ციტატა

ჯორჯ კლუნის საჩუქარი მეგობრებს ♥️

59 წლის მსახიობმა – ჯორჯ კლუნიმ დაადასტურა,
რომ 2013 წელს 14 უახლოეს მეგობარს, მადლიერების ნიშნად მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა.
ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ავრცელებს.
ჯორჯის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა
რანდი გერბერმა მედიასთან პირველმა განაცხადა მეგობრის გულუხვი საჩუქრის შესახებ.
მისი თქმით, 2013 წელს, ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი მეგობრები ვახშამზე დაპატიჟა და თითოეული ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნებით დაასაჩუქრა.
ჯორჯის განცხადებით, იმ პერიოდში მას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილები და არც ოჯახის შექმნას აპირებდა.
35 წლის განმავლობაში, ეს ბიჭები სხვადასხვა გზით მეხმარებოდნენ. მე მეძინა მათ სავარძლებზე, როდესაც ღარიბი ვიყავი, მე მითხოვია მათთვის ფული, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ისინი წლების განმავლობაში გვერდით მედგნენ, როდესაც დახმარება მჭირდებოდა. ვიფიქრე, რომ მათ გარეშე მე ეს ყველაფერი არ მექნებოდა..

ციტატა

მერილ სტრიპი – ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე…

ტეგები

14600863_1161435787279301_5833831222225522961_n

“ამ ბოლო დროს ცოტა თავის დაფასება ვისწავლე. ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, როცა აღარ მინდა დრო ვკარგო იმაზე, რაც არ მომწონს და ტკივილს მაყენებს.

ვეღარ ვუძლებ ცინიზმს, წრეგადასულ კრიტიკასა და რაიმე სახის ძალდატანებას. არავითარი სურვილი აღარ მაქვს, თავი მოვაწონო მათ, ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღიმილი არ ემეტება.

წუთიც აღარ მემეტება მათთვის, ვინც მატყუებს და ცდილობს ასეთნაირად მმართოს. გადავწყვიტე, ახლოს აღარ გავიკარო ყალბი ადამიანები, ფარისევლები, უსინდისოები და იაფფასიანი მლიქვნელები. ვერც სანახევრო ერუდიციას ვიტან და ვერც აკადემიურ კუდაბზიკობას;

ჭორაობასაც ვეღარ ვეგუები. მძულს კონფლიქტები და ურთიერთჯიბრი. მჯერა, რომ ქვეყნად მართლაც არსებობს პოლარული საწყისები სიკეთე და ბოროტება და ამიტომაც ვარიდებ თავს სასტიკ და უხეშ ადამიანებს.

მეგობრობაში ღალატსა და ორგულობას ვერ ვიტან, ვერ ვეწყობი მათ, ვისაც საქებარი სიტყვა არ ემეტება სხვისთვის და ვინც არასდროს გაგამხნევებს. გადაჭარბებული ყველაფერი მაღიზიანებს და არც მათთან შემიძლია ურთიერთობა, ვისაც ცხოველები არ უყვარს. მოკლედ, არავითარი სურვილი აღარ მაქვს, ვუთმინო მათ, ვინც ჩემგან ამას არ იმსახურებს”

მერილ სტრიპი

ციტატა

კიანუ რივზი – „ისეთი სამყაროს ნაწილი ვერ გავხდები, სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი – საერთოდ ოჯახი”.

12347648_952537531502462_8864240725129158646_n

ჰოლივუდელი ვარსკვლავი კიანუ რივზი შემდეგი სახის განცხადებას აქვეყნებს:
„ისეთი სამყაროს ნაწილი ვერ გავხდები, სადაც ქალებს არ სურთ ბავშვების ყოლა, მამაკაცებს კი – საერთოდ ოჯახი.
სადაც ცინგლიანი ბავშვები წარმატებულები არიან, თუკი მამის მანქანას ჩაიგდებენ ხელში და ვისაც ოდნავი ძალაუფლება მაინც აქვს, ცდილობს დაამტიკოს, რომ შენ არარაობა ხარ.
სადაც ხალხი თვალთმაქცურად, ხელში ალკოჰოლის ჭიქით აცხდებს, რომ მას რელიგია სწამს, მაშინ როცა ოდნავი კავშირიც არ აქვს საკუთარ რელიგიასთან.
სადაც მოკრძალება მინუსად ითვლება.
სადაც ხალხს სიყვარული დაავიწყდა და ისინი მხოლოდ საუკეთესო პარტნიორს ეძებენ. სადაც ბიჭები , მშობლების ფულს კლუბებში, გართობასა და ნარკოტიკებში ფლანგავენ, გოგონებს კი ისინი მოსწონთ.
სადაც ქალსა და კაცს შორის განსხვავება არ არის და ორივეს ერთად თავისუფალი არჩევანი ჰქვია. მე ვირჩევ ჩემს გზას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემზე მეტად ცდილობს საკუთარი გზის პოვნას“.

ლევან აბაშიძე

ტეგები

10697238_886949868001919_659323219905251904_o

ლევან აბაშიძე

მას ვერ გარყვნის დრო, ვერ დაამხობს ჩვენს წარმოდგენებში. ის გმირია და გმირად დარჩება – რომანტიკულ გმირად. გმირად, რომელიც ამშვენებდა ქვეყანას, კინოს და რომელმაც თავი გასწირა სამშობლოსთვის.
დრო უძლურია მასთან, დროს ერთადერთი რამ შეუძლია – ჩვენ დაგვავიწყოს ის…
რომ არა ავბედითი 1992 წელი და აფხაზეთის ომი, წელს, 22 მაისს, ლევან აბაშიძეს 46 წელი უნდა შესრულებოდა…
ის კაცი იყო და იცოდა, რომ არც მარტო ეკრანს ეკუთვნოდა, არც სიგიჟემდე შეყვარებულ ქალებს, იცოდა, რომ ის სამშობლოს ეკუთვნოდა უპირველესად… და თავიც სწორედ ამ უპირველესს შესწირა.
1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე – მარლონ ბრანდოს. ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე.
ლევანს ეს არ დასცალდა. ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა.

გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოვხვდი, როგორც ამბობენ, “ნაცნობობით”. ვმეგობრობდი ლანა ღოღობერიძის ქალიშვილთან, ნუცა ალექსი-მესხიშვილთან. ქალბატონი ლანა იღებდა ფილმს “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. ჰოდა, აი, ამ ფილმში, მე შევასრულე მთავარი გმირის შვილის როლი. ფილმის გადაღებისას ახლოს გავიცანი კინო, რომელიც თეატრთან ერთად ძალიან უყვართ ჩვენს ოჯახში. თუმცა პროფესიონალი მხოლოდ პაპაა – სოლიკო ვირსალაძე, დიდი თეატრის მხატვარი. ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, რადგან სახანძროს ახლოს ვცხოვრობდი. ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა აიყვანა კურსი. მე განგების მადლიერი ვარ, რომ მასთან მოვხვდი. მთელი კურსი თეატრის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბატონი მიშა, კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში გვათამაშებდა. უკვე მეორე კურსზე შევასრულე მთავარი როლი სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”.

ბატონმა გიორგი შენგელაიამ ფილმ “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის” გადაღებამდე რამდენიმე ხნით ადრე მირჩია, წამეკითხა ოთარ ჩხეიძის რომანი “ბორიაყი”. მერე სცენარსაც გავეცანი და მივხვდი, მთავარ როლს ვითამაშებდი… გადაღების დაწყებამდე, უკვე მერამდენედ, ფეხი მოვიტეხე და ტრავმატოლოგიურ ცენტრში ამოვყავი თავი. ექიმს ვკითხე, დიდხანს მომიწევს წოლა-მეთქი? – ორი თვე მაინცო… მთელი ფილმის გადაღების მანძილზე ნატკენი ფეხით მომიწია თამაში… მაყურებელი, ალბათ, ვერც ხვდება, ზოგს შეიძლება უკვირს კიდეც, როგორ დადის ეს კაციო…” – ჯერ კიდევ 1985 წელს უამბობდა 22 წლის ლევან აბაშიძე “სოვეტსკაია კინოს”.
ლევან აბაშიძეს კინოში მართლაც დაქალმა “ჩაუწყო” საქმე. ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ულტიმატუმი წაუყენა დედას – თუ ლევანს არ გადაიღებ, ნურც მე გადამიღებო. და აი, ლევანს იღებენ ფილმში, დანიშნულია გადაღების დღეც, და როგორც დედამისი იხსენებს, გადაღების წინა ღამეს თეთრად ათენებს ფანჯარასთან. თურმე იცით რატომ? ეშინოდა, ამინდი არ გაფუჭებულიყო.
ლევანის ბავშვობა სავსე იყო ტრავმატოლოგიურ-რომანტიკული თავგადასავლებით. ერთხელ შეყვარებულისთვის იჩხუბა და თითიც მოიტეხა, მერე ეს თაბაშირი შეინახა და თურმე საკონტროლო წერების დროს მშვენივრად იყენებდა.
ერთხელ ფეხმოტეხილი წავიდა ბიჭვინთაში და შეყვარებულის გამო მეშვიდე სართულზე ავიდა თაბაშირიანი ფეხით, მხოლოდ იმიტომ, რომ ყვავილები დაეტოვებინა კართან. ერთხელ ჟანგიანი მილით ამძვრალა შეყვარებულის აივანზე… დანჯღრეული მოტოციკლით ბაკურიანში მეგობრებთან ჩასვლაც ლევან აბაშიძის სტილი იყო. ერთხელ “ნივით” ორმოში ჩავარდნილა და იქვე დაუტოვებია…
ქეთუსია იგნატოვა გაიხსენებს, რომ მხოლოდ მან იცოდა ერთი ყვავილის განსაკუთრებული ელეგანტურობით მირთმევა და მხოლოდ მას შეეძლო ნებისმიერი ასაკის ქალის მოხიბვლა, მონუსხვა. ლევან აბაშიძის გვერდით მუდამ ლამაზი ქალები იყვნენ. და ეს ქალები ხშირად იცვლებოდნენ… ლევანის დედა, ქალბატონი მანანა ხიდაშელი თვალცრემლიანი მიყვება: “რომ მოვდიოდი, სულ სხვადასხვა გოგოები გამოდიოდნენ სახლიდან… მაგრამ არასოდეს უსინდისობა არ ჩაუდენია, ყოველთვის იცოდა, ვისთან როგორ მოქცეულიყო… გაუთავებელი რომანები ჰქონდა…”
და ამ გაუთავებელ რომანებს შორის იყო ერთი დიდი და გამორჩეული რომანი – ლევანის და მოლდაველი მსახიობი გოგონას, მიკას რომანი…
მანანა ხიდაშელი: “მიკა მოლდაველია, აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი. თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა, დედა, მე ცოლს არასოდეს არ შევირთავ (რატომღაც ასე ამბობდა ყოველთვის…), მაგრამ ძალიან გთხოვ, მიკამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ცხოვრობდა… მერე მიკამ დაამთავრა და წავიდა, რეკავდა, ლევანის დაღუპვა საშინლად განიცადა,
ჩამოვიდა, დღემდე მეხმიანება, მირეკავს, ახლაც არ თხოვდება, მე სულ აქედან ვუკიჟინებ, გათხოვდი-მეთქი…”
ლევან აბაშიძის განუმეორებელი სილამაზე აჯადოებდა ყველას, დიდსა და პატარას. ნატა მურვანიძე და ლევან აბაშიძე ერთ ეზოში იზრდებოდნენ.

ნატა მურვანიძე: “პირველად რომ ვნახე, ალუბლის ხეზე იჯდა და იქიდან გადმომძახა: ეი, ალუბალი არ გინდაო?! იმდენად ლამაზი იყო იმ ალუბლებში, გული შემეკუმშა… ჩვენს ეზოში ბროწეულის ხე დგას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დარგეს, მაგრამ ის არასოდეს ყვაოდა. ვიღაცამ გვითხრა, ხე შეაშინეთ და აუცილებლად მოისხამს ნაყოფსო. ლევანმა ცული მოუქნია ხეს, მე ვეხვეწებოდი, არ მოჭრა, წელსაც ვაცალოთ-მეთქი. ბროწეული მართლაც აყვავილდა… ლევანი ჩვენთან აღარაა, მაგრამ ხე ყოველ წელს ყვავილობს…”

რეჟისორ გოგი ქავთარაძის დისშვილმა, იმ პერიოდისთვის პატარა გოგონამ, მაცაცომ, როგორც იყო, ნახა თავისი კერპი – ლევან აბაშიძე. ლევანმა ალუჩა შესთავაზა გოგონას. გოგონას ალუჩის შენახვა უნდოდა. მაგრამ ლევანი უყურებდა და სხვა რა გზა ჰქონდა, ჩაკბიჩა. მაგრამ კურკა მაინც გადაინახა. ლევანისგან ნაჩუქარი ალუჩის კურკა… სამახსოვროდ. სახლში დაბრუნებულმა დედის ძვირფასთვლიანი ბეჭედი აიღო, ბუდიდან თვალი ამოიღო, იქ კურკა ჩადო და ყველას გამოუცხადა, ეს უფრო ძვირფასიაო. მერე მიწაშიც დარგო, ალუჩა უნდა გავახაროო. და… ელოდა. იმ შემოდგომაზე ლევანიც დაიღუპა… მხოლოდ გოგონა კი არა, ოჯახის ყველა წევრი მოუთმენლად ელოდა ლევანის ალუჩის ამოსვლას. მაგრამ ამაოდ.

1992 წელს, დაიწყო თუ არა აფხაზეთის ომი, ლევანი ომში წასასვლელ გზებს ეძებდა. არადა, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. როგორც მშობლები იხსენებენ, ლევანი ნერვიულობდა, აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო. ომში წასვლა უნდოდა ლევანს და გიორგი გაჩეჩილაძეს (შემდგომში ეკონომიკის მინისტრი). კომისარიატსაც მიაკითხეს. შეიკრიბნენ ბიჭები – ლევანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი, სულხან სულხანიშვილი, გიორგი ნიჟარაძე… წასვლას დღე-დღეზე ელოდნენ, ლევანს ყველა ერიდებოდა, რადგან ბათუმში გადაღებები ეწყებოდა, არადა გემი დაქირავებული იყო, ფულიც გადახდილი, ლევანის გარეშე კი გადაღებები ჩაიშლებოდა. ლევანი ბათუმში გადაღებებზე ისე წავიდა, რომ იცოდა – აფხაზეთში ჯერჯერობით ვერ მიდიოდნენ. წასვლისას ბიჭებს დაუბარა, თუ უჩემოდ მოგიწიათ წასვლა, მე კოორდინატებს გავიგებ და ადგილზე პირდაპირ ბათუმიდან ჩამოვალო. მაგრამ აფხაზეთში წასული ბიჭები ზუსტ კოორდინატებს არ ტოვებდნენ თბილისში. საახლობლოს აიმედებდნენ, შტაბის სამუშაოებს ვასრულებთ, საბრძოლო მოქმედებებში არ ვმონაწილეობთო. არადა, პირველივე დღიდან იარაღი ეჭირათ ხელში.
ბათუმში გადაღებები დასრულდა. 5 სექტემბერს ლევან აბაშიძე თბილისში დაბრუნდა და ნახა აფხაზეთიდან რამდენიმე დღით ჩამოსული გია ნადირაშვილი. რომელიც მეორე დღეს, გამთენიისას, აფხაზეთში ბრუნდებოდა. ლევანმა ისიც გაიგო, რომ ვერტმფრენში ერთი ადგილი იყო. ლევან აბაშიძემ თბილისი 6 სექტემბერს დატოვა. სოხუმში 3-4 საათზე ჩაფრიდნენ. შტაბში ბიჭები ტელევიზორს უყურებდნენ. შედის გია ნადირაშვილი და მებრძოლებს ეუბნება: ნახეთ, ბიჭებო, ვინ მოგიყვანეთო და შედის ლევანი. მეგობრებსა და ნაცნობებზე ლაპარაკიც არაა, ყველას გაუხარდა მისი დანახვა, ეს ხომ მსახიობია, ამას ხომ ჩვენც ვიცნობთ… იმ საღამოსვე გავიდნენ პოზიციაზე. ის ღამე და მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ბრძოლის ველი. სანგარი. საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი.
ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ ქართულ (და არამარტო ქართულ) კინოს ხელიდან გამოსტაცა ახალგაზრდა, 28 წლის ულამაზესი მამაკაცი. ლევან აბაშიძე ლანა ღოღობერიძემ ფრესკიდან გადმოსულს შეადარა.
ლევან აბაშიძე გადავიდა მოგონებებში, ჩვენს უახლოეს წარსულში და როგორც ლანა ღოღობერიძე იტყოდა, ჩვენ, ქართველებს, ერთადერთი რამ გვევალება, არ დავივიწყოთ ქართული გენის ეს მშვენება.
ლევან აბაშიძის მშობლები – მანანა ხიდაშელი და აგი აბაშიძე მთელს თბილისში სილამაზით განთქმული წყვილი იყო. ჩამომავლობით კი ლევანი ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან.
ლევანის პანაშვიდზე პატარა, 12-13 წლის ბიჭების გუნდი მივიდა, ქალბატონმა მანანამ ჰკითხათ, ვინ ხართ, ბიჭებოო? ჩვენ ლევანის ძმაკაცები ვართო, უპასუხეს ბავშვებმა…

ვლადიმერ ვისოცკის ფრაზები

ტეგები

vladimir-visockiy-bio-5

“ქმრის მოღალატე ცოლი ბოზია, ისევე როგორც ცოლის მოღალატე ქმარია ბოზი. მათ შორის არ არსებობს განსხვავება. არ არსებობს ცნება “მხოლოდ ერთხელ ვუღალატე”.. ერთხელ უღალატე? ესეიგი ბოზი ხარ და მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ უღალატე. შეიძლება ცხოვრების ბოლომდე დამალონ ეს ღალატი, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს დაუმალავენ, გულის სიღრმეში ყოველთვის ეცოდინებათ, რომ ბოზები არიან.”

vladimir-visockiy-bio-1

“ბრუნდება ყველა, საუკეთესო მეგობრების გარდა,
ყველაზე მოსიყვარულე და ერთგული ქალების გარდა.
ბრუნდება ყველა – იმათ გარდა, ვინც საჭიროა.”

vladimir-visockiy-bio-2
“ათასჯერ მართალიც რომ იყო, რა მნიშვნელობა აქვს? თუ შენი საყვარელი ქალი ტირის.”

ვლადიმერ ვისოცკი

„კოკო შანელის რჩევები და ფრაზები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან“

ტეგები

,

50hp6at657qpbnsp0egiabfkt151de8aa5d5a95

  • ”სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი”
  • ”თუ ქალი ლამაზი არ არის, ესე იგი სულელია”
  • ”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის”
  • ”ქუდები ქალისგან ნამდვილ ლედის ქმნიან”
  • ”ღამის თევა საკუთარი თავის არდაზოგვას ნიშნავს, პირადად მე 12 საათის შემდეგ, ძილის გარდა არაფერი მაინტერესებს
  • ”თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული”
  • ”ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი“
  • „მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება…“
  • „მოდა იცვლება, მაგრამ სტილი რჩება“
  • „მე არ ვქმნი მოდას, მე ვარ მოდა.“
  • „ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ძვირფასეულობა სიღარიბის საწინააღმდეგოა. არა. ის ვულგარულობის საწინააღმდეგოა.“
  • ”სად უნდა დავისხათ სუნამო”? – ახალგაზრდა ქალმა მკითხა. ”ნებისმიერ ადგილას სადაც გინდა, რომ გაკოცონ”
  • „საუკეთესო ფერი ისაა, რომელიც შენ გიხდება.“
  • „მოდას აქვს 2 დანიშნულება: კომფორტი და სიყვარული. სილამაზე მოდის მერე, როდესაც მოდა წარმატებას აღწევს.“
  • „ლამაზი კაბა შესაძლებელია ლამაზი ჩანდეს საკიდზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ის აუციელბლად უნდა იქნეს დანახული მხრებზე, მხრის, წელისა და ფეხების მოძრაობაზე.“
  • „გოგონა აუცილებლად უნდა იყოს 2 რაღაც: ელეგანტური და არაჩვეულებრივი.:
  • „თუ გინდათ იყო უბადლო, აუცილებლად უნდა იყო განსხვავებული.“
  • „ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ქალს სახლიდან გასვლა, პატარა მოწესრიგების გარეშეც კი – თუნდაც ზრდილობის გულისთვის.“
  • „და ამის შემდეგ, შენ არ იცი, შესაძლებელია ეს ის დღეა, როცა შენს ბედს უნად შეხვდე. და საუკეთესოა, ისე კარგად გამოიყურებოდე როგორც შესაძლოა შენი ბედისთვის“
  • „სილამაზეზე ზრუნვა დაიწყეთ სულის გალამაზებით, თორემ ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ შედეგს.“
  • „ნამდვილი მამაკაცების დეფიციტი, არ არის არაკაცებთან ყოფნის მიზეზი.“
  • „ლამაზი მამაკაცები არ უნდა არსებობდნენ, მახინჯები კი არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ ცოტა ყვავილები და თბილი შამპანიური.“
  • „ჭეშმარიტად გულუხვი ის არის ვისაც უმადურობის უგულვებელყოფა შეუძლია.“
  • „20 წლამდე ქალს აქვს სახე, რომელიც ბუნებამ უბოძა; ხოლო 50 წლამდე კი სახე, რომელსაც იმსახურებს.”
  • „მოდა, რომელიც ვერ აღწევს ქუჩებამდე, არ არის მოდა.“
  • „ქალი იმდენი წლისაა, რამდენსაც იმსახურებს.“
  • „ქალი მაშინაა ყველაზე ახლოს სიშიშვლესთან, როცა ის უზადოდაა ჩაცმული.“
  • „შეიმოსეთ თვალისმომჭრელად და მათ დაამახსოვრდებათ თქვენი აკაზმულობა; ჩაიცვით უზადოდ და უბრალოდ და მათ დაამახსოვრდებათ ქალი.“
  • „მოდა არქიტექტურასავითაა- აქ ყველაფერი დამოკიდებულია პროპორციებზე.“
  • „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს, შევქმნა კლასიკა.“ • „მას შემდეგ, რაც თავს შეიმკობთ აქსესუარებით, ყოველთვის მოიხსენით ის, რაც ბოლო გაიკეთეთ.“
  • „იმისათვის, რომ იყო ელეგანტური, სულაც არაა აუცილებელი, ახალი კაბა გეცვას.“
  • „თუ მამაკაცი ცუდად საუბრობას ყველა ქალზე, ეს ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ერთმა ქალბატონმა ატკინა გული.“
  • „ტყუილად ნუ გაფლანგავთ დროს კედელზე კაკუნით, იმ იმედით, რომ კედელი კარად გადაიქცევა.“
  • „არსებობს ხალხი, ვისაც აქვს ფული და არსებობს ხალხი, ვინც არის მდიდარი.“
  • „მსოფლიოში საუკეთესო ფერია ის, რომელიც შენ გიხდება.“
  • „იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.“
  • „თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი.“
  • „მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა.“
  • „არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო.“
  • „როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ.“
  • „ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს“
  • „დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას.“
  • „მოდურად ჩაცმა ძალზე იოლია, კარგად და გემოვნებით ჩაცმა კი რთული“
  • „ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს და ესადაგებოდეს თქვენს ხასიათს“
  • „უნდა შეგწევდეთ უნარი, რომ კაბა, რომლის მსგავსი შეიძლება სხვებსაც ეცვათ, ისე ატაროთ, არც ერთი გავდეს შენსას“
  • „ მოხდენილად თავის დაჭერის და კაბის ტარების უნარი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ლამაზი კაბისა და სამკაულების ქონა.“
  • „თუ სამკაულს იხდენთ და მოგწონთ, რა მნიშვნელობა აქვს ძვირფასია თუ არა?“
  • „რა საჭიროა ყოველი ახალი საზეიმო ვითარებისთვის ახალი კაბის შეძენა? ნუთუ ასეთი უმნიშვნელოა ქალი და ასე მნიშვნელოვანია კაბა?“
  • „იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული.“
  • ” აიყვანო თავი ხელში, როცა გულნატკენი ხარ და არ მოაწყო სცენები, როცა გაბრაზებული ხარ – აი, რას ნიშნავს, იყო იდეალური ქალი.”
  • ლამაზად რომ გამოიყურებოდე, უნდა დაიწყო გულიდან და სულიდან, სხვანაირად არანაირი კოსმეტიკა არ გიშველით.
  • ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია.
  • „თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლას“.
  • „ჩემი ასაკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეა დღეს და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვსაუბრობ“.
  • „ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს“.
  • „ვინაიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ“.
  • „უნდა ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ჭკუით, მაგრამ აღარ გააჩნიათ საღი აზროვნება“.
  • „ყოველდღე მე რაღაცას ვამარტივებ, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ“.
  • „ფეხებზე მკიდია, თუ რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ“.
  • „როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები“.
  • „დიადი ვნებები – მათაც სჭირდება გადატანა“.
  • „თუ დადგება დღე, როცა მე ვერაფერს ვერ გამოვიგონებ, ეს იქნება ჩემი აღსასრული“.
  • „ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია“.
  • „თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასოდეს არ გქონიათ , მაშინ მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ“.
  • . „დაინდეთ თავი, თქვენივე თავის გულისთვის. დაინდეთ საკუთარი ყურები, თვალები, დაინდეთ თქვენი გონება და აზრები. რა უნდა ნახოთ ან გაგიგონოთ შუაღამის შემდეგ ისეთი, რაც იქნება უფრო ფასეული და სასარგებლო ვიდრე თქვენი ძილია? ეს ყველაფერი თქვენ ხომ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მოსმენილი“.
  • „ჩვენ, ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ კაცებმა შეგვიყვარონ და სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ კაცები“.
  • „თუ თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ თუ რა ეცვა მას, ესე იგი მას ეცვა იდეალურად“.
  • „სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან“.
  • „ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას“.
  • „თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს“.
  • „ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია“.
  • „როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია“.

1313473397769.cached

1. შარვალი ქალს ათავისუფლებს კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს, რომ შარვალი ძალიან კომფორტული და მოდური სამოსია. ახლა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ კოკო შანელმა მისცა ქალებს სწრაფი სიარულისა და კომფორტულად ჯდომის საშუალება. ყოველდღიურად კოკო ვიწრო ჯინსებსა და კლასიკურ ჯემპერში გამოწყობილი დადიოდა, ხოლო წვეულებებსა და საღამოებზე ის განიერ შარვლებს ირგებდა. სწორედ ისეთს, როგორსაც მოგვიანებით მარლენ დიტრიხი ატარებდა.

 2. იდეალური ქვედაბოლო მუხლებს უნდა ფარავდეს მადმუეზელ კოკო თვლიდა, რომ ქალის მუხლები ძალიან მახინჯია, ამიტომ უნდა დაიმალოს. აღმოჩნდა, რომ კოკო არ ცდებოდა. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობას, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთი “კლასიკური” სიგრძის კაბა უხდება. შანელმა, სპეციალურად საქმიანი ქალებისთვის, ასეთი კომფორტული კაბების რამდენიმე მოდელი შეიმუშავა. ყველა მათგანი სწორი და ვიწროა და მათი კიდეები დეკორატიული ხაზებითაა გაფორმებული.

3. აქსესუარი უნდა იყოს ბევრი – რაც მეტი, მით უკეთესი. კოკო შანელი გიჟდებოდა აქსესუარებზე. მას სამკაულებში საოცრად დიდი თანხის გადახდაც შეეძლო. კოკო პირველი იყო, რომელმაც ერთად გაიკეთა ბიჟუტერია და ძვირფასი სამკაულები. ის იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში მარგალიტების, ლალისა და ზურმუხტის მძივების, ბროშების (რაც მის საფირმო ნიშნად ითვლება), შლაპებისა და ბერეტების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც მას უბრალო, მამაკაცის თეთრი პერანგი ეცვა, კოკო აუცილებლად ირგებდა რაიმე თვალისმომჭრელ სამკაულს.

4.პიჯაკი უნდა იყოს მჩატე, როგორც ჟაკეტი. 1925 წელს კოკო შანელმა მჩატე პიჯაკების სერია შექმნა, რომელიც ქალის სილუეტს უსვამდა ხაზს და ამასთან ძალიან კომფორტული იყო. ტრადიციული პიჯაკების მაგივრად, რომელსაც საკმაოდ უხეში ფორმა ჰქონდა, შანელმა ქალებს ნაზი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი, ვიწრო, გრძელმკლავიანი დიზაინი შესთავაზა. ასეთი პიჯაკი არ ზღუდავს ჟესტებს. კოკომდე ქალებს ძალდატანების გარეშე ტაქსის გაჩერებაც კი უძნელდებოდათ. ამბობენ, შანელის მიერ შექმნილი ასეთი პიჯაკების ორიგინალები დღემდე არსებობს. ისინი მეორად ბაზრობებზე, ძალიან იაფად იყიდება.

5. იდეალური სამოსი მამაკაცურსა და ქალურ დეტალებს უნდა აერთიანებდეს 1920 წელს კოკო შანელმა ახალი სტილი დანერგა. ეს იყო ქალი – მოკლე ვარცხნილობით, მამაკაცური სილუეტითა და ავხორცობით სავსე, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა. მეზღვაურის პერანგი, პოლოს მოთამაშეთა სვიტერი, მამაკაცური ქურთუკები და წინდები. კოკო შანელი არ ერიდებოდა მათ ჩაცმას და ამასთან, ყველაფერს ძვირფასი სამკაულებით აფორმებდა

. 6. პატივი მიაგეთ პატარა შავ კაბებს LBD – little black dress შანელმა მოდაში 1926 წელს შემოიტანა. მას სურდა ისეთი კაბის შექმნა, რომლის მორგება ნებისმიერ ქალს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებოდა. ამასთან, კაბა ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ განსხვავებულ აქსესუარებს მისთვის განსხვავებული ვიზუალი მიენიჭებინათ. შანელამდე შავი ფერი მხოლოდ ტრაურის სინონიმი იყო, თუმცა გენიალურმა დიზაინერმა შეძლო და პატარა შავი კაბა უკვდავ, ელეგანტრურ სამოსად აქცია.

7. ელეგანტური ფეხსაცმელი ორ ფერს უნდა შეიცავდეს ცნობილია, რომ კოკო შანელი ფერთა გამაში მხოლოდ შავსა და თეთრს აღიარებდა. დიზაინერი აღმერთებდა ამ ორი ფერის შერწყმას. სწორედ შანელმა შექმნა ცნობილი ფეხსაცმლის მოდელი – ლაქის საზაფხულო ფეხსაცმელი თეთრი ყელითა და შავი ძირით. ის მიიჩნევდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალს უფრო სექსუალურს აჩენს და ამასთან, ტერფის სიგრძეს ვიზუალური ეფექტის მეშვეობით ფარავს. ამასთან, კოკოს აზრით, ასეთი, თუნდაც დაბალქუსლიანი ფეხსაცმლი, ნებისმიერ სამოსს იდეალურად ეხამება.

8.ფუფუნება უნდა იყოს კოფორტული- წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფუფუნება არ არის ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ შანელის დღისა და საღამოს კაბები ისე იყო შექმნილი, რომ ქალებს მათი ტარებისას, უხერხულობა არ ეგრძნოთ. დაბალი ქუსლები, უსახელო მაისურები და ელასტიკური ჟაკეტები – ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ქალებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. კოკოსთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო თავისი კლიენტების ცხოვრების სტილი და მათთვის გამოსადეგი სამოსის შექმნა. ის არასოდეს ქმნიდა მოდას, მხოლოდ მოდისთვის. “ყოველთვის ეძებეთ ქალი, კაბის ქვეშ – არ არის კაბა, არ არის ქალიც”, – ამბობდა შანელი.

02deead5b9135ff9726c8c68e2b1bb89

სახლი მინდოდა მქონოდა . . . <3

მე რომ მკითხო, ბროლის კოშკს მიწური ფაცხა მირჩევნია, შიგ შუაცეცხლი გენთოს და ელოდე ვინმეს, . . ელოდე მოუთმენლად, გინდოდეს მისი მოსვლა. . .

ოტია იოსელიანი – „ცეცხლთან თამაში“

domik-sneg-zima

საკუთარი სახლი,რაგინდ ძველი და დაუცველი იყოს იგი,მაინც სხვის ციხესიმაგრეებს ჯობია,რადგან შენია,შენი ნაფიქრალით,შენი სუნითაა გაჟღენთილი და არა მარტო უტყვი მოწმეა შენი შიშისა თუ შიმშილისა,სევდისა თუ იმედისა,არამედ – მოზიარეც,თანამგრძნობელი და გამტანი.

ოთარ ჭილაძე 

192035_333953330027555_2024818542_o

ადამიანს მშობლიურ სახლში გატარებული ბავშვობის მოგონებებზე უფრო ძვირფასი არაფერი გააჩნია. ეს ყოველთვის ასეა, თუკი ოჯახში მცირედი სიყვარული და თანხმობა მაინც სუფევს.”

ფიოდორ დოსტოევსკი

574926-1680x1050

“ღარიბები ვიყავით, მაგრამ სიცოცხლით სავსე სახლი გვედგა.”

გ. რაზიკაშვილი

998651_693390670679602_1026981828_n

“ყველა ბინას თავისი სუნი აქვს და ვერც გაიგებ რისგან. ეს არც რაიმე კერძის სუნია და არც რაიმე სუნამოსი; საერთოდ, ეშმაკმა უწყის, რისია, ოღონდ კარს შეაღებ თუ არა, ხვდები რომ საკუთარ სახლში ხარ…”

ჯერომ სელინჯერი

priroda-zima-sneg-snezhinki-3831

„-საერთოდ, სულერთია, სად იცხოვრებს ადამიანი, კეტ. მთავარი ის კი არ არის, უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად. მთავარია ის, რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას. . .“

ერიხ მარია რემარკი – „ტრიუმფალური თაღი”

10629515_749927945096756_1262966643384313584_o

ჩვენ ყველასაგვაქ ჩვენ-ჩევნი სახლი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე…

სამოსელი პირველი

10689575_752699111486306_6367748428250449093_n

ერთადერთი ადგილი სადაც გელოდებიან, შენი სჯერათ, უყვარხარ, გპატრონობენ, არასოდეს მოგატყუებენ, გულს არ გატკენენ და ზრუნავენ შენზე, ეს არის სახლი სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ…. და რა ბედნიერია ის ადამიანი ვისაც ასეთი სახლი გააჩნია . . . 

10533272_869691103061129_2529719325849796441_o

ჩემი თვალით დანახული „ოსტატი და მარგარიტა“ <3

ტეგები

DSC_0803 copy

ინც გიყვარს იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო (შტრიხები ”ოსტატი და მარგარიტა“-დან)
იერუშალაიმს იეშუა მოევლინა და არ დაიჯერეს..მოსკოვას სატანა ესტუმრა და ვერც ეგ დაინახეს უბრალო მოკვდავებმა. ადამინებმა ყველაფერს ჩვენ განვაგებთო, არ არსებობს ღმერთი და ეშმაკიო. . . ათეიზმი სუფევდა ბულგაკოვისეულ ქალაქში და ალბათ ამ ნაწარმოებით სურდა მწერალს დაემტკიცებინა,რომ მოკვდავთა ბედი მათზე არ არის დამოკიდებული და იგი ზეცაში წყდება… ჩემის აზრით „ოსტატი და მარგარიტა“ ყველაზე ფსიქოლოგიურ – მორალურ – მისტიკური ნაწარმოებია,რაც კი ოდესმე წამიკითხავს ( და ალბათ მსგავსს ვეღარაფერს აღმოვაჩენ ). ბულგაკოვმა დამაბნია, იეშუამ ჩამაფიქრა, ვოლანდი მაინტრიგებს და აღმაფრთოვანებს, ოსტატი გაურკვეველ – უცნაურ ემოციებს იწვევს, მარგარიტა მაოცებს, პილატე კი. . . . . . . . . პილატემ გული ჩამწყვიტა. . . ბევრი დეტალი და სიუჟეტი ჩამრჩა გონებაში რისგანაც ჯერ კიდევ ვერ განვთავისუფლდი. მთელი სიუჟეტი ფილმის კადრებივით ვნახე რამაც დამაბნია და ისეთი გრძნობა გამიჩინა თითქოს ეს ყველაფერი ჩემს გარშემო ხდებოდა. ყველა პერსონაჟს თვალდახუჭული ვხედავ და ბულგაკოვისეული „შფოთვა“ თითქოს თან მომყვება. რომანში რამდენიმე სიუჟეტია, რომელიც თავიდან თითქოსდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვითარდება – ამბავი პირველი მოსკოვში გამოჩენილ ვოლანდისა და ბერლიოზის თავისკვეთის შესახებ გვიამობობს. მეორე, იეშუას ჯვარცმას და პილატეს სინანულზე, მესამე ოსტატისა და მარგარიტას სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. . . ბოლოს კი სადაც სამივე ამბავი ერთ სიუჟეტად იკვრება ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და არეული ფანტასმაგორია და ბუფონადა კიდევ უფრო მაბნევს, კითხის ტემპს მინელებს და აღქმისათვის ჩეულებრივზე მეტ დროს მართმევს. მოქმედება მუდმივად მსვლელობაშია და ამიტომაც ავტორი აღწირილობებსა და სხვა დეტალებზე ყურადღებას არ გვაფანტვინებს.

იეშუაც ბულგაკოვისელია – 27 წლისა და ერთი მოწაფე ჰყავს, ავტორი თითქოს მიჰყვება სახარებისეულ ჯვარცმას და მერე ხვდები რომ მნიშვნელობა არ აქვს იეშუა 27 წლისაა თუ 33 – ის, რადგან იგი შენშია ისეთი, როგორიც შენ გსურს, ვოლანდის მსგავსად. . . შენი ქცევებიც მათ შორის მერყეობს. ამიტომ ადამიანს ზოგჯერ ისეთ ბოროტების ჩადენა ძალუძს თავადაც უკვირს, ისევე როგორც მოულოდნელად გამოვლენილი ალტუიზმი…

“ყველაფერი როგორ უნდა განაგოს ადამიანმა როცა მან ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის?“

ეუბნება ვოლანდი ბეზდომნის და ალბათ დამეთანხმებით, რომ სულაც არ არის ტიპიური სატანა, იეშუასთანაც სხვანაირი ურთიერთობა აქვს და იმაზეც მიანიშნებს რომ მოკვდავთა ბედს ის, ზემოთ სხვა განაგებს. . . . ეს კომუნისტურ ეპოქაში მოღვაწე მწერალთათვის გამოსაფხიზლებელ შეძახილს ჰგავდა,განსაკუთრებით მათთვის ვისაც არ ეწერინებოდა და პოეტ – მწერლობას იბრალებდა და იქვე – ”ჰა ნოცრი”.

“ბეწვის გადაჭრა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც შეაბა.”!

პილატე ინანიებს. . . .აქ ეს პირდაპირ არის ნაჩვენები. მესია იქ იყო, არ დაიჯერეს და მაინც ელოდნენ.პილატე პონტოელი ბოლოს ძალიან შემებრალა და ცხადად დავინახე რა არის დედამიწაზე მოვლენილი ჯოჯოხეთი ადამიანისთვის. . . . თუმცა,უნდა ვაღიარო, ვერაფრით მივხვდი რატომ დასაჯა პილატემ იეშუა სიკვდილით. . . მაინც გაუგებარ სიტუაციაში დამტოვა . . .

“უნდა პატიმარ ჰა ნოცრის ელაპარაკოს, ამტკიცებს, თითქოს რაღაც ბოლომდე ვერ უთხრა მაშინ, დიდი ხნის წინათ, გაზაფხულის თვის ნისანის თოთხმეტს.”

ყველაფერი სწორედ ნისანის თოთხმეტს დაიწყო, მაშინ იყო პილატეც რომ დარწმუნდა, წინ სულ სხვა კაცი ედგა და ვერ უთხრა, რომ აღიარა მისი უპირატესობა. შემდეგ – ვინც გიყვარს იმის ხვედრიც უნდა გაიზიაროო. . . მარგარიტაც მიჰყვება ოსტატს და სულაც არ ადარდებს სად. . . ლევი მათე იეშუას თანაზიარი ხდება, ვოლანდსაც ჰყავს თანამოაზრეები, (განსაკუთრებით კატაზე გავგიჟდი = ]] ) . მანამდე ჩრდილზე ცხოვრებაში არ მიფიქრია. ის კი ვიცოდი, რომ მწუხარების მერე სიხარული უფრო ძლიერია და უარყოფითი დადებითს უკეთესად წარმოაჩენს.

“იქნებ იმაზეც დაფიქრდე, რა უნდა ექნა შენს სიკეთეს ქვეყნად ბოროტება რომ არ ყოფილიყო. ანდა, რას დაემგვანება ქვეყანა, მიწის პირიდან ჩრდილები რომ გაქრეს? ჩრდილს ხომ ადამიანი და საგანი ჰფენს”,

– ეს ვოლანდია, სატანის არსებობასაც თავისი მიზანი გააჩნია, რომ გამოგვაფხიზლოს და ბევრი რამის გარჩევაში დაგვეხმაროს . . . მნიშვნელოვანი ეპიზოდია ვოლანდის მიერ გაჩენილი ფული და ტანსაცმელი, რომელიც მალევე ქრება,ადამიანებიც ხომ სასწაულს მხოლოდ მატერიალური სარგებლისთვის ვიჯერერბთ ხშირად და მერე ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნევთ ამ სასწაულებს (ყოფიერებაშიც განა ზუსტად ასე არ არის?!).

p.s.მიმაჩნია, რომ „ოსტატი და მარგარიტა“ თვალების ფართოდ გახელის მოწოდებაა… სიკეთე შეამჩნიო, დაინახო და დააფასო… ყველაფერი საკუთარ შესაძლებლობებს არ მიაწეროს. ყალბი ნამდვილისგან გაარჩიო და ბოროტის არსებობა მხოლოდ სიკეთის ძიებისათვის,ცივისგან თბილის არჩევისათვის და შავიდან თეთრის დანახვისათვის დაუშვა. . . ჩემო ძვირფასებო,ამ ნაწარმოებზე ჩემი შთაბეჭდილებები იმედია ნაწილობრივ მაინც გაგიზიარეთ და თავს,რომ არ შეგაწყენოთ გთავაზობთ წიგნიდან – „ოსტატი და მარგარიტა“ ციტატებს

•*´¯`⊰✿

„-უბედურება ისაა, – განაგრძო ნებაზე მიშვებულმა ტყვემ, – რომ გულჩათხრობილი ხარ და უკვე აღარც ადამიანების გჯერა. დამეთანხმები, ხომ შეუძლებელია მთელი სიყვარული ძაღლს შეალიო, სულით გაღარიბდი, იგემონო, – კვლავ კეთილად გაუღიმა პატიმარმა“

•*´¯`⊰✿

„შურს ვინ აღუვლენს ხოტბას? ამაზე საშინელი ხომ არაფერია ამქვეყნად. . . “

•*´¯`⊰✿

„ბევრი რამ შეიძლება მოგიყვნენ, მაგრამ ყველაფერი ხომ არ უნდა დაიჯეროთ?“

•*´¯`⊰✿

„თუმცა კატამ საათია ნომერზე უკეთესი რამ ჩაიდინა: მოულოდნელად სავარძლიდან წამოდგა, უკანა თათებზე ატოტებული მიუახლოვდა სარკიან მაგიდას, წინა თათებით გრაფინს სახურავი მოხადა, წყალი დაისხა, დალია, სახურავი ისევ დაახურა და საგრიმიორო ნაჭერზე ტუჩები შეიწმინდა.
– აი, კლასი!
ზარი მესამედ, განგაშიანად აჟღრიალდა და საინტერესო ნომერის მოლოდინში აღგზნებული მსახიობები საპირფარეშოდან კულისებისკენ გაცვივდნენ.“

•*´¯`⊰✿

„-რას იზამ, – უპასუხა დაფიქრებულმა ვოლანდმა, – ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უყვართ ფული, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ასე იყო. . . კაცობრიობას უყვარს ფული, რისგანაც არ უნდა იყოს გაკეთებული, ტყავისგან, ქაღალდისგა, ბრინჯისა თუ ოქროსგან. კიდევ თავქარიანებიც არიან. . . მერე რა მოხდა? მოწყალებაც ხანდახან გაუფაჩუნდებათ ხოლმე გულში. . . ჩვეულებრივი ხალხია. . . არსებითად იმ ძველებს მაგონებენ. . . ოღონდ ცოტათი საბინაო საკითხვა გააფუჭა. . . – და ხმამაღლა დასძინა, – თავი მოარგეთ! “

•*´¯`⊰✿

„საოცრად დამშვენებული ქალი სარკესთან შედგა, გაშიშვლებული მხრები შეატოკა, კეფაზე თმა შეისწორა და უკან გადაიხარა – ზურგის დასანახად“

•*´¯`⊰✿

„-რა გვარი ბრძანდებით?
-უსახლკარო.
-ეჰ, ეჰ. . . – შუბლი შეიკრა სტუმარმა.
-თქვენ რა, ჩემი ლექსები არ მოგწონთ? ჰკითხა ივანმა.
-ძალიან არ მომწონს.
-რომელი წაგიკითხავთ?
-საერთოდ არ წამიკითხავს ! – უთხრა სტუმარმა და განერვიულდა.“

•*´¯`⊰✿

„ბოლოს და ბოლოს ასეთი ვინ არის? – მუშტები აიქნია გაბრაზებულმა ივანმა.
სტუმარმა ივანს შეხედა და კითხვითვე უპასუხა:
-არ განერვიულდებით? აქ ცოტა საშიში ხალხი ვართ. . . ექიმის გამოძახება, ნემსები და ათასი სისულელე არ დაგჭირდებათ?
-არა, არა! – იყვირა ივანმა, – მითხარით, ვინ არის?
-კეთილი, – უპასუხა სტუმარმა და დამაჯერებლად, დამარცვლით უთხრა, – გუშინ, პატრიარქთა ტბორებზე, თქვენ სატანას შეხვდით.“

•*´¯`⊰✿

„მე კი უეცრად, სრულიად მოულოდნელად, ვიგრძენი, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ ეს ქალი მიყვარდა!“

•*´¯`⊰✿

„-საერთოდ არ გიყვარვართ ყვავილები?
მომეჩვენა, რომ მტრულად მკითხა. მე გვერდით მივყვებოდი, ვცდილობდი, არ ჩამოვრჩენოდი და ჩემდა გასაოცრად, სრულიად არ ვგრძნობდი უხერხულობას.
-არა, ყვავილები მიყვარს, მაგრამ არა ასეთი, – ვუთხარი.
-აბა, როგორი?
-ვარდები მიყვარს.“

•*´¯`⊰✿

„ის მხოლოდ ერთხელ შემოდიოდა ჭიშკარში, მანამდე კი ათჯერ მაინც ამიფართხალდებოდა გული. . .“

•*´¯`⊰✿

„ასეთი თვალები არ ცრუობენ. მე ხომ რამდენჯერმე აგიხსენით თქვენი შეცდომა, თქვენ ღირსეულად არ აფასებთ ადამიანის თვალებს. დამერწმუნეთ, ენას შეუძლია სიმართლე დამალოს, თვალებს კი -არასოდეს!“

•*´¯`⊰✿

„-კაცს ძველი ცოდვა არ უნდა გაუხსენო. . . “

•*´¯`⊰✿

„ბოძებთან მისულმა, კოჭებადე წყალში მდგარმა, ტანიდან დამძიმებული, წყლით გაჟივებული ტალიფი შემოიგლიჯა და პერანგის ამარამ იეშუას ფეხები გულში ჩაიხუტა.“

•*´¯`⊰✿

„-მაგრამ მე მინც მგონია, რაღაც უსიამოვნო იმალება იმ კაცებში, ვინც ღვინოს, ქაღალდს და მომხიბლავ ქალებს, ან მაგიდასთან საუბარს ერიდებიან. ასეთი ადამიანები ან მძიმედ არიან ავად, ან ირგვლივმყოფთ ვერ იტანენ და ამის დაფარვას ცდილობენ. თუმცა გამონაკლისიც შესაძლებლია. იმ ხალხთა შორის, ვინც ჩემთან ერთად შემოსხდომია საქეიფო სუფრას, ხანდახან ენით აუწერელი გაიძვერებიც შემხედრია!„

•*´¯`⊰✿

„ვინ მოგატყუათ, თითქოს ამქვეყნად ჭეშმარიტი, ერთგული და მარადიული სიყვარული არ არსებობდეს? ენა უნდა ამოაძრო ასეთ ფლიდს!“

•*´¯`⊰✿

„ესოდეს არაფირს შეგეშინდეთ. შიში უაზრობაა. “

•*´¯`⊰✿

„არასოდეს არაფერი არ ითხოვოთ! არაფერი! მით უმეტეს იმათგან, ვინც თქვენზე ძლიერია. თვითონ შემოგთავაზებენ და თვითონ მოგცემენ ყველაფერს!“

•*´¯`⊰✿

„ -მომწყდი თავიდან! – უბრძანა ვოლანდმა.
-ჯერ რომ ყავა არ დამილევია, – წამოიკნავლა კატამ, – ასე წასვლა როგორ შეიძლება? ნუთუ, მესირ, საზეიმო სუფრასთან სტუმრებს ორ ხარისხად ყოფენ? ერთნი – პირველი, მეორე კი, როგორც ის ქვაწვია მებუფეტე ბრძანებდა – მეორე ხარისხის არიან?“

•*´¯`⊰✿
„ასე, აივნიდან ფეხმოუცვლელად შეხვდა დღესასწაულის ღამეს ერთურთის მოყვარული ორი არსება – ძაღლი და ადამიანი“

•*´¯`⊰✿

„-დაჯექი, – მიიწვია პილატემ და სავარძელზე მიუთითა.
ლევიმ ურწმუნოდ გახედა პროკურატორს, სავარძლისკენ წდაიძრა, დამფრთხალი დააკვირდა ოქროს სახელურებს და შიგ კი არა, სავარძლის გვერდით, იატაკზე დაჯდა.
-ამიხსენი, რატომ არ ჩაჯექი სავარძელში? – ჰკითხა პილატემ.
-ჭუჭყიანი ვარ და დავსვრი, – თქვა მიწას ჩაჩერებულმა ლევიმ.
-ახლავე საჭმელს მოგიტანენ.
-ჭამა არ მინდა, -უპასუხა ლევიმ.
-რატომ ტყუი? ხმადაბლა ჰკითხა პილატემ, – შენ ხომ მთელი დღეა არაფერი გიჭამია ან იქნებ, მეტიც. კარგი, ნუ შეჭამ. მე მხოლოდ იმისთვის გიხმე, რომ დანა მაჩვენო, რომელიც თან გქონდა.
-აქ შემოსვლადე ჯარისკაცება ჩამომართვეს, – უპასუხა ლევი მათემ და პირქუშად უთხრა, – თუ შეიძლება, დამიბრუნეთ პატრონს უნდა მივუტანო, ეგ დანა მოპარული მაქვს.
-რატომ მოიპარე?
-თოკები რომ გადამეჭრა, – უპასუხა ლევი მათემ.“

•*´¯`⊰✿

„-იცოდე იგემონ, რომ იერუშალაიმში ერთ კაცს სიცოცხლეს გამოვასალმებ. ეს მინდა გითხრა, რადგან უნდა იცოდე, რომ სისხლი კვლავ დაიღვრება.
-მეც ვიცი, რომ დაიღვრება, – უპასუხაპილატემ, – მაგ სიტყვებით ვერ გამაოცებ. შენ, ცხადია, ჩემს მოკვლას აპირებ?
-შენს მოკვლას ვერ მოვახერხებ, – გაკრეჭილი ღიმილით უთხრა ლევიმ, – მე არც ისეთი სულელი ვარ, ამის იმედი მქონდეს მაგრამ იუდა კირიათელს კი გამოვასალმებ სიცოცხლეს. ამისთვის თავს არ დავზოგავ.
უცებ თვალები ღიმილით აევსო პროკურატორს, მან თითით იხმო ლევი და წასჩურჩულა:
-ტყუილად გაირჯები, ამას ვეღარ მოახერხებ. ამაღამ უკვე მოკლეს იუდა.
ლევი უკან გახტა, ველურად დააცეცა თვალები და ამოიხავლა:
-ვინ მოკლა?
-ნუ ხარ ეჭვიანი, ნეტარი ღიმილით უპასუხა პილატემ და ხელები მოიფშვნიტა, – მგონი, შენ გარდა სხვებსაც უყვარდათ იეშუა.
-მითხარი, ვინ მოკლა? – ჩურჩულით ჩაეძია ლევი.
პილატემ უპასუხა:
-მე.
ლევიმ პირი დააღო, შეშლილივით მიაჩერდა პროკურატორს, მან კი განაგრძო:
-ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. მაგრამ ეს მაინც, მე გავაკეთე. . .“

•*´¯`⊰✿

„პროტესტს ვაცხადებ, – წამოიძახა ბეჰემოთმა, – დოსტოევსკი უკდავია!“

•*´¯`⊰✿

„ვოლანდმა თქვა:
-რა საინტერესო ქალაქია, არა?
აზაზელო შეირხა და თავაზიანად უპასუხა:
-მესირ, მე რომი უფრო მომწონს!
-ჰო, გემოვნების საქმეა! – უთხრა ვოლანდმა.
რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გაისმა ხმა:
-იქ, ხეივანში რატომ დგას ბოლო?
-გრიბოედოვი იწვის, – უპასუხა აზაზელომ.
-უნდა ვიულისხმოთ, რომ ის განუყრელი წყვილი, კაროვიევი და ბეჰემოთი ეწვეოდნენ იქაურობას?
-ამაში დაეჭვებაც არ შეიძლება, მესირ.“

•*´¯`⊰✿

„შეურაცხყოფა ხომ მარადიული ჯილდოა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. . . “
/მიხაილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“/

•*´¯`⊰✿

„მე თქვენ შუბლზე გაკოცებთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. . . “

•*´¯`⊰✿

„მან, ვისაც უყვარს, იმისი ხვედრი უნდა გაიზიაროს, ვინც უყვარს“.

•*´¯`⊰✿

„რატომ უნდა სდიოთ კვალში იმას, რაც უკვე გასრულდა.“

ჩვენი დროის პარადოქსი – ჯორჯ კარლინი

ტეგები

1017357_621037991319086_1336437389_n

როდესაც ჯორჯ კარლინის ცოლი მოკვდა, კარლინმა, 70–80–იანი წლების ცნობილი სატირიკოსმა, დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია.

«ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები, და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა.

ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა, ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ გვიხარია ცოტა.გვაქვს დიდი სახლები, მაგრამ პატარა ოჯახები, საუკეთესო პირობები, მაგრამ ცოტა დრო, საუკეთესო განათლება, მაგრამ ცუდად ვაფასებთ სიტუაციას, გვყავს ბევრი ექსპერტები, მაგრამ უფრო მეტი პრობლემები, საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.

ბევრს სვამთ, ბევრს ვეწევით, ვხარჯავთ უპასუხისმგებლოთ, ნაკლებს ვიცინით, ძალიან ჩქარა დავდივართ, ადვილად ვბრაზდებით, ვწვებით დასაძინებლად ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ძალიან ცოტას ვკითხულობთ, ძალიან დიდხანს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ იშვიათად. გავზარდეთ პრეტენზიები, მაგრამ შევაცოტავეთ ფასეულობები.

ვლაპარაკობთ ძალიან ბევრ, გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად. ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ სიცოცხლეს წლებს.

მივაღწიეთ მთვარეს და დავბრუნდით, მაგრამ ძლივს გადავდივართ ქუჩაზე ახალი მეზობლის გასაცნობად. ვიპყრობთ კოსმოსურ სივრცეს, მაგრამ არა სულიერს. ვაკეთებთ მეტს, მაგრამ არა კარგ საქმეებს.

ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ ვაბინძურებთ სულს.
დავიმორჩილეთ ატომი, მაგრამ არა საკუთარი უარყოფითი მხარე. ვწერთ მეტს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვისწავლეთ სიჩქარე, მაგრამ არა ლოდინი. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომელიც ინახავს მეტ ინფორმაციას და კოპიებს, ვიდრე ადრე, მაგრამ ვურთიერთობთ უფრო და უფრო ცოტას.

ეს სწრაფი კვების და ცუდი მონელების დროა, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და ცუდი ურთიერთდამოკიდებულების. ოჯახური შემოსავლის ზრდის დრო და განქორწინებების რიცხვის ზრდის დრო.

მოკლე დისტანციების დრო, ერთჯერადი საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთჯერადი ურთიერთობების, ურთიერთობების ერთი ღამით; ჭარბი წონისა და ტაბლეტების, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს: აგვაღზნებენ, გვამშვიდებენ, გვკლავენ. შევსებული ვიდრინებისა და ცარიელი საწყობების დრო.

დრო, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ წერილს მოხვდეს თქვენთან, ამავდროულად ნებას გაძლევთ გააზიაროთ ან უბრალოდ დააწვეთ “Delete”.

დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენს გვერდით არ იქნებიან.

დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით ახლო ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება გულიდან გასცე და იგი არ ღირს არც ერთი თეთრები.

დაიმახსსოვრეთ და თქვით “მიყვარხარ” თქვენს რჩეულს, მაგრამ მანამ ეს მართლა იგრძენით.
კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუ კი ეს გულიდან მოდის.

დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ მომენტები, იმიტომ რომ ერთხელ ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით.

იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაუზიართ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. იმიტომ რომ ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემორციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ!”»

ალ პაჩინო – გამონათქვამები

ტეგები

Al-al-pacino-33748064-1280-800

“ნუ ჩქარობთ საკუთარ თავზე ლაპარაკის დაწყებას,
იგი დაიწყება, როგორც კი წახვალთ”

•*´¯`⊰✿

“მე არ მინდა ლამაზი ცოლი, ფულით შემიძლია მას მივცე ნებისმიერი გარეგნობა. არც მდიდარი არ მინდა, მე ისედაც ყველაფერი მაქვს. არც ალერსიანი – ყველა ალერსიანი ხდება ჩემთან, ჩემი ფულის გამო და ვინც ასე არაა მე შემიძლია მოვიპოვო მისი სითბო. მე მინდა ღირსეული ცოლი, ერთგულებას და კარგ რეპუტაციას ვერანაირი ფულით ვერ იყიდი….”

•*´¯`⊰✿

“მე მამაკაცი ვიქნები მანამდე, სანამ დედამიწაზე დადიან ნამდვილი ქალები, რომლებიც არ ყარან სიგარეტის და ლუდის სუნით, რომელთაც აქვთ ბუნებრივი ხიბლი , სიკეთე და აქვთ დედობის ინსტიქტი.”

•*´¯`⊰✿

“მთავარი საიდუმლო იმაშია,რომ იურთიერთო შენზე უკეთესებთან, იბრძოლო შენზე ძლიერებთან, გიყვარდეს ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლება და არ მოკვდე იქ,სადაც სხვები კვდებიან!”

•*´¯`⊰✿

“კაცს უყვარს არა თვითონ ქალი, არამედ მისი მდგომარეობა მასთან ერთად. ამიტომ ნამდვილი ქალი – ეს სულაც არ არის ყველაზე ლამაზი, არც ყველაზე ჭკვიანი და არც ყველაზე წარმატებული. ნამდვილი ქალი ჩუქნის კაცს არა ჭკუას, არა სილამაზეს, არა სხეულს, არა წარმატებებს, არამედ მდგომარეობას. ქალი რომელიც უქმნის კაცს განსაკუთრებულ მდგომარეობას – ყოველთვის ეყვარებათ. და ეს განსაკუთრებული მდგომარეობა კაცს მიიზიდავს, როგორც მაგნიტი, სამუდამოდ.”

ალ პაჩინო ❤