• Photographer Kato
  • კატოს ნაქარგები
  • ჩანახატები
  • ჩემი საფიქრეთი
  • ჩემი საყვარელი სიმღერები
  • ჩემს შესახებ

კატოს ნაკვალევი

~ კეთილი იყოს შენი მოსვლა კატოს სამყაროში.

კატოს ნაკვალევი

Category Archives: სხვადასხვა

ჩვენი დროის პარადოქსი – ჯორჯ კარლინი

18 სამშაბათი ნოე 2014

Posted by katosnakvalevi in სხვადასხვა

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ჩვენი დროის პარადოქსი - ჯორჯ კარლინი

1017357_621037991319086_1336437389_n

როდესაც ჯორჯ კარლინის ცოლი მოკვდა, კარლინმა, 70–80–იანი წლების ცნობილი სატირიკოსმა, დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია.

«ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები, და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა.

ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა, ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ გვიხარია ცოტა.გვაქვს დიდი სახლები, მაგრამ პატარა ოჯახები, საუკეთესო პირობები, მაგრამ ცოტა დრო, საუკეთესო განათლება, მაგრამ ცუდად ვაფასებთ სიტუაციას, გვყავს ბევრი ექსპერტები, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები, საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.

ბევრს სვამთ, ბევრს ვეწევით, ვხარჯავთ უპასუხისმგებლოთ, ნაკლებს ვიცინით, ძალიან ჩქარა დავდივართ, ადვილად ვბრაზდებით, ვწვებით დასაძინებლად ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ძალიან ცოტას ვკითხულობთ, ძალიან დიდხანს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ იშვიათად. გავზარდეთ პრეტენზიები, მაგრამ შევაცოტავეთ ფასეულობები.

ვლაპარაკობთ ძალიან ბევრ, გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად. ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ სიცოცხლეს წლებს.

მივაღწიეთ მთვარეს და დავბრუნდით, მაგრამ ძლივს გადავდივართ ქუჩაზე ახალი მეზობლის გასაცნობად. ვიპყრობთ კოსმოსურ სივრცეს, მაგრამ არა სულიერს. ვაკეთებთ მეტს, მაგრამ არა კარგ საქმეებს.

ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ ვაბინძურებთ სულს.
დავიმორჩილეთ ატომი, მაგრამ არა საკუთარი უარყოფითი მხარე. ვწერთ მეტს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვისწავლეთ სიჩქარე, მაგრამ არა ლოდინი. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომელიც ინახავს მეტ ინფორმაციას და კოპიებს, ვიდრე ადრე, მაგრამ ვურთიერთობთ უფრო და უფრო ცოტას.

ეს სწრაფი კვების და ცუდი მონელების დროა, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და ცუდი ურთიერთდამოკიდებულების. ოჯახური შემოსავლის ზრდის დრო და განქორწინებების რიცხვის ზრდის დრო.

მოკლე დისტანციების დრო, ერთჯერადი საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთჯერადი ურთიერთობების, ურთიერთობების ერთი ღამით; ჭარბი წონისა და ტაბლეტების, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს: აგვაღზნებენ, გვამშვიდებენ, გვკლავენ. შევსებული ვიდრინებისა და ცარიელი საწყობების დრო.

დრო, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ წერილს მოხვდეს თქვენთან, ამავდროულად ნებას გაძლევთ გააზიაროთ ან უბრალოდ დააწვეთ “Delete”.

დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენს გვერდით არ იქნებიან.

დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით ახლო ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება გულიდან გასცე და იგი არ ღირს არც ერთი თეთრები.

დაიმახსსოვრეთ და თქვით “მიყვარხარ” თქვენს რჩეულს, მაგრამ მანამ ეს მართლა იგრძენით.
კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუ კი ეს გულიდან მოდის.

დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ მომენტები, იმიტომ რომ ერთხელ ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით.

იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაუზიართ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. იმიტომ რომ ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემორციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ!”»

პორტრეტები რომლებმაც ადამიანების ბედი შეცვალეს

22 ოთხშაბათი ოქტ 2014

Posted by katosnakvalevi in სხვადასხვა

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

პორტრეტები რომლებმაც ადამიანების ბედი შეცვალეს

773759_398028400286714_1947926370_oალფრედ ჰიგინსი 47 წლის იყო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების რიცხვში შედიოდა; ჰყავდა ლამაზი ცოლი, ტყუპი, არაჩვეულებრივი გოგონები და ძალიან ბედნიერიც იყო, ვიდრე ერთ ავბედით ზაფხულს მხატვარს პორტრეტი არ შეუკვეთა.ის და მისი ცოლი საკუთარ იახტის გემბანზე იდგნენ და სიცოცხლე უხაროდათ.მაგრამ მხატვარმა ძლივს მოასწრო ნახატის დამთავრება,რომ ჰიგინს ტვინში სისხლი ჩაექცა და გარდაიცვალა.მისი ცოლი კი მწვავე ფსიქოზის დიაგნოზით ფსიქიატრიულში მოათავსეს,სადაც აღესრულა კიდეც.ჰიგინსების წყვილი იმიტომ გარდაიცვალა,რომ ისინი მარკ კვინმა დახატა.ამბობდნენ,ამ მხატვარმა სული ეშმაკს მიჰყიდაო.ყველა ის ადამიანი,რომელიც მარკმა დახატა, პოზირებიდან ძალიან მალე დაიღუპა.ჰიგინსები ამ საბედისწერო სიის თავში აღმოჩნდნენ. მხატვარი დღემდე არ იძლევა არანაირ ინტერვიუს და არ საუბრობს თავისი მოდელების ტრაგიკულ აღსასრულზე. სამაგიეროდ,პერიოდულად ურეკავს მდიდარ,ცნობილ ადამიანებს და ეუბნება; “იცით მე თქვენი პორტრეტის დახატვა მაქვს გადაწყვეტილი” შეშინებული მილიონრები კი სასწრაფოდ უხდიან სოლიდურ თანხას, ოღონდაც ეს არ გააკეთოს.პორტრეტს შეუძლია ადამიანის ბედი შეცვალოს. იმოქმედოს მასზე როგორც უარყოფითად,ასევე დადებითად.თუმცა ისტორიკოსები უფრო ტრაგიკულ შემთხვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ცნობილია არაერთი ფაქტი, როცა პორტრეტებზე გამოსახული ადამიანები ადრეულ ასაკში,თანაც,ტრაგიკულად იღუპებოდნენ.

ლეონარდო და ვინჩი დათანხმდა ერთი ფლორენციელი მოქალაქისთვის,ფრანჩესკო დელ ჯოკონდასთვის,მისი ცოლის, მონა ლიზას პორტრეტი დაეხატა, რომელიც მაშინ 24 წლის იყო და,თანაც, უსაშველოდ ლამაზი.ლეონარდო პორტრეტზე 4 წელს მუშაობდა,მაგრამ ვერ დაასრულა,რადგან მონა ლიზა თვალსა და ხელს შუა მიილია, ბოლოს გარდაიცვალა კიდეც.უდიდესი მხატვრის,რემბრანტის მეუღლე სასკია, რომელიც ხშირად პოზირებდა ქმარს,30 წლისა გარდაიცვალა. ასევე დაემართათ შვილებსაც,რომლებიც მამამ დახატა:3 ჩვილობაში მოკვდა,მეოთხე-27 წლის.
პირველი ცოლის ბედი გაიზიარა მეორემაც. ჰენდრიკს სტოფელდსი რემბრანტმა ორჯერ დახატა. ამის შემდეგ ქალს დიდხანს არ უცოცხლია.
ხუთი წლის ლიზი კისელიოვამ მუხლი გაიტეხა.ექიმებმა ფეხი თაბაშირში ჩაუსვეს.ძვალი შეხორცდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მუხლში სიმსივნე გაჩნდა.ამას გარდა ,ავთვისებიანი სიმსივნე ფილტვებზეც აღმოჩნდა, მეტასტაზები ყოველდღიურად იზრდებოდა. მშობლები ბედს შეურიგდნენ და ნაცნობ მხატვარს შვილის პორტრეტის დახატვა სთხოვეს. მანაც ბავშვი ზუსტად ისეთი დახატა,როგორც ავადმყოფობამდე იყო-ოქროსფერი,ხვეული თმა,ლურჯი თვალებითა და ვარდისფერი ლოყებით. პორტრეტი საოცარი გამოვიდა,თითქოს ცოცხალი.ერთი თვის შემდეგ გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ: ფილტვშიც და მუხლშიც სიმსივნე უკვალოდ გაქრა.მშობლები დარწმუნებული იყვნენ,რომ სასწაული სწორედ პორტრეტმა მოახდინა.
რუბენსის ხორცსავსე მადონების მოდელები ყოველთვის მისი ცოლი, ლამაზმანი ელენე ფოურმენტი იყო.რუბენსი შეუსვენებლად ხატავდა ცოლის პორტრეტს სხვადასხვა ღვთაების სახით და ქალიც სულ ლამაზდებოდა და ლამაზდებოდა; უამრავი ჯამრთელი ბავშვი გააჩინა და ქმარზე გაცილებით დიდხანს იცოცხლა.
ფსიქოლოგები თვლიან,რომ,რაც უფრო ნიჭიერია მხატვარი,მით უფრო მეტი შანსი აქვს,ნახატში თავვისი სულის დიდი ნაწილი ჩადოს და, ბუნებრივია,ენერგიაც ავსებს,რომელიც ზოგჯერ ნეგატიური და უარყოფითია,ზოგჯერ კი-დადებითი. ზოგიერთი მხატვარი სწორედ ნატურიდან იღებს სასიცოცხლო და შემოქმედებით ენერგიას.ზოგი კი, პირიქით იქეთ გაიღებს.ასეთი იყო, მაგალითად,რუბენსი,რომლის გვერდით ყველა ქალი იფურჩქნებოდა.რემბრანტი კი ვამპირივით სწოვდა მენატურეს სასიცოცხლო ძალებს,ამიტომაც იღუპებოდნენ მისი მოდელები და ოჯახის წევრები. იგივე სჭირდა პიკასოსაც.თუმცა,ამგვარი ვამპირიზმის მექანიზმი დღემდე ამოუხსნელი ფენომენია.” საბედისწერო სურათების”საიდუმლოს ამოხსნა უამრავმა მეცნიერმა სცადა.მსოფლიოს უდიდეს სამხატვრო გალერეებში დააყენეს სპეციალური ხელსაწყოები,რომლებიც ზუსტად აღნუსხავდა დამთვალიერებლის თვალების მოძრაობასა და დროს,რომელსაც იგი სურათის წინ ატარებდა.ზოგიერთი სურათიდან მართლაც იღვრებოდა წარმოუდგენლად დიდი ენერგია.თერმოგრაფიის საშუალებით მოახერხეს,დაედგინათ შემოქმედებით ექსტაზში მყოფი მხატვრის ტვინის მოქმედება,რომელიც ამ დროს რადიკალურად იცვლებოდა.ელექრტოენცეფალოგრამაზე კი ტალღების შენელებული მონაცვლეობა აისახებოდა.სწორედ ასეთ მდგომარეობაში შეუძლია მხატვარს,შექმნას შედევრი.
დადგინდა ისიც,რომ,როცა მხატვრის ენერგია მატულობდა,მენატურის ტვინის ბიოპოტენციალი ორი-სამჯერ იკლებდა.ანუ მხატვარი იკვებებოდა მოდელის ენერგიით, რასაც სასიკვდილო საფრთხეს უქმნის ამ უკანასკნელის არსებობას.თუმცა პროფესინალი მოდელები,რომლებიც ერთდროულად რამდენიმე მხატვართან მუშაობენ,ახერხებენ გამოიმუშაონ გარკვეული იმუნიტეტი და არ შეუშვან მხატვრის სული საკუთარ ტვინში.ამით აიხსნება ის ფაქტი,რომ გენიოსების ძირითადი მსხვერპლნი მათი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ხვდებიან.
XX საუკუნის დასაწყისში 18 წლის ელენა დიაკოვა რუსეთიდან შვეიცარიაში გაემგზავრა ჭლექისაგან ‘შეჭმული”ფილტვების სამკურნალოდ.მაგრამ ყველა ცნობილმა ექიმმა ერთხმად გადაწყვიტა,რომ ელენას შველა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.ამ დროს ელენამ დამწყები მხატვარი პოლ ელუარი გაიცნო.პოლი ხშირად ხატავდა გამხდარ და გაყვითლებულ გოგონას ბუნების ფონზე,ყვავილებით ხელში და მისი ავადმყოფობა ოდნავ ჩაცხრა.3 თვის შემდეგ ელენა სიურეალისტ მაქს ერნსტს დაუმეგობრდა.ერნსტიც ხშირად ხატავდა თავის საყვარელს და ქალი,რომელიც 6 თვეში უნდა მომკვდარიყო,თავს მშვენივრად გრძნობდა-ექიმები თვალებს ვერ უჯერებდნენ…40 წლის ასაკში ელენა ცოლად გაჰყვა სახელგანთქმულ სალვადორ დალის და იქცა გალად. დალი აღმერთებდა ცოლს ;ხატავდა მას თითქმის ყოველდღე ახალგაზრდას,ლამაზს,ყოველგვარი ნაოჭისა და ჭაღარის გარეშე.ელენა-გალა 88 წლისა გარდაიცვალა.მის ფილტვებში ჭლექის ნასახიც აღარ იყო.

კატეგორიები

  • გაბრიელ გარსია მარკესი (2)
  • გალაკტიონ ტაბიძე (1)
  • გამონათქვამები (3)
  • გოდერძი ჩოხელი (5)
  • დათო ტურაშვილი (1)
  • ერიხ მარია რემარკი (2)
  • მამა პეტრე (1)
  • მირზა გელოვანი (2)
  • ოთარ ჭილაძე (3)
  • ოტია იოსელიანი (3)
  • სელებრითების გამონათქვამები (10)
  • სიბრძნის სიმფონია (1)
  • სხვადასხვა (2)
  • ტერენტი გრანელი (3)
  • უილიამ შექსპირი (2)
  • ქართველი მსახიობები (5)
  • ჩარლი ჩაპლინი (5)
  • ჩემი საყვარელი წიგნები (1)
  • ცნობილი ადამიანების ციტატები, გამონათქვამები (2)
  • Uncategorized (2)

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა სიახლეების მისაღებად

Join 284,399 other subscribers

Archives

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ კ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« მარ    

სტატისტიკა

  • 142,595 hits
TOP.GE

საკონტაქტო ინფორმაცია

Sat:5pm - 1am

Blog at WordPress.com.

Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
  • გამოწერა Following
    • კატოს ნაკვალევი
    • Already have a WordPress.com account? Log in now.
    • კატოს ნაკვალევი
    • მორგება
    • გამოწერა Following
    • რეგისტრაცია
    • შესვლა
    • Report this content
    • View site in Reader
    • Manage subscriptions
    • Collapse this bar
 

Loading Comments...