• Photographer Kato
  • კატოს ნაქარგები
  • ჩანახატები
  • ჩემი საფიქრეთი
  • ჩემი საყვარელი სიმღერები
  • ჩემს შესახებ

კატოს ნაკვალევი

~ კეთილი იყოს შენი მოსვლა კატოს სამყაროში.

კატოს ნაკვალევი

Blog Archives

ციტატა

ჯორჯ კლუნის საჩუქარი მეგობრებს ♥️

01 ორშაბათი მარ 2021

Posted by katosnakvalevi in Uncategorized

≈ დატოვე კომენტარი

59 წლის მსახიობმა – ჯორჯ კლუნიმ დაადასტურა,
რომ 2013 წელს 14 უახლოეს მეგობარს, მადლიერების ნიშნად მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა.
ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.
ჯორჯის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა
რანდი გერბერმა მედიასთან პირველმა განაცხადა მეგობრის გულუხვი საჩუქრის შესახებ.
მისი თქმით, 2013 წელს, ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი მეგობრები ვახშამზე დაპატიჟა და თითოეული ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნებით დაასაჩუქრა.
ჯორჯის განცხადებით, იმ პერიოდში მას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილები და არც ოჯახის შექმნას აპირებდა.
35 წლის განმავლობაში, ეს ბიჭები სხვადასხვა გზით მეხმარებოდნენ. მე მეძინა მათ სავარძლებზე, როდესაც ღარიბი ვიყავი, მე მითხოვია მათთვის ფული, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ისინი წლების განმავლობაში გვერდით მედგნენ, როდესაც დახმარება მჭირდებოდა. ვიფიქრე, რომ მათ გარეშე მე ეს ყველაფერი არ მექნებოდა..

ციტატა

მერილ სტრიპი – ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე…

03 სამშაბათი იან 2017

Posted by katosnakvalevi in სელებრითების გამონათქვამები

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

მერილ სტრიპი - „ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე“

14600863_1161435787279301_5833831222225522961_n

“ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე. ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს.

ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება.

წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები. ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას;

ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც არსებობს პოლარული საწყისები სიკეთე და ბოროტება და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს.

მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასდროს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს და არც მათთან შემიძლია ურთიერთობა, ვისაც ცხოველები არ უყვარს. მოკლედ, არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს”

მერილ სტრიპი

ციტატა

კიანუ რივზი – „ისეთი სამყაროს ნაწილი ვერ გავხდები, სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი – საერთოდ ოჯახი”.

22 სამშაბათი დეკ 2015

Posted by katosnakvalevi in სელებრითების გამონათქვამები, Uncategorized

≈ დატოვე კომენტარი

12347648_952537531502462_8864240725129158646_n

ჰოლივუდელი ვარსკვლავი კიანუ რივზი შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს:
„ისეთი სამყაროს ნაწილი ვერ გავხდები, სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი – საერთოდ ოჯახი.
სადაც ცინგლიანი ბავშვები წარმატებულები არიან, თუკი მამის მანქანას ჩაიგდებენ ხელში და ვისაც ოდნავი ძალაუფლება მაინც აქვს, ცდილობს დაამტიკოს, რომ შენ არარაობა ხარ.
სადაც ხალხი თვალთმაქცურად, ხელში ალკოჰოლის ჭიქით აცხდებს, რომ მას რელიგია სწამს, მაშინ როცა ოდნავი კავშირიც არ აქვს საკუთარ რელიგიასთან.
სადაც მოკრძალება მინუსად ითვლება.
სადაც ხალხს სიყვარული დაავიწყდა და ისინი მხოლოდ საუკეთესო პარტნიორს ეძებენ. სადაც ბიჭები , მშობლების ფულს კლუბებში, გართობასა და ნარკოტიკებში ფლანგავენ, გოგონებს კი ისინი მოსწონთ.
სადაც ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ორივეს ერთად თავისუფალი არჩევანი ჰქვია. მე ვირჩევ ჩემს გზას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად ცდილობს საკუთარი გზის პოვნას“.

ციტატა

ფრაზები დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობიდან”

31 ხუთშაბათი ივლ 2014

Posted by katosnakvalevi in დათო ტურაშვილი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ფრაზები დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობიდან"

jinsebis taoba

” წარსულს თურმე დაბრუნებაც შეუძლია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იმ წარსულს ჩვენ თვითონაც არ ვშორდებით “

” ზოგჯერ ადამიანის ამოცნობაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც სამყაროსი, რომელიც ისეთივე დიდია როგორც ის ტიალი მინდორი”

” თუმცა ის არ იყო მკვლელი და იყო მესაფლავე , რადგან მკვლელი რომ ყოფილიყო კი არ დაიმახსოვრებდა დამარხვის ადგილსარამედ დაივიწყებდა “

” სიკვდილამდე სიკვდილიდ დაჯერება მაინც ძნელია და მითუმეტეს შვილის სიკვდილის, რადგან შვილის სიკვდილი უბრალოდ არ არსებობს “

” ოფიციალური იმედი არ არსებობს იმედი ერთია, ის შენია და შეგიძლია ამით იცოცხლო “

” დათო კეთილი იყო არა იმიტომ , რომ მამამისი სამინისტროში მუშაობდა და ჯინსებს მაინც არ მოაკლებდა საყვარელ შვილს.
არა ამიტომ არა.
უბრალოდ დათო ძალიან კეტილი იყო და მორჩა “

” უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია ვიდრე პატარების “

“…და სოსო მამა გადაწყვიტა , რომ პირველად ყოფილიყო გულადიდა გამბედავი შვილის გამო და ამერიკაში, როგორც კი მოთვალთვალე კაგებეს თანამგზავრი – თანამშრომელი, ოდნავ მაინც მოადუნებდა ყურადღებას, ნამდვილი ჯინსები ეყიდა სოსოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა “

” შიშს დიდი თვალბი აქვს და ურწმუნო ადამიაი კი ძალიან მშიშარაა “

” ადამიანმა არჩევანი ყველგან და ყოველთვის უნდა გააკეთოს “

” არაფერი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად … ყოველი ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია მისი სიკვდილიც “

” მსხვერპლი ყველგან არის სადაც იარაღია “

” -მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
– იმიტომ, რომ სიყვარულის არ მეშინია. “

” …რადგან იმედის ულ ბოლოს კია არა, არასდროს კვდება “

“იქ სადაც ადამიანის სიკვდილი 14 მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა “

” თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან , რადგან მათ უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ…”

მე მჯერა…

ციტატა

ალენ დელონი ვაჟა-ფშაველაზე. . .

30 ოთხშაბათი ივლ 2014

Posted by katosnakvalevi in სელებრითების გამონათქვამები

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ალენ დელონი ვაჟა-ფშაველაზე.

1900415_609852279104324_686052401_o (1)

-ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა, რომ არა საინტერესო წიგნი. ხელში შემთხევვით ჩამივარდა ერთი უცნობი პოეტის თხზულებანი. მისმა ფილოსოფიურმა ნააზრევმა, სილბომ, სულის სიდიადემ და კეთილშობილებამ მართლაც გადამარჩინა…

სამწუხაროდ, მას თითქმის არავინ იცნობს ევროპაში. ის გახლავთ ქართველი პოეტი ვაჟა-ფშაველა, – ამბობს ალენ დელონი, – მომხიბლა მისმა თვითმყოფადობამ და სიღრმემ. ეს გახდა მიზეზი ჩემი ქართული ლიტერატურით დაინტერესებისა“.

ციტატა

მამა პეტრე – ფრაზები

11 ოთხშაბათი ივნ 2014

Posted by katosnakvalevi in მამა პეტრე

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

მამა პეტრე

10379882_641845729238312_646352648925266865_o

“გაუფრთხილებლობით ყველაფერი ხუნდება და ფერმკრთალდება… ადამიანებისგან დიდი ყურადღება და პატივისცემა ბრიყვულად, თავზე არ უნდა მიიწერო. არ უნდა ჩათვალო, რომ გეკუთვნის და იმიტომ გექცევიან, იმსახურებენ და იმიტომ გთავაზობენ. პირიქით, ეს კეთილშობილური თვისებაა და ყველასთან თანაბრად ანაწილებენ. შენ თუ იგივეს ვერ დაუბრუნებ, ტალახში მაინც არ ამოსვარო, ძვირფასი ,,თვლები”…! კეთილშობილება ადამიანის ისეთივე თვისებაა, როგორც ღიმილი, თავაზიანობა. შეიძლება შენთვის უცხო ხილი იყოს და ამიტომ გიკვირდეს სხვისგანაც…”

1654791_600834210006131_2042599878_o (1)

„როცა გიყვარს, უმნიშვნელოც გულსატკენია. სულერთისგან კი უდიდესი ყურადღებაც უმნიშვნელოა“…

1560448_588580514564834_537639628_n (1)

„ამინდმა არ უნდა იმოქმედოს ხასიათზე, პირიქით, ხასიათმა უნდა შეცვალოს ამინდი. თუ ბედნიერი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, იწვიმებს თუ თოვლი ჩახერგავს გზებს. სხვა, ახალი გზები მოიძებნება და უამინდობაც დაუძლურდება“…

1490749_577040882385464_25330855_o (1)

„ღიმილი მაშინ არის ფასდაუდებელი, როცა აკრძალვის მერეც ინარჩუნებ მას და სხვაში იგივეს თუ არა, სინანულის ცრემლს მაინც გამოიწვევ. ამქვეყნად მხოლოდ სევდიანი ადამიანები იღიმიან, რადგან მათ ყველაზე მეტად ესმით ტკივილი. ტკივილს კი ისე არაფერი უხდება, როგორც ღიმილი“…

ციტატა

უილიამ შექსპირის სონეტებზე

11 ოთხშაბათი ივნ 2014

Posted by katosnakvalevi in უილიამ შექსპირი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

უილიამ შექსპირი

cats 777

„სამართლიანად ამბობენ – შექსპირს არცერთი პიესა რომ არ დაეწრა, მხოლოდ სონეტებითაც მოიპოვებდა უკდავებასო. ინგლისელები მას თავის უდიდეს პოეტად მიიჩნევენ, არა მარტო ლექსად დაწერილი დრამატული ნაწარმოების გამო, არამედ სწორედ საკუთრივ ლექსის – სონეტის კლასიკურ სიმაღლემდე აყვანისათვის. მაგრამ, რალფ ემერსონის თქმისა არ იყოს, შექსპირის სიდიადე სწორედ ის არის, რომ მასში დრამატურგი, პოეტი და მოაზროვნე ასე ორგანულად, ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთში.

სონეტებში მართლაც იგრძნობა, ამოიკითხება შექსპირის დრამების სილაღე თუ ტრაგიზმი, ლირიკული სითბო, რენესანსული იუმორი თუ მშრალ რიტორიკას მოკლებული ღრმა რეფლექსულია, ისევე როგორც კომედიებსა და ტრაგედიებში უხვად არის მიმობნეული თითქმის დასრულებული სონეტები, ხოლო შექსპირის დრამატურგიული აზროვნება საერთოდ უპირატესად სწორად ფართო პოეტური ხედვითა და ინტონაციით გამოირჩევა.“

ნიკო ყიასაშვილი
წიგნი გამოიცა 1979 წელს თარგმანი რეზო თაბუკაშვილისა

ციტატა

ოტია იოსელიანი – ციტატები 2

02 ორშაბათი ივნ 2014

Posted by katosnakvalevi in ოტია იოსელიანი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ოტია იოსელიანი

otiaaa

„როგორც ყველა წყალი არ დაილევა და ყველა წყალი წყურვილს არ კლავს, ისე ყველა სიყვარულს სიყვარული არ დაერქმევა.“

„მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები.“

„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ. ასე რომ, ბავშვობიდან, თავდაპირველიდან, საწყისიდან, დაშორება არ არსებობს. ზოგჯერ დრევანდელიც არაა ისე დღევანდელი, როგორც ის პირველი, დასაბამი, საფუძველი. ადამიანი, რომ ჩვევების, იმ კარგის, და ცუდის, იმ ცოდნისა და არცოდნის ამარა რჩება, რაც მან თხუთმეტ წლამდე შეიძIნა, როცა მისი ხასიათის, პიროვნებისა, მისი ავკარგიანობის ფორმირება მოხდა. ამის მერე იმ ავკარგიანობის გაღრმავება ხდება.“

„ზოგს ცეცხლის ცქერაც ათბობს და ზოგი ღადარში მიძვრება. და, ბოლოს და ბოლოს, ეს ამინდზეცაა დამოკიდებული. ბუნების ჭირვეულობას ვინ როგორ აღიქვამს. თითქოს შეუძლებელია ვინმემ ვინმეს სკამი იატაკზე დაუჭედოს, აქ დაბრძანდი და ხელები ითბეო. შენი ადგილი შენ უნდა იპოვო…“

2112890963_65199cfebe

„კიმარა ქვეყანას მარტოს იყვარული უშველის? უშველის, თუ ის ჭეშმარიტი, დიდი სიყვარულია, საშველსაც გააჩენს.“

 “ამბობენ – ძილი ხანმოკლე სიკვდილიაო, ძილი რომ ვერ მავიწყებს შენს თავს, ვერც სიკვდილი დამავიწყებს?!”

„შენ რომ არ გიყვარვარ ამას, მინდა არმინდა, შევეჩვიე, მაგრამ, ვაითუ, მეც შეგიძულო და კიდევ უფრო ვაი, თუა მასაც მივეჩვიო?!“

„თუ იმ მაღალი მწვერვალის ძირში შენ ბორცვი მაინც იყავი – ის მწვერვალი შენით დაწყებულა“

„კურდღელი ყველას საკბილოა, კურდღლისაკი არავინ და ამისთანა უსამართლობას მაინც არ გაუბოროტებია.“

„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მემართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი.“

ციტატა

ოტია იოსელიანი – ციტატები

02 ორშაბათი ივნ 2014

Posted by katosnakvalevi in ოტია იოსელიანი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ოტია იოსელიანი

33f97a5c0264

„გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.“

„ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება, მაგრამ საუბედუროდ, იმ ათასობით უსახურში იმ შენი ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ–სხვის ნახევარს. ორივეს დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაში გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვა სხვის ნახევარს სახელდახელოდ, ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს. ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია.“

„შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება”

„თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “

„ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე.“

„ერთ მოყვარე მტერს ასი გადამთიელი მტრის ოდენი ვნების მოტანა შეუძლია.“

„ყოველ ადამიანს აქვს ამ ქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს.“

„არ მინდა შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…“

„თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა.“

 „სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“

otia222

„სიყვარული… შენ სიყვარული კი არა, ალქაჯი უნდა გერქვას, იუდა, სატანა, ჯოჯოხეთი და გენია. შენ რაც ბრძანდები, ჩემსავით მაგი დედამიწის ზურგზე არავინ იცის და შუბლში, რომ მიმიზნებდნენ გატენილ თოფს, ისე არ მეშინია, როგორც შენი. სიყვარული!.. არ მიხსენო შენი სახელი. მზარავს, უროსავით მირტყავს თავში და მარეტიანებს, ყელში დანაგაყრილი ხარივით მაზმუვლებს და მაბღავლებს. მაშინ, იმ ღლაპმა კი არა, აგერა, აქამდე მიწვალია, მიტანჯია და მინახავს – თავი ორასი წლის მგონია, წუთისოფელი კი ისე მეცლება ხელიდან, შენთან ვერაფერი გავაწყვე, საითაც გავიქეცი შენი გადამკიდე, იქეთ წავიქეცი. სიყვარულს ბედნიერი რომ გაუუბედურებია, ეს კი ვიცი და მისი სიამე ვინმეს შერჩენოდეს, მაგნაირი არაფერი“.

„ეჭვით უნდა უყურო ყოველნაირ საკუთარ ღირსებას თორემ თავმა თავისადმი მიკერძოება იცისდა დაგღუპავს.“

„ღმერთმა ქალი იმიტომ კი არ შექმნა ადამის ნეკნისგან, რომ თიხა და ტალახი ვერ იშოვა ან სხვა მასალა არ ჰქონდა, არა…მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცისთვის სიხარული, ბედნიერება ყოფილიყო. ადამს უნდა ებრძოლა მისთვის, სტკენოდა მისი დაკარგვა…” 

„შენ რომ სიყვარული შეგეძლოს და მე მართლა ვიყო სიყვარულის ღირსი, არ დამიცდიდი, ადგებოდი და უანგაროდ შემიყვარებდი“

„სიყვარულის და ვნების დმწვრობით ადამიანი რომ დაშინებულიყო,კაცობრიობა დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას. “

’’ სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!’’

“ღმერთის მწამს და მეშინია, რადგან ვიცი, რომ მას ვერავინ მოატყუებს და რომ მის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.” 

“ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა, ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს და განათლების უპირველესი წყარო წიგნია. წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილება – ესაა ჭეშმარიტი ქართველობა”

“სიცოხლე მაინც სიცოცხლეა, იგი ერთხელ ეძლევა ადამიანს, სიკვდილი კი ხელში გიჭირავს, არსად წაგივა იცი.”

„თუ შენი დაკარგვა ჩემთვის დიდი უბედურება არააა,არც შენი ჩემად ყოფნა ყოფილა ბედნიერება.“

„ბედნიერების წყურვილია, რომ ადამიანს მწყურვალს სტოვებს.“

„ღმერთი სიმართლეა და არ უნდა რწმენას ღრუბლებზე ძებნა, შენს საკუთარ სიწმინდესა და სიკეთეში ეძიე.“

img6766jm8

„ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო,– რომ იტყვი და ხელებს დაიბან — იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე გიშენებია.“

„ვისაც ერთი ძირი ხე არ დოურგავს, ის ჩრდილში არ უნდა შეუშვა, სულ პაპანაქებაში უნდა არონიო.“

„ოცდაათი წლის ახალგაზრდა არ გამიგია მე. ახალგაზრდა არის თხუთმეტი წლის. ოცი წლის კაცია უკვე, კაცი! თუ თხუთმეტი წლის არაფრად ვარგა, არც სამოცდათხუთმეტის არ ივარგებს. ჭკუა ხანში კი არ არის, ჭკუა თავშია. ოთხმოცი წლის შტერი არავის უნახავს? “

„არავინ იცის, ადამიანები გულწრფელად როდის ტირიან ან იცინიან, მაგრამ ვინც დარდისგან გასიებული ცრემლებს ჩუმად ყლაპავს, გწამდეთ, მეგობრებო, ის მართლა ტირის….“

„დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რო ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა.“

„მაცხოვარმა თქვა, ოფლითა თქვენითა მოიპოვეთ პური თქვენი არსობისაო. სახელმწიფო, რომელსაც თავისი გამოსაკვები პური ვერ მოჰყავს თავის მიწაზე, სახელმწიფო არ არის, მათხოვარია. მათხოვარი კი ვერაფერს ღირებულს ვერ შექმნის. სანამ ამ პურს შენ თვითონ არ მეიყვან შენს მიწაზე, მანამდე არაფერი გეშველება. ჩვენ რომ ნამათხოვრები პური გვეჭამა, რავარც დღეს ვჭამთ, “ვეფხისტყაოსანს” დავწერდით კი არა, წამკითხავიც არ გვეყოლებოდა დღეს.“

„დედისათვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.“

„ვენახს ვწამლავდი “მაშინით”. დამიძახეს მეზობლებმა, – წვრილთვალება კაცი გკითხულობსო. რაღას ვიზამდი, გამევედი ჭიშკარში მაშინაჩამოკიდებული. რო დამინახა, უკან გაბრუნდა, – იზვინიტე, ია ქოლეგა იშჩუო. ვინ არის მერე შენი კოლეგა-მეთქი. ონ ფისატელო! მაშინ მე ვიქნები-თქვა. არაო! ონ დრამათურგო! მაინც მე ვიქნები-თქვა. არაო, ონ ოჩენ ზნამენითი დრამათურგო!.. მოკლედ, ძლივს დავაჯერე.“

„ენაა ერის სისხლი, ჯიში და ჯილაგი.წარმომავლობა,რაც ისტორიას დაავიწყდა,ენას ახსოვს.ერები რომ გადაშენდნენ,მათი ენა ცოცხლობს.ენა მკდარი ერების ძეგლია.“

„წიგნი უზენაესია. ესენი ანადგურებენ წიგნს. პრეზიდენტი ეუბნება რამდენიმე ათას პირველკლასელს: ჩვენ გვჭირდება ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ახალგაზრდობაო. ჩვენ გვჭირდება სტუდენტობა ინტერნეტზე მიერთებულიო. ვერ ამოვხსენი ვერაფრით, ვინ გვიშვრება ამას და რატომ. ვერც ის გავიგე, რად გვჭირს ეს უშველებელი.“

oottiiaaaa

„ბავშვობას და ყრმობას ადამიანი კი არ შორდება, რაც დრო გადის, უახლოვდება. პატარაობისას გინდა, რომ მოზრდილი იყო, მალე დაკაცდე, დამოუკიდებლობა მოიპოვო და ამდენად გაურბიხარ, თორემ მოწიფულობაში თვალი უკან გრჩება და ბავშვობას მართლა თუ ვერ უბრუნდები, იქ კი ტრიალებ.“

 „გაზაფხული უმერცხლოდაც მოვა, მერცხალი არ მოვა უგაზაფხულოდ.“

„ა, ბატონო, გაზაფხული კარზეა მომდგარი და გაჭინჭყლებული მკაცრად ითხოვს:ან ხვნა–თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!“

„ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა! “

 „მილიარდობით ტვინის უჯრედები აქვს კაცს, მარა, თუ არა განავითარე, რათ გინდა მერე. აკოტრიალე ეს თავი აქეთ-იქით, გამოვა რამე?

ციტატა

ერიხ მარია რემარკი – „ტრიუმფალური თაღი“

02 ორშაბათი ივნ 2014

Posted by katosnakvalevi in ერიხ მარია რემარკი

≈ დატოვე კომენტარი

ტეგები

ერიხ მარია რემარკი ტრიუმფალური თაღი

triumfaluri tagi.jpg Photographer Kato

ჩემი თვალით დანახული „ტრიუმფალური თაღი“

ქვეყნად ადგილი ყველაფერს მოენახება,ადამიანის ადგილი კი არსად არის … ეს ტკივილი დაჰყვება ერიხ მარია რემარკის რომანის გმირს: – გერმანელ ექიმს, საფრანგეთში, რომ გამოჰქცევია ფაშისტ თანამემამულეებს. ახალ ბაბილონად ქცეულა ემიგრანტებისთვის პარიზი. რომანის გმირები დაღუპული გემის გადარჩენილ მეზღვაურებს ჰგვანან,რომლებიც დანისლული ზღვის ზედაპირზე დაცურავენ.ამ ნისლიდანაც მოჩანს ტრიუმფალური თაღი,რომლისკენაც სწრაფვა,ამავდროულად,გადარჩენისათვის ბრძოლას მოგვაგონებს.ფაშიზმისგან გაგიჟებული ევროპა თითქოს ტრიუმფალური თაღის ქვეშ მომწყვდეულა.ეს რომანი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს დიდ სიყვარულსა და არანაკლებ დიდ სიძულვილზე,რომლის წინააღმდეგ ბრძოლას მრავალი მარცხისა და გულისტკენის შემდეგაც არ უშინდება ნაწარმოების მთავარი გმირი და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ”ტრიუმფალური თაღის”დასასრულს ომი მხოლოდ იწყება. სწორედ ასეთი შესავალი ჰქონდა წიგნს (სერიიდან “50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ”) რომლის კითხვასაც რამდენიმე დღის წინ მოვრჩი. ადრეც მქონდა დაწყებული წიგნი მაგრამ უცებ გადავწყვიტე, რომ ყველა საინტერესო ციტატა მომენიშნა და შემდეგ თქვენთვის გამეზიარებინა ამიტომ წიგნის კითხვა თავიდან დავიწყე და საინტერესო ციტატები სულ სათითაოდ ამოვწერე. . . კითხვისას ყოველთვის გვერდით მედგა ერთი ფინჯანი ლიმონიანი ჩაი დღიური და ფანქარი რაც უფრო მეტს ვკითხულბდი ვხვდებოდი, რომ არ მინდოდა წიგნის კითხვა დამესრულებინა სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, განვიცდიდი საყვარელი გმირების ტკივილს მიხაროდა მათი სიხარული და ვწუხდი მათი შეცდომების გამო რავიკზე შეყვარებული ვარ. . . ჟოანი მისი შეცდომების გამო ძალიან მაღიზიანებდა, პროფესორ დიურანს მისი საქციელის გამო ვერ ვიტან, მზად ვარ დავაწიწკნო საძაგელი წვერი მოროზოვით აღტაცებული ვარ, კარგი იქნებოდა ყველა ჩვენგანს ყავდეს მოროზოვინსაირი ერთგული ჭკვიანი და გამოცდილი მეგობარი კეტი, უსაზღვროდ შემებრალა და თითქოს გულში რაღაც ჩამწყვიტა წიგნი დავასრულე და რა დამრჩა?… ცხოვრებისეული დიდი გამოცდილება, რავიკის და ჟოანის გამოცდილება პირველ რიგში კი ის აზრი, რომ სიყვარული ყველაზე მთავარია ამ ქვეყნად და რომ ვერანაირი მატერიალური ღირებულებები ვერ შეცვლის საყვარელ ადამიანს და მასთან ერთად, განცდილ ბედნიერ წუთებს ჩემო ძვირფასებო მოდი მე თავს არ შეგაწყენთ, ბევრი საუბრით უბრალოდ გირჩევთ ყველამ წაიკითხეთ ეს გენიალური წიგნი, აქვე კი დაგიტოვებთ იმ ფრაზებს რომლებმაც სულში შეაგწიეს და იქ დარჩნენ…

იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა. “

“რა სწრაფად იყინები როცა მარტო რჩები! მაშინაც კი როცა სიცხეებია, ორი ერთად კი – არასოდეს.”

„მე ბედნიერი ვარ და მინდა შენც ბედნიერი იყო. შენ ხარ ჩემი ფიქრი, როცა ვიღვიძებ და როცა ვიძინებ. სხვა არაფერი ვიცი. ვფიქრობ შენზე და თავში თითქოს ვერცხლის ზარები წკრიალებენ. . . ზოგჯერ კიდევ – თითქოს ვიოლინო უკრავს. . .ქუჩებს ვავსებთ, თითქოს მუსიკა ვიყოთ. . . ზოგჯერ ამ მუსიკაში ადამიანთა ხმები შემოიჭრებიან, კინოკადრივით ჩაიქროლებს სურათი. . . მაგრამ მუსიკა ჟღერს. . . ჟღერს განუწყვეტლივ. . .“

„-ოდესმე მიუტოვებიხარ ადამიანს, რომელიც გიყვარდა? -დიახ, – ქალმა შეხედა. – ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს.“

„-აი, რას გეტყვი, რავიკ, ვიყოთ კეთილნი, თუკი შეგვიძლია და ვიდრე შეგვიძლია. ვინ იცის, ცხოვრებაში რამდენი, ეგრეთ წოდებული, დანაშაულის ჩადენა მოგვიხდება, ყოველ შემთხვევაში, მე მაინც. თუმცა, მგონი შენს.“ “თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ..”

. . .ისევ ახედა განათებულ ფანჯარას. იქ იყო ადამიანი, ვისთვისა ის მნიშვნელოვანია, ადამიანი, ვისაც იგი ძვირად უღირს, ადამიანი, რომელსაც სახე უნათდება მის დანახვაზე. . .

„. . . რავიკი შეკრთა. გულიო, გაიფიქრა. გული! გამზადებულია, რომ ყველაფერს გამოეხმაუროს. რა გახშირებით ცემს! . .“

„. . .როცა შენ იღვიძებ, გარეთ გაზაფხულია, როცა იძინებ – შემოდგომა, მათ შორის კი გაიკიაფებს ხოლმე ზამთარი და ზაფხული და, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკდავნი ვართ, როგორც გულისცემა, ან წვიმა, ან ქარი, – და ეს ძალიან ბევრია. . .“

„-საერთოდ, სულერთია, სად იცხოვრებს ადამიანი, კეტ. მთავარი ის კი არ არის, უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად. მთავარია ის, რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას. . .“

”რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.”

”შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასახარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი , ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!”

”–რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ. –ხოლო ყველაფერი რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე. –როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს? –სწორედ იმიტომ რომ ის წარსულია.”

” ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.”

” წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.”

” ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.”

”–ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს. –არა, როცა აღარ უყვარს.”

„სწორედ ეს არის ცხოვრების მთელი საშინელება, რომ ვერ ვგრძნობთ ჩვენი საქციელის შედეგებს.“

„სიყვარულმა არ იცის არც ზომა, არც ფასი. “

„სათქმელს რომ ბოლომდე იტყვის, ადამიანი მშვიდდება და წინდახედული ხდება.“

„გაუმარჯოს ჩაურევლობის საუკუნეს! ადამიანების გაქვავებულ სულთა საუკუნეს!“

„მეგობრობედა დარჩენა? ჩამქრალ გრძნობათა გაცივებულ ლავაზე პატარა ბოსტნის გაშენება? არა, ეს ჩემი და შენი საქმე არ არის. ასე ხდება მხოლოდ პატარა ინტრიგების შემდეგ და მაშინაც საკმაოდ ყალბი გამოდის. სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასარული არის დასასრული.“

„ქალმა ცრემლები შეიწმინდა. -დიდი ხანია, აღარ მომისმენია ასეთი სიტყვები. -მაშასადამე, გარშემო გეხვეოდნენ არა ადამიანები, არამედ ქვის კერპები. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.“

„რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“

“ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო ძლიერ შეგირყევსს სულს, ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი.”

‘ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.”

”რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.”

”მე ხომ ათეისტი არა ვარ. მე უბრალოდ, არ მწამს ღმერთი.”

”ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.”

”ცხოვრება არასოდეს სრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.”

”–განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის კაშკაშა შუქია საჭირო.”

”განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?”

” ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.”

” გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?”

”თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.”

” სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.”

”თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.”

”მუდამ მართალია ის, ვინც პირველი დაარტყამს!”

”ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.”

ადამიანი უფრო უჯერებს იმას, ვისაც არ იცნობს.”

”გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს მხოლოდ ”მანამდე” და ”შემდეგ.”

”ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.”

”გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად საომარ განწყობილებაზე გახლავან. ”

„ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.“

← Older posts

კატეგორიები

  • გაბრიელ გარსია მარკესი (2)
  • გალაკტიონ ტაბიძე (1)
  • გამონათქვამები (3)
  • გოდერძი ჩოხელი (5)
  • დათო ტურაშვილი (1)
  • ერიხ მარია რემარკი (2)
  • მამა პეტრე (1)
  • მირზა გელოვანი (2)
  • ოთარ ჭილაძე (3)
  • ოტია იოსელიანი (3)
  • სელებრითების გამონათქვამები (10)
  • სიბრძნის სიმფონია (1)
  • სხვადასხვა (2)
  • ტერენტი გრანელი (3)
  • უილიამ შექსპირი (2)
  • ქართველი მსახიობები (5)
  • ჩარლი ჩაპლინი (5)
  • ჩემი საყვარელი წიგნები (1)
  • ცნობილი ადამიანების ციტატები, გამონათქვამები (2)
  • Uncategorized (2)

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

დაგვიმეგობრდით ფბ-ზე

შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტა სიახლეების მისაღებად

Join 284,399 other subscribers

Archives

თებერვალი 2023
ო ს ო ხ პ კ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728  
« მარ    

სტატისტიკა

  • 142,592 hits
TOP.GE

საკონტაქტო ინფორმაცია

Sat:5pm - 1am

Create a free website or blog at WordPress.com.

Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use this website, you agree to their use.
To find out more, including how to control cookies, see here: Cookie Policy
  • გამოწერა Following
    • კატოს ნაკვალევი
    • Already have a WordPress.com account? Log in now.
    • კატოს ნაკვალევი
    • მორგება
    • გამოწერა Following
    • რეგისტრაცია
    • შესვლა
    • Report this content
    • View site in Reader
    • Manage subscriptions
    • Collapse this bar
 

Loading Comments...