2

02 ორშაბათი ივნ 2014

Posted by katosnakvalevi in ოტია იოსელიანი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ოტია იოსელიანი

otiaaa

„როგორც ყველა წყალი არ დაილევა და ყველა წყალი წყურვილს არ კლავს, ისე ყველა სიყვარულს სიყვარული არ დაერქმევა.“

„მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.“

„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ. ასე რომ, ბავშვობიდან, თავდაპირველიდან, საწყისიდან, დაშორება არ არსებობს. ზოგჯერ დრევანდელიც არაა ისე დღევანდელი, როგორც ის პირველი, დასაბამი, საფუძველი. ადამიანი, რომ ჩვევების, იმ კარგის, და ცუდის, იმ ცოდნისა და არცოდნის ამარა რჩება, რაც მან თხუთმეტ წლამდე შეიძIნა, როცა მისი ხასიათის, პიროვნებისა, მისი ავკარგიანობის ფორმირება მოხდა. ამის მერე იმ ავკარგიანობის გაღრმავება ხდება.“

„ზოგს ცეცხლის ცქერაც ათბობს და ზოგი ღადარში მიძვრება. და, ბოლოს და ბოლოს, ეს ამინდზეცაა დამოკიდებული. ბუნების ჭირვეულობას ვინ როგორ აღიქვამს. თითქოს შეუძლებელია ვინმემ ვინმეს სკამი იატაკზე დაუჭედოს, აქ დაბრძანდი და ხელები ითბეო. შენი ადგილი შენ უნდა იპოვო…“

2112890963_65199cfebe

„კიმარა ქვეყანას მარტოს იყვარული უშველის? უშველის, თუ ის ჭეშმარიტი, დიდი სიყვარულია, საშველსაც გააჩენს.“

 “ამბობენ – ძილი ხანმოკლე სიკვდილიაო, ძილი რომ ვერ მავიწყებს შენს თავს, ვერც სიკვდილი დამავიწყებს?!”

„შენ რომ არ გიყვარვარ ამას, მინდა არმინდა, შევეჩვიე, მაგრამ, ვაითუ, მეც შეგიძულო და კიდევ უფრო ვაი, თუა მასაც მივეჩვიო?!“

„თუ იმ მაღალი მწვერვალის ძირში შენ ბორცვი მაინც იყავი – ის მწვერვალი შენით დაწყებულა“

„კურდღელი ყველას საკბილოა, კურდღლისაკი არავინ და ამისთანა უსამართლობას მაინც არ გაუბოროტებია.“

„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მემართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი.“

ციტატა

ოტია იოსელიანი – ციტატები

02 ორშაბათი ივნ 2014

Posted by katosnakvalevi in ოტია იოსელიანი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ოტია იოსელიანი

33f97a5c0264

„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.“

„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.“

„შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება”

„თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “

„ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“

„ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“

„ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“

„არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…“

„თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა.“

 „სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“

otia222

„სიყვარული… შენ სიყვარული კი არა, ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი“.

„ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცისდა დაგღუპავს.“

„ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…” 

„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი“

„სიყვარულის და ვნების დმწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო,კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას. “

’’ სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!’’

“ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, რომ მას ვერავინ მოატყუებს და რომ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.” 

“ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა, ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს და განათლების უპირველესი წყარო წიგნია. წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილება – ესაა ჭეშმარიტი ქართველობა”

“სიცოხლე მაინც სიცოცხლეა, იგი ერთხელ ეძლევა ადამიანს, სიკვდილი კი ხელში გიჭირავს, არსად წაგივა იცი.”

„თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა,არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.“

„ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.“

„ღმერთი სიმართლეა და არ უნდა რწმენას ღრუბლებზე ძებნა, შენს საკუთარ სიწმინდესა და სიკეთეში ეძიე.“

img6766jm8

„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.“

„ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.“

„ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “

„არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….“

„დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.“

„მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.“

„დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

„ვენახს ვწამლავდი “მაშინით”. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.“

„ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი.წარმომავლობა,რაც ისტორიას დაავიწყდა,ენას ახსოვს.ერები რომ გადაშენდნენ,მათი ენა ცოცხლობს.ენა მკდარი ერების ძეგლია.“

„წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.“

oottiiaaaa

„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.“

 „გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.“

„ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა–თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!“

„ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! “

 „მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?

კატეგორიები

  • გაბრიელ გარსია მარკესი (2)
  • გალაკტიონ ტაბიძე (1)
  • გამონათქვამები (3)
  • გოდერძი ჩოხელი (5)
  • დათო ტურაშვილი (1)
  • ერიხ მარია რემარკი (2)
  • მამა პეტრე (1)
  • მირზა გელოვანი (2)
  • ოთარ ჭილაძე (3)
  • ოტია იოსელიანი (3)
  • სელებრითების გამონათქვამები (10)
  • სიბრძნის სიმფონია (1)
  • სხვადასხვა (2)
  • ტერენტი გრანელი (3)
  • უილიამ შექსპირი (2)
  • ქართველი მსახიობები (5)
  • ჩარლი ჩაპლინი (5)
  • ჩემი საყვარელი წიგნები (1)
  • ცნობილი ადამიანების ციტატები, გამონათქვამები (2)
  • Uncategorized (2)

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა სიახლეების მისაღებად

Join 284,399 other subscribers

Archives

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ კ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« მარ    

სტატისტიკა

  • 142,592 hits
TOP.GE

საკონტაქტო ინფორმაცია

Sat:5pm - 1am

Blog at WordPress.com.

Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
  • გამოწერა Following
    • კატოს ნაკვალევი
    • Already have a WordPress.com account? Log in now.
    • კატოს ნაკვალევი
    • მორგება
    • გამოწერა Following
    • რეგისტრაცია
    • შესვლა
    • Report this content
    • View site in Reader
    • Manage subscriptions
    • Collapse this bar
 

Loading Comments...